ლიონელ მესი და სკეიტბორდი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იყენებს სკეიტბროდს “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი.

როგორ ხურდებოდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები “ხეტაფესთან” მატჩის წინ

8 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნული თამაშის დაწყების წინ, კამერებმა, მესის, პიკეს, ჩავის, ჟორდი ალბასა და ვალდესის გახურება დააფიქსირეს.

მესიმ გაზეთს სახელი შეუცვალა

არგენტინაში პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ “OLE” ლეო მესის მოედანზე დაბრუნება საინტერესო ხერხით აღნიშნა.
გაზეთის დღევანდელი ნომერი ტრადიციული “OLE”- ს ნაცვლად, “LEO” -ს სახელით გამოვიდა.

შეგახსენებთ, ლეო მესი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს გუშინ, ესპანეთის თასის შეხვედრაში დაუბრუნდა. “ბარსელონამ” “ხეტაფე” გაანადგრუდა (4:0), მესიმ კი ორი გოლის გატანა მოახერხა.

მესი: “მინდა, კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო”

კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ მას კარიერის დასრულება “ბლაგაურნაში” სურს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა მოირჩინა და მოედანს გუშინ, “ხეტაფესთან” გამართულ შეხვედრაში დაუბრუნდა. ის თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და ორი გოლის გატანა მოახერხა.

“ძალიან მინდა, რომ კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო. ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს”, – ამბობს 26 წლის თავდამსხმელი.

მარტინო: მესი კარგ ფორმაშია, საუკეთესო კი ფაბრეგასი იყო

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

კატალონიურმა გრანმა “ხეტაფეს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ხეტაფეს შეეძლო და უნდა გაეტანა კიდეც. ამ გუნდმა შესძლო და მატჩი გაგვირთულა. მაგრამ გამარჯვება ნამდვილად დამსახურებულია და რიგ ეპიზოდებში ჩემმა ფეხბურთელებმა იდეალურთან მიახლოებული თამაში აჩვენეს. საუკეთესო მოედანზე ფაბრეგასი იყო. რაც შეეხება მესის, ის კარგ ფორმაშია და ამას მისი დუბლიც ადასტურებს” – განაცხადა მარტინომ.

მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი

დღევანდელ ფეხბურთში სისწრაფე ბევრ რამეს წყვეტს. ხშირად, გუნდები აქცენტს სწორედ ამ კომპონენტზე აკეთებენ, რასაც შედეგი ნამდვილად მოაქვს.

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10) ალექსის სანჩესი (30.1 კმ/სთ)

FC Cartagena v Barcelona - Copa del Rey: Round of 32

9) არიენ რობენი (30.4 კმ/სთ)

FC Bayern Muenchen v FC Augsburg - Bundesliga

8) ფრანკ რიბერი (30.7 კმ/სთ)

FC Bayern Muenchen v Manchester City - UEFA Champions League

7) უეინ რუნი (31.2 კმ/სთ)

Bayer Leverkusen v Manchester United - UEFA Champions League

6) ლიონელ მესი (32.5 კმ/სთ)

RC Celta de Vigo v FC Barcelona - La Liga

5) ტეო უოლკოტი (32.7 კმ/სთ)

FBL-ENG-PR-ARSENAL-HULL

4) კრიშტიანო რონალდუ (33.6 კმ/სთ)

Real Madrid v Borussia Dortmund - UEFA Champions League Semi Final: Second Leg

3) აარონ ლენონი (33.8 კმ/სთ)

FBL-ENG-ESP-TOTTENHAM-ESPANYOL

2) გარეტ ბეილი (34.7 კმ/სთ)

FC Barcelona v Real Madrid CF - La Liga

1) ანტონიო ვალენსია (35.1 კმ/სთ)

FBL-EUR-C1-MAN UTD-BAYER LEVERKUSEN

დიტო ჭიჭინაძე

რონალდო: „ნეიმარმა შეიძლება მესის აჯობოს“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო არ გამორიცხავს, რომ ნეიმარმა დროთა განმავლობაში შეიძლება ლეო მესის აჯობოს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვოს.

„საბოლოო ჯამში, ნეიმარმა შეიძლება მესის აჯობოს. მას პროგრესისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს. სწორედ ამიტომ გადავიდა ის „ბარსელონაში“. ნეიმარმა ბრაზილიაში უკვე ამოწურა საკუთარი თავი. ევროპაში მას სხვა გამოწვევები ელის და ესპანეთში სათამაშო დონის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეუძლია“, რონალდოს სიტყვებს ესპანური პრესა ციტირებს.

 

ალექსის სანჩესი: “მარტინომ თავდაჯერებულობა შეგვმატა”

“ბარსელონას” ფორვარდმა, ალექსის სანჩესმა “ელჩეს” წინააღმდეგ ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“კარგად დავისვენე. მარტინომ ყველა ფეხბურთელს თავდაჯერებულობა შეგვმატა, რაც აუცილებელია ნებისმიერი ფეხბურთელისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესის დაბრუნება” – განაცხადა სანჩესმა.

“ბარსელონამ” “ელჩე” 4-0 დაამარცხა სანჩესმა კი ჰეტ-თრიკის შესრულება შესძლო.

ალვეში: “მესი ოქროს ბურთის გარეშეც საუკეთესოა”

კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველი, დანი ალვეში აცხადებს, რომ ლიონელ მესი, მიუხედავად იმისა, მიცემენ თუ არა ოქროს ბურთს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთის მოსაგებად სამი ფეხბურთელი იბრძვის. ფრანკ რიბერის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს შორის ფავორიტი პორტუგალიელი თავდამსხმელია.

“ჩემი აზრით, ოქროს ბურთი მხოლოდ სიმბოლური საჩუქარია, ფეხბურთელმა ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცოს. ვფიქრობ, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ამის დასამტკიცებლად კი მას ოქროს ბურთი სულაც არ სჭირდება”, – ამბობს ბრაზილიელი.

დანი ალვეშმა კომენტარი ნეიმარზეც გააკეთა და თქვა, რომ ის ბრწყინვალე ფეხბურთელია.

“რა თქმა უნდა, ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მიხარია, რომ ის ჩემი თანაგუნდელია.”

მესის ხელფასი 21 მილიონამდე გაეზრდება

ესპანური გამოცემა Football Espana ცნობით, ახალი შეთანხმების საფუძველზე ლიონელ მესის ხელფასი 21 მილიონამდე გაეზრდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ არგენტინელის ანაზღაურება 5 მილიონით მეტი ექნება.

ამდენად ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდუს თანაბარი ხელფასები ექნებათ.

მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად “ბარსელონას” ღირსებას, მესი  2018 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

მესი: თავს კარგად ვგრძნობ

ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი, მოედანზე დაბრუნების შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

ამის შესახებ, თავად არგენტინელმა ფეხბურთელმა ისაუბრა, 2014 წლის პირველი ვარჯიშის შემდეგ.

“ძალიან მიხარია, რომ ვარჯიშის საშუალება ისევ მომეცა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” – განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ტრავმა მესიმ ესპანური პრიმერას მეცამეტე ტურის მატჩში მიიღო. ფეხბურთელი “ბეტისთან” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში შეცვალეს.

მესი: “თავს კარგად ვგრძნობ”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის გამოჯანმრთელების შემდეგ, თავს ძალიან კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ მესის ტრავმის გამო, 11 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია, ახლა კი, ის მოედანზე გასასვლელად მზადაა და დიდი შანსია, 5 იანვარს, “ელჩეს” წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც.

“რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ვარჯიში განვაახლე და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიმყოფები. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”, – ამბობს მესი.