იბრაჰიმოვიჩი: “მოურინიოს და მე გამარჯვებულის მენტალიტეტი გაგვაჩნია!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის ახლანდელ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ მას, “ინტერის” დროიდან მოყოლებული, ძალიან კარგად იცნობს; ორივეს ერთად წარმატებების მიღწევა არ გაუჭირდებათ, რადგან გამარჯვებული მენტალიტეტი აქვთ.

“დიდი ხანია, ჟოზეს ვიცნობ. ვიცი, რა უნდა მას და რის ხარჯზე ცდილობს  კონკრეტული მიზნის მიღწევას.”

“მას და მე გამარჯვებულის მენტალიტეტი გაგვაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტსა და სიტუაციაში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მაქსიმუმს – გამარჯვებას მივაღწიოთ.”

“წარსულში მეც ბევრ რამეს ვიგებდი და ისიც. ჩვენ ერთად 2009 წელს სერი ა-ს თასი აღვმართეთ.”

“ის უძლიერესი მწვრთნელია; ყველგან, რა დონის ფეხბურთელებიც არ უნდა ჰყავდეს, ყოველთვის წარმატება სურს. ამის დასტურია “პორტო”  – მან არც თუ ისე ძლიერი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო.”

“ჟოზე ძალიან პირდაპირია. ის არასდროს საუბრობს ვინმეს ზურგს უკან. ამ თვისებას მასში ვაფასებ!” – განაცხადა იბრამ სეუ ჟოზეზე.

პოდოლსკი საერთაშორისო კარიერას ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულებს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ სანაკრებო კარიერის დასრულების პერიოდი დაასახელა.

„ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო დიდი საერთაშორისო ტურნირი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ჩემს მიზანს უკვე მივაღწიე.

გასული ზაფხულის წარმატებას ვერავინ წამართმევს. ვოცნებობ, რომ ოდესმე მსგავს წარმატებას ჩემმა შვილმაც მიაღწიოს“, – აცხადებს ლუკასი.

ვალტერ მაცარი: ”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ”

”კალიარისთან” განამადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

”შესაძლოა, შემადგენლობის არჩევაში რაღაც შეცდომები დავუშვი. ვფიქრობდი, რომ გუნდი, ამ კვირაში შესანიშნავ ფორმაში იყო და ფიზიკურ მომზადებას, სათანადო ყურადღება აღარ მივაქციე, ამიტომ შემადგენლობაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ზედიზედ მე-3 ან მე-4 შეხვედრაში მოუწიათ თამაში.”

”კალიარი” შეუჩერებელი აღმოჩნდა, ჩვენ კი ფიზიკურად ვერ გავუძელით.”

”ვიდიჩი? ის ძლიერია და შესანიშნავი ლიდერის ფუნქციები გააჩნია, ამიტომ არ მივეცი მას დასვენების საშუალება, მაგრამ იგი გადაღლილი აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე ვერ ვიხილეთ მისი ჩვეული თამაში.”

”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. რაღაც ცვლილებებს განვახორციელებ, დავაკვირები ფეხბურთელებს და გავიგებ, თუ ვის შეუძლია ზედიზედ 4 მატჩის თამაში და ვის არა.” – განაცხადა მაცარიმ.

ძანეტი: “ინტერის” ახალი კაპიტანი რანოკია უნდა იყოს”

მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ გუნდის ახალი კაპიტანი ანდრეა რანოკია უნდა იყოს.

“ანდრეამ იცის, თუ რა ფასი აქვს “ინტერის” მაისურის ტარებას. ამრიგად, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, კარგი იქნება, კაპიტნათ რანოკიას თუ აირჩევენ. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და რაც მთავარია, გუნდში ყველა პატივს ცემს”, – ამბობს ძანეტი.

რეი მისტერიომ „ინტერის“ ბაზა მოინახულა

როგორც გაირკვა, ცნობილმა ამერიკელმა რესლერმა რეი მისტერიომ დღეს მილანის „ინტერნაციონალეს“ საწვრთნელი ბაზა მოინახულა.

ბაზაზე მისტერიო „ნერაძურის“ ფეხბურთელებს შეხვდა, ხოლო გუნდის კაპიტანს, ვეტერან ხავიერ ძანეტის საჩუქრად თავისი ნიღაბი გადასცა. უსაჩუქროდ არც რესლერი დარჩა – არგენტინელმა მცველმა მას სანაცვლოდ თავისი გუნდის მაისური გადასცა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ ბენზემას დამატებაზე ფიქრობს

სხვადასხვა ევროპული გამოცემები მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას სხვა კლუბში გადასვის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ.

მაგალითად, Fichajes-ის ჟურნალისტთა ცნობით, „სამეფო კლუბის“ ფორვარდის შეძენის დიდი სურვილი მილანის „ინტერის“ ახალ მფლობელს ერიკ ტოხირს აქვს.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ნერაძური“ ქარიმის ტრანსფერის სანაცვლოდ მადრიდელებს 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პალასიომ ტრავმა მიიღო

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

აქედან გამომდინარე, 31 წლის მოთამაშე ურუგვაის წინაამღდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, როდრიგოს „ნერაძურის“რიგებში დაბრუნების უფლება უკვე მისცეს. უახლოეს საათებში, სამხრეთ ამერიკელი მილანში დაბრუნდება, სადაც მკურნალობას დაიწყებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურა პსჟ-ს დატოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუკას მოურას გაყიდვას აპირებს. ფეხბურთელი, რომელიც პარიზში მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადაბარგდა, ჯერჯერობით საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს ვერაფრით დაეხმარა.

მოურას სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმების ალბათობას პსჟ-დან ლეონარდოს წასვლა ზრდის. მოგეხსენებათ, ლუკასის პარიზულ კლუბში ტრანსფერი სწორედ მისი წყალობით განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის შეძენის დიდი სურვილი მილანის „ინტერის“ მენეჯერებს აქვთ.

ალექსანდრე მატევოსოვი