„ჩიკაგო ბულზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის სამი მატჩის წაგების შემდეგ „მილუოკი ბაქსმა“ სხვაობის შემცირება შეძლო. დაძაბულ შეხვედრაში „ირმებმა“ „ხარებს“ შინ ორი ქულით – 92:90 სძლიეს.
პირველ მეოთხედში „ბულზმა“ 4 ქულით – 19:23 გაიმარჯვა, თუმცა მასპინძლებმა მეორე მეოთხედში წონასწორობა აღადგინეს – დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 50:50 დაფიქსირდა. მესამე მეოთხედში „მილუოკი“ წინ ორი ქულით გავიდა, რამაც შეხვედრის შედეგზე გავლენა იქონია – ბოლო თორმეტმა წუთმა კვლავ თანაბრად ჩაიარა.
რაც შეეხება „მილუოკის“ ქართველ ლეგიონერ ზაზა ფაჩულიას, ცენტრმა 8 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
სერიის შემდეგი მატჩში 27 აპრილს ჩიკაგოში შედგება.
„მილუოკი“ – „ჩიკაგო“ 92:90 (19:23, 31:27, 23:21, 19:19)
„მილუოკი“: მეიო (18 ქ. 4 ჩ.), დადლი (!3 ქ. 5 პ.), ებილისი (10 ქ. 5 პ.), ადეტოკუნბო (10 ქ. 8 მ.), მიდლტონი (10 ქ.), ფაჩულია (8 ქ. 6 მ. 6 ჩ. 1 პ.)
„ჩიკაგო“: ბატლერი (33 ქ. 7 მ. 3 ჩ.), გასოლი (16 ქ. 10 მ. 5 დ.), როუზი (14 ქ. 6 პ. 5 მ. 8 დ.), დანლივი (10 ქ. 5 მ.)
ანგარიში სერიაში: 1:3
სხვა მატჩების შედეგები:
„ბრუკლინ ნეთსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 91:83 (31:16, 16:24, 20:22, 24:21)
ანგარიში სერიაში: 1:2
„ნიუ-ორლეან პელიკანსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 98:109 (24:31, 30:36, 13:21, 31:21)
ანგარიში სერიაში: 0:4
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – „მემფის გრიზლისი“ 109:115 (19:24, 30:38, 26:23, 34:30)
ანგარიში სერიაში: 0:3