ალექსი: “დუნგას არ ვეთანხმები, ტიაგო სილვა ნაკრებში უნდა იყოს”

“მილანის” ბრაზილიელი მცველი ალექსი ტიაგო სილვას ბრაზილიის ნაკრებს მიღმა დატოვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის დუნგას არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს ბრაზილიის ნაკრები ჩილეს, ხოლო 14 ოქტომბერს ვენესუელას დაუპირისპირდება. “სელესაოს” თავკაცმა “პარი სენ-ჟერმენის” მცველი რჩეულებს შორის არ დაასახელა.

“ძალიან მიკვირს, რომ ტიაგო სილვა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს. “მილანში” მასზე ბევრ შეკითხვას მისვამენ, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, ტიაგო მსოფლიოს საუკეთესო მცველია, რომელიც გუნდში ყოველთვის უნდა იყოს. დუნგას არ ვეთანხმები. იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება”, – ციტირებს ალექსის სიტყვებს Sambafoot-ი.

მიხეილოვიჩი: „პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პანიკა დავიწყეთ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „უდინეზესთან“ იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშთ 3:2 მოიგო. სათქმელია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი „როსონერის“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, მეორე ტაიში კი მილანელებმა თავის კარში ორი ბურთი მიიღეს.

„პირველი ტიამი გამოგვივიდა და თამაში მხოლოდ ერთი გუნდის ნახევარზე მიმდინარეობა. ანგარიშით 3:0 ვიგებდით, თცმა შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რო მატჩი არა 45, არამედ 90 წუთი გრძელდება. შესვენების შემდეგ გოლი სწრაფად გავუშვით, რის შემდეგაც პანიკა დაგვეწყო. ვფიქრობ, ეს გუნდის განვითარების პროცესია და ასეთ მომენტებს უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

ასევე მიხაილოვიჩმა მარიო ბალოტელის თამაშიც შეაფასა:

„მას ჩინებული თამაში გამოუვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მას ფეხებში ურტყამდნენ, მაგრამ ის სიმშივდეს მაინც ინარჩნებდა. ბალოტელიმ ემოციები აკონტროლა და ჩინებულადაც ითამაშა. დღეს მარიო საუკეთესო იყო“.

ბერლუსკონი: „მილანი“ ტოპ კლუბის სტატუსს უბრუნდება“

„მილანის“ პრეზიდენტის სილივიო ბერლუსკონის თქმით, ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტიჩაბოლი, რომელიც უახლოეს დროში კლუბის 48%-ს მფლობელი ოფიციალურად გახდება, კლუბში ყოველწლიურად ას მილიონ ევროს ჩადებს.

„მან ბრენდის კომერციალიზაციის გეგმა წარადგინა. ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს ველით, რომლებიც წელიწადში ას მილიონ ევროს შეადგენენ. „მილანი“ ტოპ კლუბის სტატუსს უბრუნდება. ტიჩაბოლთან შემდეგი შეხვედრა 30 სექტემბერისთვისაა დაგეგმილი“, – განაცხადა „როსონერის“ პრეზიდენტმა.

ბაკა: „ჩემი გოლები გუნდის დამსახურებაა“

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში „პალერმოს“ კარში დუბლის ავტორმა კარლოს ბაკამ შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, რომ მისი გოლები თანაგუნდელების დამსახურებაა.

„მატჩი ჩინებული გამოდგა. ორი გოლი გავიტანე, რაც თანაგუნდელების დამსახურებაა. განსაკუთრებულად კარგი მეორე ბურთი გამოდგა – მცველს დავასწარი და თავური დარტყმა გამომივიდა, რაც ხშირად ვერ გამოდის. „პალერმომ“ ჩინებულად ითამაშა. ეს გამარჯვება „მილანისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კოლუმბიელმა.

მიხაილოვიჩმა „პალერმოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „პალერმოსთან“ იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო.

„თავდასხმასა და დაცვაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. ორი გოლი გავუშვით, რაც ძალიან მაღიზიანებს, კარგი სტარტის შემდეგ გვეშინია და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალებას ვაძლევთ. არ ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ გზაზე ვართ. გუნდით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, მეტი სითამამე გვმართებს“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

მიხაილოვიჩი: “მილანი” საწყის სამ ტურში სამ ქულაზე მეტს არ იმსახურებს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 3 ქულა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” “ემპოლი” დაამარცხა და “ფიორენტინასთან” და “ინტერთან” წააგო.

