გატუზო: “მასტურს დავპირდი, რომ ვიდეოების გადაღებას თუ გააგრძელებდა, კბილებს ჩავულეწავდი”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ჰაჩიმ მასტურზე ისაუბრა, რომელსაც ექსპერტები საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 19 წლის ფეხბურთელი მსოფლიომ თავდაპირველად ვიდეოებით გაიცნო, რისი გადაღებაც ამ უკანასკნელმა უკვე შეწყვიტა.

“ბოლო დროს ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. შევაშინე კიდეც, რადგანაც ის ვიდეოების გადაღებით უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ფეხბურთის თამაშით. ვუთხარი, რომ ამას თუ არ შეწყვეტდა, კბილებს ჩავულეწავდი.

ბოლო დროს მის თამაშში წინსვლას ვხედავ, ისვე როგორც ვარჯიშისას. სწორედ ამიტომ მივეცით მას პრიმავერაში თამაშის შანსი. მართალია, დრო გავიდა, მაგრამ 50 წლის არ არის, და ვთვლი, რომ შეცდომებს გამოასწორებს.

დიდი ფეხბურთელი რომ გახდეს, რეგულარულად უნდა თამაშობდეს. მართალია ის ძველებურად ვეღარ გვაოცებს, მაგრამ რამდენიმე პლუსს მაინც ვხედავ,” – აცხადებს გატუზო.

რამდენი იქნება ჯენარო გატუზოს ხელფასი “მილანში” ახალი კონტრაქტის მიხედვით?

გუშინ ჯენარო გატუზომ იტალიურ “მილანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. სპეციალისტი, რომელიც გასული წლის ნოემბერში, ვიჩენცო მონტელას გაშვების შემდეგ, გუნდის სათავეში მოვიდა, კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

როგორც გამოზემა La Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, გატუზოს ხელფასი საგრძნობლად გაიზარდა. აქამდე ჯენაროს წლიური გასამრჯელო 120 000 ევრო იყო, როცა ახლა უკვე ის ორ მილიონ ევროს შეადგენს.

40 წლის სპეციალისტმა სულ 25 მატჩში უხელმძღვანელა “როსონერის”: აქედან მან 14 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ექვსჯერ დამარცხდა.

 

“იუვენტუსმა” და “მილანმა” ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს (ვიდეო)

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში “იუვენტუსის” საფეხბურთო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი “იტალიური კლასიკა” იხილა, ის, რის გამოც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

პრინციპულ დაპირისპირებაში ანგარიში “ბებერი ქალბატონის” მთავარმა იმედმა, პაულო დიბალამ გახსნა (8′), რაშიც მას მირალემ პიანიჩის საგოლე პასი დაეხმარა. გაშვებული გოლის შემდეგ “როსონერიმ” ძალების მობილიზება მოახდინა და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო – 28-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და გატანილი გოლი აღნიშნა კიდეც.

შეხვედრის მეორე ნახევარიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯენარო გატუზოს ბიჭები ღირსეულად ებრძოდნენ მეტოქეს, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ზუსტი “იუვენტუსის” დარტყმები აღმოჩნდა – კუადრადომ ხედირას პასით გაიტანა (79), ხოლო ხედირამ დიბალას გადაცემით (87′).


“იუვენტუსი”: ბუფონი; კიელინი, ბენატია, ბარძალი; ასამოა, მატუიდი (კუადრადო 61′), პიანიჩი (ბენტანკური 76′), ხედირა, დუგლას კოშტა; დიბალა, იგუაინი

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მილანი”: დონარუმა; კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბილია (მონტოლივო 76′), ბონავენტურა; სუსო, ანდრე სილვა (კალინიჩი 65′), ჩალჰანოღლუ (კუტრონე 81′)

მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო


მალე “სან სიროზე” საქორწილო წვეულებებიც გაიმართება

უახლოეს მომავალში ნეფე-პატარძალს შესაძლებლობა ექნება, თავიანთი გრანდიოზული ქორწილი “სან სიროზე” გადაიხადონ. დამქირავებლებმა ქორწილის გადახდის ორ პაკეტს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი – ან “მილანის” ჩარჩოებში ან “ინტერის”.

