დღეს რუსთავის “ფოლადზე” ადგილობრივმა “მეტალურგმა” ლანჩხუთის “გურია” მიიღო და იოლად გაუმკლავდა მეტოქეს – 3:1. “გურიას” აშკარად ეტყობა, რომ გუნდი ნომრალურად ვერ ვარჯიშობს, რაზეც მატჩის შემდეგ რომან პოკორამაც ისაუბრა.
შეხვედრა მასპინძლთა უპირატესობით დაიწყო. რუსთაველები მთლიანად აკონტროლებდნენმოედნის ცენტრს და 17-ე წუთზე მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა პირველი გოლიც იხილა. გიორგი ჩირგაძემ, მინდია ბობღიაშვილის უხეში შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა გოლი. საერთო უნდა ითქვს, რომ ახალგაზრდა ჩირგაძემ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა. 23 წლის შემტევი გასული ორი სეზონის განმავლობაში ნიუ-იორკის “რედ ბულის” შემადგენლობაში ირიცხებოდა.
გაშვებული გოლის შემდეგ “გურიამ” გამოასწორა თამაში, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. აი რუსთაველებს კი, ტაიმის ბოლოს ორი შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ მაგრამ ჯერ კირკიტაძემ ვერ გამოიყენა ერთი ერთზე გასვლა, შემდეგ კი სიხარულიძემ.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესასც “გურიას” საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. მისი შესრულება გიორგი გავაშელიშვილმა ითავა და როგორც აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. ძლიერი დარტყმა და – 2:0.
მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, მოვლენები იგივე სცენარით განვითარდა რაც პირველ ტაიმში. “გურია” შეტევებში წავიდა თუმცა რამოდენიმე კუთხურის გარდა ვერაფერი ვერ მოიპოვა. სწორედ ერთ-ერთ კუთხურს მოჰყვა “მეტალურგის” კონტრშეტევა და ჩირგაძემაც დუბლი გაიფორმა – 3:0.
დარჩენილ დროში “გურულებმა” პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს მამუკა ტორონჯაძის ძალისხმევით.
მატჩის შემდეგ
რომან პოკორა (გურია): ვულოცავ მოწინააღმდეგეს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენ დღეს უშანსოდ ვიყავით. მე ნაკლებად მეხება გუნდის ფინანსური პრობლემები, ჩემი საქმე სავარჯიშო პროცესია, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწორედ ცუდი ფინანსური მდგომარეობა გვიშლის ხელს სავარჯიშო პროცესი ნორმალურად წარმართვაში. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს და რა თქმა უნდა ჩვენს გულშემატკივარს. შეიძელბა ითქვას პირველ ეტაპზე დასახული ამოცანა შევასრულეთ.
გელა სანაია (მეტალურგი): კარგი თამაში ვაჩვენეთ და დამსარებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მადლობა ჩემს ბიჭებს. სამწუხაროდ გუნდში პრობლემები გვაქვს. წლის ბოლომდე ტრავმების გამო ვეღარ დაგვეხმარებიან გეწაძე და ბერიაშვილი, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისია.
მეტალურგი 3-1 გურია
გოლები: ჩირგაძე 17′ (1:0); გავაშელიშვილი 49′ (2:0); ჩირგაძე 72′ (3:0); ტორონჯაძე 89′ (3:1)
“მეტალურგი”: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, ორბელაძე, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ჩირგაძ (საჯაია), გურეშიძე (ვასაძე), რაზმაძე (დობროვოლსკი), კირკიტაძე, სიხარულიძე, კორღალიძე.
“გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, ჩაგელიშვილი, იობაშვილი, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე, შენგელია (ტორონჯაძე), კოშკაძე (მახარაძე), შალამბერიძე, ისიანი (დარჩიძე)
ტორპედო 1-2 ზუგდიდი
გოლები: ეხვაია 49′ ; 50′ (0:2); რევაზ ბარაბაძე 79′ (1:2)
ზესტაფონი – სპარტაკი
გადაიდო