“მეტალურგი” მეორე ეტაპისთვის ემზადება

რუსთავის მეტალურგმა საწვრთნელი პროცესი 4 იანვრიდან განაახლა. გუნდი ყოველდღიურ ვარჯიშებს „ფოლადის“ სტადიონზე გადის. ფინანსური პრობლემების გამო სავარაუდოდ გუნდი უცხოურ შეკრებას ვერ გაივლის. რუსთაველები საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან. დაგეგმილია ორი ამხანაგური შეხვედრა 17 იანვარს ცხინვალის „სპარტაკის“, 24 იანვარს კი გორის „დილას“ წინააღმდეგ.

რაც შეეხება გუნდის შემადგენლობაში ამ ეტაპზე განხორციელებულ ცვლილებებს. მეტალურგში სინჯებზე სარიშვილი და სტეფნიაშვილი არიან, რომლებიც გუნდთან ერთად უკვე ერთი კვირაა ვარჯიშობენ. გასულ წრეში სარიშვილი დინამო 2-ში გამოდიოდა, სტეფნიაშვილი კი სასკოს ღირსებას იცავდა.

„მეტალურგის“ რიგები ქავთარაძემ, ალავედრაშვილმა, კაკაშვილმა და კიტეიშვილმა დატოვეს.

„მეტალურგის“ პრესამსახური

გიორგი ქავთარაძე: “ბათუმის “დინამოს” ამბიციური გეგმები აქვს”

რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. Fanebi.com მოთამაშეს დაუაკვშირდა და ახალ კლუბის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

– ბათუმის “დინამოში” გადასვლა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე. ჩემთვის მისაღები პირობები შემომთავაზეს. რაც მთავარია, ბათუმელებს ამბიციური გეგმები აქვთ.

“მეტალურგში” დიდი დრო გაატარე და წასლვა გაგიჭირდებოდა…

– ძალიან გამიჭირდა იმ კლუბის დატოვება, რომელშიც 5 წლის განმავლობაში თამაშობდი. თუმცა, ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ხდება ისეთი რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

– პირადად თქვენთვის სეზონის ბოლოს დადებით შედეგად რა ჩაითვლება?

– ბათუმის “დინამოს” ოთხეულში მოხვდერდა. მთლიანად გუნდის და ჩემი კარგი თამაში.

დაძაბული მატჩი რუსთავში

რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “მეტალურგმა” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა.

რუსთაველებმა მატჩი აქტიურად დაიყწეს და დაწინაურება მე-2 წუთზე შეძლეს. სტანდარტიდან ჯოხაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმი საკუთარი გუნდის დაწინაურება შეძლო. აღსანიშნავაი, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის ეს უკვე მეხუთე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში და ამ კომპონენტში ცნობილაძე საკუთარ გუნდში საუკეთესოც კი არის.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს გათანაბრების შანსი პირველივე შეტევაში მიეცათ, მაგრამ ფაქტობრივად პირისპირ გასულ ივანიშვილს ბედიაშვილმა დაასწრო. მომენტები შერგელაშვილს და კაჭარავასაც შეექმნათ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი რუსთაველთა სახიფათო შეტევებით დაიწყო. “მეტალურგს” ცოტა რომ მოემატებინა მეორე გოლსაც გაიტანდა. მასპინძლები კი ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ. ტერიტორიული უპირატესობა ცხინვალელებმა მოიპოვეს, თუმცა შეხვედრა მომენტების გარეშე მიმიდნარეობდა.

სიმშვიდე, 79 წუთზე დაირღვა, როდესაც მოედნის ცენტრში კილასონიასა და მახარობლიძის შეჯახებას დაპირისპირება მოყვა, რომელიც ლამის გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ლაშა სილაგავამ, რუსთაველთა მხრიდან ყვითელი ბარათით კილასონია დასაჯა, ხოლო მახარობლიძე, რომელსაც ერთი ბარათი უკვე ჰქონდა, დაინდო და ჯარიმაც ცხინვალელთა სასარგებლოდ დანიშნა. ბურთის გათამაშების შემდეგ ბედიაშვილთან პირისპირ ლექვთაძე აღმოჩნდა. “მეტალურგის” მეკარის და “სპარტაკის” შემტევის შეჯახების შემდეგ კი სილაგავამ პენალტი დანიშნა, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრები კიდევ უფრო აღაშფოთა. 11-მეტრიანი კაჭარავამ ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა.