როგორც იცით, საფეხბურთო სტადიონების საქორწილოდ გაქირავება უკვე მიღებული პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ იტალიური ფეხბურთისთვის ეს ყოველივე სიახლეს წარმოადგენს.

ასე რომ, 2018 წლის სექტემბრიდან “სან სირო” ახალდაქორწინებულებს ელის. წვეულებაში სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია და გააჩნია პაკეტს – 80 სტუმარი, 400 სტუმარი ან 1 000 და მეტი.

რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, იტალიელი წყვილები ჯვარს სტადიონზე ვერ დაიწერენ, რადგანაც ამას იტალიური მთავრობა კრძალავს.

გატუზო უელბეკის პენალტზე: “არ ვაპირებ მსაჯის ქმედებები განვსაჯო”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ უელბეკის პენალტის ეპიზოდზე, სადაც მატჩის არბიტრებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს, მისთვის უჩვეულოდ ისაუბრა.

“მსაჯებიც ისევე უშვებენ ხოლმე შეცდომებს, როგორც ფეხბურთელები. შეცდომებისგან დაზღვეული ისინიც არ არიან. მეც კი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი კონკრეტული სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. არ ვაპირებ მათი ქმედებები განვსაჯო,” – აცხადებს ჯენარო გატუზო.

შეგახსენებთ, რომ საქმე “არსენალსა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრას ეხება, რომელიც “როსონერის” გამარჯვებით, 1-3 დასრულდა და რომ არა უელბეკის გოლი, შესაძლოა, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში “არსენალის” ნაცვლად სწორედ იტალიური გრანდი გასულიყო.

კარიკატურა: Wenger In

გუშინ ევროპის ლიგის მერვედიფნალში “მილანმა” ლონდონის “არსენალი” ანგარიშთ, 2:0 სტუმრად დაამარცხა და ბრიტანეთში გასამართი შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიქმნა.

გთავაზობთ ომარ მომანის კარიკატურას აღნიშნულ თემაზე

 

“მილანი” საკუთარ მოედანზე “არსენალთან” დამარცხდა (ვიდეო)

ევროპა ლიგის 1/8-ფინალების ცენტრალურ მატჩს “სან სირომ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “როსონერი” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა. ექსპერტთა უმეტესობა გამარჯვებას “მილანს” უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტემპიც საკმაოდ მაღალი იყო. ანგარიში შეხვედრის 15-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს აარონ რემზის გოლი მოჰყვა.

ჯენარო გატუზო მატჩის მეორე ნახევარში მთელი ძალებით ცდილობდა შეხვედრის შემოტრიალებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა. იტალიელებმა ერთი გოლიც კი ვერ გაუტანეს ცუდ ფორმაში მყოფ მეტოქეს და “ემირეტსზე” განწირულები ჩავლენ.

განმეორებითი მატჩი 15 მარტს, “ემირეიტს სტედიუმზე” გაიმართება.


“მილანი”: დონარუმა; როდრიგესი, რომანოლი, ბონუჩი, კალაბრია (ბორინი 79′); ბონავენტურა, ბილია, კესიე; ჩალჰანოღლუ (ნიკოლა კალინიჩი 62′), კუტრონე (ანდრე სილვა 67′), სუსო

მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

“არსენალი”: ოსპინა; ჩემბერსი (მუჰამედ ელნენი 85′), მუსტაფი, კოშელნი, კოლაშინაცი (მაიტლანდ-ნაილსი 62′); რემზი, გრანიტ ჯაკა, უილშირი; მხითარიანი, მესუთ იოზილი (ჰოლდინგი 80′); დენი უელბეკი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


მინო რაიოლა: “ბალოტელი 100 მილიონი ღირს, დონარუმამ კი “მილანი” უნდა დატოვოს”

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული აგენტი, მინო რაიოლა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს მარიო ბალოტელისა და ჯანლუიჯი დონარუმას მომავალთან დაკავშირებით.

“მარიომ ძალიან ბევრი იშრომა, ძველი დიდება რომ დაებრუნებინა. დღეს ის უძლიერესია, ჩემთვის ერთ-ერთია მსოფლიოს 10 საუკეთესო შემტევთაგან.

