ლუდოვიკ ჟიული: “მბაპე უფრო დიდი პროფესიონალია, ვიდრე მესი – კილიანის ასაკში”

კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუდოვიკ ჟიულიმ კილიან მბაპე და ლიონელ მესი შეადარა.

“მბაპეს აქვს შესანიშნავი მონაცემები იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს საოცარ ფეხბურთელად. მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც “პსჟ”-ში გადავიდა. ეს მას კიდევ უფრო განავითარებს. რაც მთავარია, კილიანს აქვს ჯანმრთელი სხეული, სწორედ ეს იყო მესისთვის პრობლემა. არგენტინელს 18 წლის ასაკში უწევდა ბევრი ფიქრი და ნერვიულობა თავის ჯანმრთელობაზე. ეს აფერხებდა მის განვითარებას. კილიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა, რაც მას უკეთესს ხდის,” – განაცხადა 41 წლის ფრანგმა.

გეტყვით, რომ ჟიული “ბარსელონასა” და “პსჟ”-ში, შესაბამისად, 2004-2007 და 2008-2011 წლებში გამოდიოდა.

AS: მესიმ, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს

მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონა” დატოვოს.

საქმე იმაშია, რომ არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. ამ ყველაფრით სარგებლობა კი, “მანჩესტერ სიტის” სურს. AS-ის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა, მესიში 400 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.

პაულინიო:”მესი მოვიდა და მითხრა”

ბრაზილიისა და  “ბარსელონას” ნახევარმცველმა პაულიონიომ, საკმაოდ საინტერესო განცხადბა გააკეთა.

მისი თქმით, როდესაც ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინას უპირისპირდებოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში მასთან მესი მივიდა და კითხა:”გადმოხვალ “ბარსელონაში”? პაულინიომ კი, უპასუხა:”თუ შენ ჩემი წაყვანა გსურს, ეს შეგიძლია.”

“ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რა მოხდებოდა. თამაშის შემდეგ მაისურები გავცვალეთ, დღეს კი, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.”

“ეს იყო უნიკალური შანსი ჩემთვის, როდესაც “ბარსელონას” მსგავს გუნდს, ჩემი დამატება ჩინეთიდან სურდა. მე საკმაოდ ახლოს ვიყავი ფელიპე სკოლარისთან და დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის.”

“ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა წასვლის ნება, რომ არ მოეცათ, რადგან ცხოვრებაში მსგავსი შანსი, მხოლოდ ერთხელ გვეძლევა.”

ავტოგოლები – “ბარსელონას” მეორე “ბომბარდირი”, მესის შემდეგ

ლა ლიგაში სულ ექვსი ტური ჩატრადა. კატალონიის “ბარსელონამ” ყველა მათგანის მოგება მოახერხა და ახლა ესპანეთის ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობს.

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება “ბლაგურნას” ლიდერი, ლიონელ მესი, რომელმაც უკვე ცხრა გოლს მოუყარა თავი. თუმცა, სხვა ფეხბურთელები ამ მხრივ, კარგი სტატისტიკით ვერ გამოიყურებიან. რაც არ უნდა კომიკური იყოს, “ბარსას” ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე ავტოგოლებია. კატალონიელებს მეტოქეები თავიანთ კარში გატანილი გოლებით უკვე სამჯერ დაეხმარნენ. პირველი ასეთი შემთხვევა სადებიუტო ტურში, “რეალ ბეტისთან” იყო. ხოლო, უკანასკნელ შეხვედრაში “ჟირონას” ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს.

“ბარსას” ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება

ლიონელ მესი – 9 გოლი

ავტოგოლები – 3 გოლი

დენის სუარესი – 2 გოლი

პაულინიო –  2 გოლი

სერხი რობერტო – 1

ლუის სუარესი – 1

პიკე – 1

 

კარიკატურა: მესი ფეხბურთის “ტერმინატორია”

ლეგენდარულმა მსახიობმა, არნოლდ შვარცნეგერმა ლიონელ მესიზე განაცხადა, რომ ის ფეხბურთის “ტერმინატორია”.

ომარ მომომანიმაც არ დააყოვნა…

 

ლიონელ მესიმ საკუთარი რეკორდი დაამხო

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ალავესს” ანგარიშით, 6-1 სძლია. პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც მე-20, 59-ე, 62-ე და 87-ე წუთებზე აიღო მარკო დმიტროვიჩის კარი.

საგულისხმოა, რომ ლეოს გუშინდელი შეხვედრის შემდეგგ, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ შეხვედრაში ცხრა გოლი დაუგროვდა. მან ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში დაამყარა. მაშინ არგენტინელმა პირველ ხუთ მატჩში რვაჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა.

ხოლო, მესის პირადი რეკორდი ყველა დროის საუკეთესო შედეგი არაა. საწყის ხუთ შეხვედრაში ათი გოლის გატანა პრუდენმა, მარსელინო კამპანალმა და პაჰინომ შორეულ წარსულში მოახერხეს.

პაულინიო: “ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ეიბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6-1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი პაულინიო გახდა, რომელმაც დენის სუარესის პასით გაიტანა.