დარჩენილ დროში “მეტალურგმა” მთელი გუნდით შეუტია. გატანა სიხარულიძე შეეძლო, ხოლო ცნობილაძე დუბლის გაფორმების შანსიც მიეცა, მაგრამ ბოლო წუთზე დარტყმული ჯარიმა ნადირაძის ნადავლი გახდა.

“სპარტაკმა” ქულა მოიპოვა, თუმცა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაკარგა, “მეტალურგი” კი პირველი წრის ბოლო ტურის წინ მეექვსე ადგილზე დარჩა.

მეტალურგი 1-1 სპარტაკი

გოლები: ცნობილაძე 2′ (1:0); კაჭარავა 80′ (1:1)

მეტალურგი: ბედიაშვილი, კაკაშვილი, ხიზანეიშვილი, მჭედლიშვილი, ქავთარაძე, ცნობილაძე, გელაშვილი (სიხარულიძე 57′), კილასონია, კიტეიშვილი, ჯოხაძე (ვასაძე 69′), ნარიმანიძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სპარტაკი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, მახარობლიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 34′), თექთურმანიძე (ქოჩლაძე 90′), გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, შინდაგორიძე, კაჭარავა. 

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დაჩი ცნობილაძე: “ტაქტიკურად გამართულად ვითამაშეთ”

“ვიტ ჯორჯიასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჩვენ კითხვებს “მეტალურგის” ფეხბურთელმა, დაჩი ცნობილაძემ უპასუხა.

დაჩი ცნობილაძე: “კარგი მატჩი გამოვიდა. დამაკმაყოფილებებლი ანგარიშით გავიმარჯვეთ. კარგია, რომ ასეთი შეხვედრა ჩავატარეთ. მეორე ნახევარში დაცვიდან ვითამაშეთ და გუნდს დაეტყო, რომ ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ბურთზე კონტროლიც დავაწესეთ, რამაც საბალოოდ ჯამში დადებითი შედეგი მოგვიტანა.

სეზონის დასაწყისში ფინანსური პრობლემები იყო, თუმცა უკვე არის სასიკეთო ძვრები, რაც გუნდის თამაშზეც აისახა.

მეტალურგმა მცხეთაში მოიგო

დღეს, “მცხეთა პარკზე” უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის ფარგლებში “ვიტ ჯორჯიას” რუსთავის “მეტალურგი” ესტუმრა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

სტუმრებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიში მატჩის დეიუტში, მე-6 წუთზე გახსნეს. შეროზიასთან პირისპირ გასულ გელაშვილს გატანა არ გასჭირვებია – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ “ვეტერინარები” გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა გატანასთან ახლოს უფრო რუსთეველები იყვნენ. მეკარესთან პირისპირ კვლავ გელაშვილი გავიდა და მეტოქის კარს მცირე მანძილით ააცილა. მაგრამ, რუსთაველმა ფორვარდმა საკუთარი შეცდომა რამდენიმე წუთში გამოასწორა და 39-ე წუთზე მეორედ დალაშქრა შეროზიას კარი.

მეორე ნახევარში რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთეს აქცენტი. ტერიტორიული უპირატესობა “ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვა, თუმცა ხიფათის შექმნა ბერიძის შეგირდებმა თამაშის ბოლომდე პრაქტიკულად ვერ მოახერხეს. “მეტალურგმა” კი რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა. საერთო ჯამში მეორე ნახევარი საკმოდ მოსაწყენი გამოდგა.

საბოლოოდ პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგი საფინალო აღმოჩნდა. რუსთაველებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს, “ვიტ ჯორჯიას” მოუგებელი სერია ჩემპიონატის თამაშებში კი უკვე 7 შეხვედრას ითვლის.

ვიტ ჯორჯია 0-2 მეტალურგი

გოლები: გელაშვილი 7′ ; 39′ 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, კალანდია, მაისურაძე, დავლაშელიძე, გახარია, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე, საბაძე.

სათადარიგეობი: ჩალიგავა, დანელია, ჩიტიშვილი, ხვისტანი, დემეტრაშვილი, ლეანიძე, კუხალეიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ქავთარაძე, ჯოხაძე, ნარიმანიძე, კილასონია, კაკაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, გელაშვილი, ცნობილაძე, ექვთიმიშვილი.

სათადარიგოები: ბეგიაშვილი, სიხარულიძე, ბიწკინაშვილი, ვასაძე, ტორონჯაძე, მჭედლიშვილი, ალავერდაშვილი. 