იტალიაში ის ნომერ პირველია. მისი ფასი 100 მილიონი ევროა, მაგრამ ახლა მარიო თავისუფალი აგენტია. მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებ “იუვესთან”, “რომასთან”, “ნაპოლისთან” და “ინტერთან”.

“მილანი”? მათთან არ ვთანამშრომლობ. “როსონერის” ხელმძღვანელი მირაბელია, მასთან კი თანამშრომლობა არ შემიძლია, ჯერ მის დონეზე არ ვიმყოფები.

რაც შეეხება დონარუმას, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მე ამას პატივს ვცემ. ჩემთვის რომ ეთქვა, წასვლა მინდაო, მაშინვე დავიწყებდი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინვე წავიყვანდი ჯიჯიოს “მილანიდან”,- აცხადებს რაიოლა.

“არსენალი” და “მილანი” ევროთასებზე ერთმანეთს 2012 წლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდებიან

22 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მერვედფინალების ცენტრალურ მატჩად თამამად შეიძლება მოვნათლოთ “არსენალისა” და “მილანის” დაპირისპირება.

გუნდები ერთმანეთს ევროთასებზე ბოლოს 2012 წელს შეხვდნენ. იტალიურ-ინგლისურმა კლუბებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს, რომელშიც გამარჯვებულის გვირგვინი “მილანს” ერგო – 3:0 “ემირეიტსზე”, 4:0 “სან სიროზე” (4:3).

ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი მატჩი 9 მარტს აიღებს სტარტს “სან სიროზე”, განმეორებითი მატჩის ჩატარება კი 15 მარტს არის დაგეგმილი”არსენალის” სტადიონზე.

გატუზო: “ვბრაზდები, როდესაც ჩემი გუნდის მიმართ კომპლიმენტებს ვისმენ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “უდინეზესთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ეს “როსონერი” კომპლიმენტებს საერთოდ არ იმსახურებს.

“საბოლოო დარტყმის განხორციელება ვერ შევძელით. წითელი ბარათის ჩვენებამდე მოედანზე სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. ყველაფერს ისე ვაკეთებდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ ვაყენებდით მეტოქეს, თუმცა შანსების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ თამაში, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ძალიან ვბრაზდები, როდესაც ჩემი გუნდის მიმართ კომპლიმენტებს ვისმენ – შეხედეთ სატურნირო ცხრილს. ისეთი დონის გუნდისთვის, როგორიც “მილანია”, ეს სამარცხვინო შედეგია,” – აცხადებს გატუზო.

რაფინია მილანის “ინტერში” ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონამ” და მილანის “ინტერმა” შეთანხმება მიაღწიეს რაფინიას თაობაზე. სეზონის დარჩენილ ნახევარს ბრაზილიელი იტალიურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს.

თუ რაფინია “ინტერსის” ბოსებისთვის მოსაწონად ითამაშებს, მათ შეეძლებათ მოთამაშე 35 მილიონ ევროდ შეიძინონ. ხოლო, “ბარსასთვის” გადასახდელი ბონუსი სამაი მილიონი ევრო იქნება. ხოლო, ფეხბურთელსა და კლუბს შორის სამწელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი დაიდება.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელის ტრანსფერში დიდი როლი მისმა მამამ, მაზინიომ შეასრულა. სწორედ მან შეითავსა აგენტის ფუნქციები.

დონარუმამ, შესაძლოა, “ჩელსიში” კურტუა შეცვალოს

ბოლო დროს უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად წერენ მადრიდის “რეალის” მიმართ “ჩელსის” ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუასადმი ინტერესის არსებობაზე.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, კურტუას “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, მას 18 წლის იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ამ დროისთვის “მილანის” ღირსებას იცავს.

როგორც იცით, ჯიჯის “როსონერის” ფანებთან რთული ურთიერთობა აქვს და მზადაა, ძალები ახალ კლუბში მოსცადოს. ამბიციებიდან გამომდინარე, ლონდონის “ჩელსი” კი ამის ბრწყინვალე ვარიანტია.