სამხრეთამერიკელმა საყრდენმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს. ასეთი დონის ფეხბურთელებთან თამაში სასიამოვნოა. ასევე, ისინი ადაპტაციაში მეხმარებიან.”

“მახარებს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც გულშემატკივრებს ჩემს მიმართ აქვთ. თუმცა, მათი იმედების გამართლებას ყოველთვის უნდა შევეცადო მოედანზე. მინდა, თანაგუნდელებს დავეხმარო, რომ დიდ მიზნებს მივაღწიოთ. მესი? იღბლიანი ხარ, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით გიწევს თამაში,” –  აცხადებს პაულინიო.

ვალვერდემ მესის შეაქო: “ის ექსტრაორდინალურია”

საშინაო კედლებში “ეიბარის” განადგურების (6-1) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პოკერის ავტორის, ლეო მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მესი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს საფეხბურთო მოედანზე. მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, შეუძლია მაშინვე იქ გაჩნდეს, სადაც საჭიროა. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, სიტყვები არ მყოფნის მის აღსაწერად.

რაც შეეხება მეტოქეს, “ეიბარი” საკმაოდ ძლიერი და შეკრული გუნდია. ერთი შეხედვით, ადვილად მოვიგეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა. იყო მომენტები, როდესაც მეტოქე მნიშვნელოვნად გვავიწროვებდა,” – აცხადებს ბილბაოს “ატელტიკის” ექს-დამრიგებელი.

გეტყვით იმასაც, რომ ლა ლიგაში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” ლიდერობს 15 ქულით.

ბართომეუ: “მესის და “ბარსელონას” უკვე ახალი კონტრაქტი აკავშირებთ”

ცნობილი იყო, რომ ლიონელ მესის კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა. თუმცა, გუშინ ესპანურ 8TV-სთან ინტერვიუში “ბლაგურნას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართოემუმ განაცხადა, რომ არგენტინელი უკვე ახალი კონტრაქტის პირობების ქვეშ თამაშობს.

“იმედი მაქვს, წლის ბოლომდე, აუცილებლად გადავიღებთ ფოტოს, რომელშიც მესი ახალ კონტრაქტზე აწერს ხელს. თუმცა, გულშემატკივრებს სიმშივიდის საბაბი აქვთ, რაგდან ხელშეკრულება ოფიცილურად გაფორმებულია: მასზე არგენტინელის მამამ მოაწერა ხელი, რომელსაც შვილის წარმომადგენლის უფლება აქვს. ლეოს “ბარსასთან” ახალი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს,” – აცხადებს ბართოემუ.

კარიკატურა: მესიმ “იუვენტუსს” მარტომ მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით, 3:0 სძლია. დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც საოცარი შეხვედრა ჩაატარა.

ომარ მომანის აზრით, ასეთ ფორმაში მყოფი მესი მარტოც მოუგებდა “იუვეს”.

 

ვალვერდე: “ესპანიოლმა” ბევრი იბრძოლა, თუმცა ჩვენ მესი გვყავს”

გუშინ ლა ლიგის მესამე ტურში “ბარსელონამ” “საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და კატალონიურ დერბიში მეტოქეს გადაუარა: ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი სამი ბურთის შეგდება ლიონელ მესიმ მოახრეხა.

ვალვერდემ ჟურნალისტებთან საუბრისას, შეხვედრა შეაფასა და მესის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

“ბედნიერი ვარ, რომ ლეომ სამი გოლი გაიტანა. ის განუმეორებელი ფეხბურთელია. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მესი ჩვენი საკვანძო ფიუგრაა.”

“ჩვენ რთულ შეხვედრას ველოდთ, რადგან ასეთი სტატუსის მქონე მატჩები ყოველთვის დაძაბულია. იყო ბევრი ბრძოლა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.”

“მიუხედავად ანგარიშისა, ეს დაპირისპირება მარიტივი არ იყო. “ესპანიოლი” ბევრს ეცადა, თუმცა ჩვენ გვყავს ინდივიდუალურად ძალიანი მაღალი დონის ფეხბურთელები. ასეთები, მაგალითად, მესი და სუარესი არიან, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს შეხვედრაში,” – აცხადებს ვალვერდე.

“ბარსელონამ” “ესპანიოლს” გადაუარა – მესის ჰეთრიკი და დემბელეს საგოლე გადაცემა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მესამე ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” მიიღო.

კატალონიური დერბი “ბარსას” უპირატესობით წარიმართა. 26-ე, 35-ე და 67-ე წუთებზე ლიონელ მესიმ სამჯერ გამოიჩინა თავი. 87-ე წუთზე ხერარდ პიკემ გაიტანა. ხოლო, 90-ე წუთზე ლუის სუარესმა საბოლოო ანგარიში, 5:0 დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ ურუგვაელს საგოლე გადაცემა ახალწვეულმა, უსმან დემბელემ გაუკეთა.

საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიშით, 5:0 იმარჯვეს.

“ბარსას” ცხრა ქულა აქვს და პირველზეა. “ესპანიოლი” ერთადერთი ქულით მე-15-ზეა.