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი_0864653 კახა კაკაშვილი_078956 კახა კაკაშვილი_0789542 გიორგი კილასონია_0857 გიორგი ქავთარაძე-07123474 ვიტ ჯორჯია-მეტალურგი_08646

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

ცნობილაძე: „პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს“

რუსთავის „მეტალურგი“ ამჟამად უმაღლესი ლიგის მეცხრე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში რუსთაველთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 20 წლის ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძეა, რომელიც გულშემატკივრებს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოსვლით უნდა ახსოვდეს. დაჩიმ საქართველოს პირველობის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი გოლი გაიტანა, რითაც ამჟამად თავისი გუნდის ბომბარდია. ფეხბურთელი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

– მიმდინარე სეზონში „მეტალურგის“ მართლაც გამორჩეული მოთამაშე ხარ, რაზეც არამხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს. თვითონ როგორ შეაფასებდი საკუთარ გამოსვლას?

ჩემი პირველი სრულფასოვანი სეზონია „მეტალურგში“ და ვფიქრობ, რომ როგორც გუნდი, ასევე მეც, წარმატებით ვთამაშობთ. კონკრეტულად ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ თამაშიდან თამაშემდე ვპროგრესირებ, რაც ვალერი კილასონიას დამსახურებაა, მისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. გოლებს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ ოთხჯერ გავიტანე და გუნდის წარმატებაში პატარა წვლილი შევიტანე.

– უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი მართლაც ძალიან მჭირდოა. ამჟამად „მეტალურგი“ 16 ქულით მეცხრე ადგილზეა, თუმცა, ყველაფერი, რამდენიმე ტურში, შესაძლოა, როგორც სასიკეთოდ, ასევე უარესობისკენ შეიცვალოს. რა მიზნები აქვს დასახული კლუბს?

მართლაც, თითოეულმა ქულამ, შეიძლება, პოზიციის მნიშვნელოვანი შეცვლა გამოიწვიოს. რაც შეეხება გუნდის მიზანს, ჩვენი მიზანი ჩემპიონატის სტარტზე, ახალგაზრდული ასაკიდან და კლუბში ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს მაღალი ადგილების დაკავების პრეტენზია. გამოჩნდა, რომ პრობლემების მიუხედავად, გუნდს უმაღლეს ლიგაში წარმატებულად თამაში შეუძლია.

– როგორც ვახსენეთ, მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანე. მათ შორის რომელიმეს განსაკუთრებულად ჰომ ვერ გამოარჩევდი?

ოთხი გოლიდან ზოგი გამართლების, ზოგიც კი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიტანე. გამოვარჩევდი პირველ ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გატანილ გოლს, რომელიც, როგორც ლამაზი, ასევე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თანაც, უმაღლეს ლიგაში ეს ჩემი პირველი გოლი იყო.

– „მეტალუგი“ ბოლო ორ მატჩში დამარცხდა. ისახება თუ არა ეს გუნდის მდგომარეობაზე თუნდაც ვარჯიშების დროს?

ჩვენი გუნდი ძალიან მეგობრული და ერთიანია. თითოეული ფეხბურთელი თამაშის წაგების შემდეგ უფრო კონცენტრირებული და მობილიზირებულია, რათა წარუმატებელი სერია, რაც შეიძლება მალე შევწყვიტოთ. ცუდი თამაში კი, ვარჯიშებზე გავლენას არ ახდენს.

– გულშემატკივარს თავი ჯერ კიდევ 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშით დაამახსოვრე. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?

17-წლამდელებში თამაში ისე ვერ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ და გულშემატკივარს გვსურდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შედეგი 19 წლამდე ნაკრებში მივიღეთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე აისახა. ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის ნამდვილად წარმატებული პერიოდი იყო. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოვახერხეთ.

და ბოლოს, რახან ასაკობრივ ნაკრებზე გკითხე, არ შემიძლია, ეროვნულ ნაკრებსაც არ შევეხო. საინტერესოა, შენი პოლონეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებული პროგნოზი…

რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს. მოახლოებულ თამაშში ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.

დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩი

2014 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”მეტალურგის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, რობაქიძე, მოსიძე, გოგავა (გეწაძე, 90), ჩიტორელიძე, ვაჭარაძე, მაკარიძე, ბუბულაშვილი (ბარბაქაძე, 58), ჩუბინიძე (დუგლაძე, 90), გოცაძე (ჭუმბაძე, 88), კანდელაკი.