“ფლორენციაში წაგებას ვიმსახურებდით. “ემპოლისთან” არ უნდა მოგვეგო, თუმცა მოვიგეთ. დერბიში კი ვერ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. “ემპოლისთან” და “ინტერთან” გამართული მატჩების ფრედ დასრულება შეგვეძლო. ამ შემთხვევაში ორ ქულას დავაგროვებდით. სეზონის სტარტზე ჩვენგან ბევრს ელოდნენ, თუმცა მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”, – მიხაილოვიჩის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

“დერბი დელა მადონინა” “ინტერმა” მოიგო (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც “ინტერი” თანაქალაქელ “მილანს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “ნერაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გოლი 58-ე წუთზე ფრედი გუარინმა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გაიტანა.

სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად “ინტერი” ლიდერობს, რომელსაც 9 ქულა აქვს. “მილანს” 3 ქულით მე-12 პოზიცია უკავია.

იტალიის ჩემპიონატი
მე-3 ტური
“ინტერი” — “მილანი” 1:0 (0:0)

გოლი: გუარინი 58′.
გაფრთხილებები: ჟუან ჟესუსი 37′, ფელიპე მელო 63′ — აბატე 22′, ჰონდა 42′, კუცკა 66′.

ბაკა: „მილანში“ ფულის გამო არ გადავსულვარ“

„მილანის“ თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ ახსნა, თუ რატომ შეუერთდა ზაფხულში იტალიურ კლუბს.

„უკვე 29 წლის ვარ და გაჩერება არ მსურს. „მილანი“ ჩემთვის შესაფერისი ადგილია. ეს კლუბი ფულის გამო არ ამირჩევია, ჩნეთში, საუდის არაბეთში ან ინგლისში გაცილებით მეტის მიღება შემეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე ამ კლუბის გასვლის მიზანი მიზიდავს.

ბოლო სამ წელიწადში „მილანი“ იქ არ არის,ს ადაც უნდა იყოს. ახლა გუნდი გაძლიერდა, ჩვენ შესაფერისი იდეების მქონე მწვრთნელი გვყავს“, – განაცხადა ბაკამ.

მილანურ ჯახს სკანდალურად ცნობილი არბიტრი განსჯის

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს მილანური გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას 42 წლის მსაჯი ჯანლუკა როკი განსჯის. ამ არბიტრმა გასული წლის ოქტომბერში ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში იმსაჯა და მაშინ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მოგვიანებით ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“ინტერსა” და “მილანს” შორის მატჩი კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

მორატი: „მიჰაილოვიჩმა „მილანში“ მუშაობა დაიმსახურა“

„ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი მოახლოებულ მილანურ დერბის მოუთმენლად ელის, რომელშიც ერთმანეთს რობერტო მანჩინი და მისი ყოფილი ასისტენტი სინიშა მიჰაილოვიჩი შეხვდებიან.

„სიმართე რომ გითხრათ, დერბი ის თამაშია, რომლის წინაც დაძინება რთულია. მანჩინი და მიჰაილოვიჩი კარგი მეგობრები არიან. სინიშა ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მან სწავლა იცის, რისი დახმარებითაც, მანჩინისგან მან ბევრი რამ მიიღო.

მიხარია, რომ ის ასეთ სერიოზულ კლუბში დასაქმდა. მიჰაილოვიჩი მაღალ დონეზე მუშაობას იმსახურებს. ეს ადვილი არ არის, თუმცა მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, – განუცხადა მორატიმ „Inter Channel“-ს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ და „მილანი“ ერთანეთს კვირას, ცამეტ სექტემბერს შეხვდებიან.

ბალოტელიმ „მილანის“ მიმართ სიყვარული გამოხატა

„მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სოციალურ ქსელ „ინტაგრამზე“ თავისი კლუბის მიმართ სიყვარული გამოხატა.

„მილანი“ იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე აქამდე მიყვარდა. ერთად როგორც კარგ, ასე ცუდ მომენტებში ვიქნებით. წინ, „მილანი“, – დაწერა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარიო „როსონერიში“ „ლივერპულიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა. ამ სეზონში ბალოტელი „შავ-წითებში“ იჯარით ითამაშებს.

„ბალოტელი მიხვდა, რომ ეს მისი ბოლო შანსია“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კლუბში თავდამსხმელ მარიო ბალოტელის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„ბალოტელი ძალიან შეიცვალა, საქმეს ის სულ სხვაგვარად უდგება. ვარჯიშზე ის ყველაზე ადრე მოდის და ყველაზე გვიან მიდის. მიჰაილოვიჩი ფეხბურთელებს 8 საათსა და 30 წუთზე მოსვლას სთხოვს, მარიო კი ადგილზე უკვე 8 საათზეა.

ვფიქრობ, ის მიხვდა, რომ ეს მისი ბოლო შანსია. დარწმუნებული ვარ, ბალოტელი აამს ხელიდან არ გაუშებს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის არასდროს არ შეპარვია. თუ ის საქმეს მომავალშიც ასე მიუდგება, მაშინ ყველაფერი გამოუვა“, – განაცხადა გალიანიმ.