“მეტალურგის” დუბლიორთა და რუსთავში ახალგაზრდული შემადგენლობით ჩასული ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა იმერელთა ნახევარმცველ გიორგი ჩუბინიძეს მიეცა, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა უჩა გელაშვილმა თავის გუნდი გადაარჩინა. 20-ე წუთზე კი იმერლებს რუსთაველთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და კონსტანტინე გაბაშვილმა თავის გუნდი დააწინაურა. 36-ე წუთზე მანვე პენალტი ზუსტად შეასრულა და მეორედ აიღო სტუმართა კარი.

მეორე ტაიმი ახალგაზრდა იმერლების შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე რუსთაველთა გოლკიპერსა და დაცვას მოუწია. გამოსაყოფია დემურ კანდელაკის მონაწილეობით შექმნილი ორი ეპიზოდი, როდესაც “მეტალურგის” გოლკიპერ უჩა გელაშვილს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა. ამის შემდეგ გოლის გატანა მართებდა უკვე გიორგი ჩუბინიძეს, თუმცა ამჯერად რუსთაველებს დაცვის ხაზის თავგანწირულმა თამაშმა უშველა.

სტუმრებმა საწადელს 68-ე წუთზე მაინც მიაღწიეს – მიხეილ ვაჭარაძის ულამაზესი შორეული დარტყმა აუღებელი გამოდგა. მალევე ანგარიშის გათანაბრება მართებდა ბექა გოცაძეს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმული “მეტალურგის” მეკარემ თავგანწირულ ნახტომში მოიგერია. შედეგად, 79-ე წუთზე სტუმრები საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო დაისაჯნენ – რუსთაველთაგან ზუსტი დარტყმით თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა. ქვემოქართლელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

FCDinamo.Ge

ფრე რუსთავში

2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელები რუსთავში სტუმრობას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ – ჯაბა დვალისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დისკვალიფიკაციას, ორიოდე დღის წინ ვარჯიშზე ტრავმირებული გიორგი იურიძის არყოფნაც დაემატა. მეტიც, “მეტალურგთან” მატჩის 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა ლაშა გვალიაც.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 14-ე წუთზე მარგველებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს – ლაშა გვალიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა და თავის შანსი მშვიდად გამოიყენა.

მალევე პირველი გოლის ავტორს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო, მაგრამ რუსთაველები მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა. გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა იმერელთა შემტევ თორნიკე კაპანაძეს, თუმცა მასპინძელთა კარის დარაჯი ამ ეპიზოდებშიც საიმედოდ გაისარჯა – ერთხელ შორეულ კუთხეში გადაგზავნილი თავური აიღო, მეორედ კი ერთ შეხებით კარისკენ გადაგზავნილი ურთულესი ბურთი მოიგერია.

რუსთაველები, რომლებიც შეხვედრის პირველ ნახევარში თითქოს განწირულად გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გააქტიურდნენ და თამაშის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ. ბოიან პავლოვიჩის კართან რამდენიმე ნახევარმომენტიც შეიქმნა. თავის მხრივ, სტუმრებიც არ უქმობდნენ – გიორგი ჭანკოტაძესა და თორნიკე კაპანაძეს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხის დროზე ადრე დახურვა შეეძლოთ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი ისევ საიმედო გახლდათ.

ვერ გაიტან – გაგიტანენო… 74-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც ზუსტად ვარლამ კილასონიამ შეასრულა. ანგარიშის გათანაბრებიდან სამ წუთში კი იმერელთა კარის მიმართულებით არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ დანიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ისევ ვარლამ კილასონიამ აქცია…

ზესტაფონელებმა, რომლებიც ასე მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მეტოქეს შეუტიეს და 88-წუთზე პენალტის შერულების უფლება მათაც მოიპოვეს. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის მიერ დამსახურებული პირველი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დღევანდელ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით მოასპარეზე ლევან შარიქაძემ შეასრულა. ფრე 2-2.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

რუსთაველებთან მორიგი შეხვედრის წინ

ხვალ, 26 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი ადგილობრივ “მეტალურგს” დაუპირისპირდება.

სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და რუსთაველებს (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) ერთმანეთში 25 მატჩი აქვთ გამართული. შეგახსენებთ, რომ ერთი შეხვედრა არ დასრულებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 11-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობა იმერელ ფეხბურთელთა მხარესაა – 26:16.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში რუსთავურ-ზესტაფონური “დუელი” სამჯერ შემდგარა. უპირატესობა სათასო მატჩებშიც მარგველთა მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში მათ 4-ში იმარჯვეს, 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან გატანილი გოლებით ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს დაუმწუხრებია – დღესდღეობით ალბანური “ფლამურტარის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4).

რუსთავში 26 სექტემბერს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

FCZestafoni.Ge

რუსთავში “დინამოს” დუბლებიც დამარცხდნენ

დღეს დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ რუსთავში, დუბლების ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი გამართა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჩვენი დუბლების მარცხით ანგარიშით 2:4 დასრულდა. გოლები ოთარ კობახიძემ და ლილუაშვილმა გაიტანეს. მატჩის განმავლობაში დინამოელები 2:1 იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა იძალეს და აქტივში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს.

მეტალურგი დუბლები 4:2 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, გადრანი, ქანთარია, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე, ო. კობახიძე, კვერნაძე, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, ყურშავიშვილი, გალდავაძე, აშორტია, ა. კობახიძე

FCDinamo.Ge

ლიდერი დიდი ანგარიშით დამარცხდა

დღეს, საქართველოს სამ ქალაქში უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩები შედგა. ყველაზე დიდ ინტერესს რუსთავში გასამართი მატჩი იწვევდა, სადაც ადგილობრივ “მეტალურგს” თბილისის “დინამო” ესტუმრა. მატჩმა გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. “მეტალურგმა” აქამდე დაუმარცხებელ “დინამოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 29-ე წუთზე ქავთარაძემ გახსნა. 45-ზე გიორგი ჯოხაძემ მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ხოლო 52-ე წთზე ირაკლი სიხარულიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლანჩხუთში ფოთის “კოლხეთმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფოთელებმა “ჩიხურას” სძლიეს მინიმალური ანგარიშით. მოიგო გორის “დილამაც”. ბოლო 5 წუთში კვეკვესკირის და მოდებაძის გოლებით გორელებმა “გურიას” მოუგეს.

მეტალურგი 3-0 დინამო

გოლები: ქავთარაძე 29′ ; ჯოხაძე 45′ ; სიხარულიძე 52′ 

დილა 2-0 გურია

გოლები: კვეკვესკირი 85′ ; მოდებაძე 90′

კოლხეთი 1-0 ჩიხურა

გოლი: შოთა ჯიქია 84′ 

მეტალურგი vs დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ფოლადის სტადიონზე 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა. გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ – 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.

მწვრთნელი და მეტალურგი

გუნდის თავკაცად წინა სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ ვარლამ კილასონია მუშაობს. გასრულებული ჩემპიონატი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მეხუთე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე პირველობაზე კი ვარლამ კილასონიას გუნდი ორი ფრით და ერთი გამარჯვებით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს ქობულეთის შუქურასთან.

დინამომდე

მიმდინარე სეზონი რუსთავის მეტალურგმა ბათუმის დინამოსთან მატჩით გახსნა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ზუგდიდელებთან მეტალურგმა უგოლო ფრე ითამაშა. ასევე ფრე 1:1 საქართველოს თასზე სასკოსთან. ბოლო შეხვედრა კი მეტალურგმა გურიასთან დაასრულა ასევე ყაიმით 0:0.

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 50–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 31 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 98/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 9–ჯერ დაფიქსირდა და ცხრაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.
ბოლოჯერ კი ეს გუნდები 17 მაისს შეხვდნენ ერთმანეთს. დინამო არენაზე გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჩისკო მუნიოსმა დუბლი შეასრულა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

დინამო VS მეტალურგი – მსაჯი

რუსთავის მეტალურგისა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც რუსთავში, 11 სექტემბერს ფოლადის სტადიონზე 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. ფიფია და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ბ. ნინუა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2013 წლის 4 დეკემბერს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც დინამომ გურიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე, მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 19 აგვისტოს საქართველოს თასის პირველ ეტაპზე გამართული ლოკომოტივი 1:3 დილა გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ბედიაშვილი – ხიზანეიშვილი, კაკაშვილი, ვ. კილასონია, ექვთიმიშვილი – ხაბელაშვილი, ტორონჯაძე, ცნობილაძე, კიტეიშვილი – ქავთარაძე, სიხარულიძე

FCDinamo.Ge