პიანიჩმა რონალდუსა და კლუბის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ამ უკანასკნელმა უარყო ჭორები, რომლის თანახმადაც კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა.

“ბოლო დროს ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიგებ, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგია ჭეშმარიტი. თავს კარგად ვგრძნობ, მომავალი სეზონისთვის ვემზადები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.

ბოლო ორი სეზონის მანძილზე “იუვესთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და არ მაინტერესებს რას წერენ და ამბობენ ისინი. მშვენივრად ვგრძნობ თავს.

რონალდუს მოსვლით ბედნიერი ვარ. მას უბრალოდ მივესალმე, სულ მალე ვარჯიშს შემოუერთდება და უფრო კარგად გავიცნობთ. ის დიდებული ფეხბურთელია და ვიცით, რომ აქ თავს ბედნიერად გრძნობს,” – აცხადებს პიანიჩი.

გვარდიოლამ პიანიჩზე, შესაძლო ტრანსფერებსა და ჩემპიონობის ფავორიტებზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი, რომელიც 10 აგვისტოს აიღებს სტარტს, უკვე კარს მოგვადგა. “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

პეპს პირველი კითხვა პიანიჩზე დაუსვეს, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უკავშირებდნენ “ქალაქელებს”:”არა, პიანიჩი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. მართალია, ის შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ მის ტრანსფერზე არ ვმუშაობთ.

ჯერ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. ვნახოთ, იქნება თუ არა ტრანსფერები. შესაძლოა მოვიდნენ, შესაძლოა არა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე არსებული ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მომდევნო დღეებში გადავწყვეტთ, ვიყიდით ერთ ფეხბურთელს, თუ მომდევნო სეზონს დაველოდებით.

ჩემპიონობის ფავორიტები? როგორც ყოველთვის, ტიტულისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოლებს, მათ შორის ჩვენც. ფავორიტებს შორის “ლივერპულსაც” დავასახელებდი თავისი დიდებული ისტორიით,” – განაცხადა “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.

“მანჩესტერ სიტი” “იუვენტუსის” ვარსკვლავის ტრანსფერში 100 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ჰავბეკი მირალემ პიანიჩი “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. “რომას” ექს-ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად პეპ გვარდიოლა გახლავთ დაინტერესებული.

როგორც ცნობილი ხდება, პეპ გვარდიოლა უკვე დაუკავშირდა ბოსნიელ ფეხბურთელს. ესპანელი სპეციალისტი მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად აწარმოოს მოლაპარაკებები.

Mediaset ირწმუნება, რომ “ქალაქელები” პიანიჩის სანაცვლოდ “ბებერ ქალბატონს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ, რითიც უპირობოდ იცილებენ უშუალო კონკურენტებს “ბარსელონასა” და “ჩელსის” სახით.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 იანვარი)

ჩინელები ბენზემასაც მიადგნენ

ჩინელები მიმდინარე სატრსანფერო ფანჯარაზე ევროპული ფეხბურთის ძარცვას განაგრძობენ. ოსკარის, ვილიანის და სხვა ვარსკვლავების წაყვანის შედმეგ, აზიელები მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას მიადგნენ. (Marca)

ულოა ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს

ინგლისის მოქმედი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” რიგებში მოთამაშე ლეონარდო ულოა ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს. როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელი ფორვარდი უკმაყოფილოა სათამაშო პრაქტიკის სიმცირით და ზამთარშივე აპირებს კლუბის დატოვებას. ( Daily Express )

კალინიჩი 45 მილიონიან ტრანსფერს უახლოვდება

ნიკოლა კალინიჩი ჩინეთში გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. იტალიური პრესის ცნობით, ჩინური “ტიანძინ კუანძიანი” ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდის, თავად კალინიჩი კი ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში. ( Premium Sport )

საქართველო

“არსენალი” სანჩესის ბარტერში ჩართვას აპირებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსის სანჩესის გამოყენებით “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის გადაბირებას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” ჩილელ ვარსკვლავთან მორიგებას ვერ ახერხებს, რაც მისი “ემირეიტსიდან” წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ( Tuttosport )

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზლატანისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გუნდის შვედი ვარსკვლავისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. The Sun-ის ცნობით, “წითელი ეშმაკებს” 35 წლის შვედი ფეხბურთელის დატოვება 2019 წლამდე სურთ. ( The Sun )

“მანჩესტერ სიტი” რულის გადაბირებას აპირებს

როგორც იცით, “ბარსელონას” ყოფილი მეკარის, კლაუდიო ბრავოს ბრიტანულმა კარიერამ ვერ გაამართლა, პეპი კი მის შეცვლას აპირებს. როგორც ცნობილი ხდება, ესპანელმა სპეციალისტმა თვალი ჯერონიმო რულის დაადგა, რომელიც ამ დროისთვის “რეალ სოსიედადის” ღირსებას იცავს. ( Mundo Deportivo )

ჟუნინიო: “პიანიჩი საჯარიმოების შესრულების ისეთივე სპეციალისტია, როგორიც მესი, რონალდუ და ბეილი”

ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ჟუნინიომ მირალემ პიანიჩის შესაძლებლობებზე ისაუბრა. საჯარიმოების ლეგენდარული შემსრულებელი თვლის, რომ “იუვენტუსის” ახალწვეული ისევე კარგად ურტყამს შორიდან, როგორც ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი.

“პიანიჩი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც “ლიონში” გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ადვილი იყო იმის შემჩნევა, რომ მას წინ დიდი მომავალი ელოდა.

ამ დროისთვის, მან საკმაო გამოცდილება შეიძინა. ჩემი გადმოსახედიდან, პიანიჩი საჯარიმოების შესრულების ისეთივე სპეციალისტია, როგორიც რონალდუ, მესი და ბეილი.

ვფიქრობ, რომ მირო პირლოს ბრწყინვალე ჩამნაცვლებელია. როდესაც მის ნიჭს, ქარიზმატულობას და სიყვარულს ხედავ ფეხბურთის მიმართ, შეუძლებელია პირლო არ გაგახსენდეს. მაგრამ, ისინი მაინც განსხვავებული ყაიდის ფეხბურთელები არიან.”

ტოტი: “დღეს, ფეხბურთელები გულს აღარ უსმენენ, ისინი ფულს უფრო დასდევენ”

“რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ მირალემ პიანიჩისა და გონსალო იგუაინის ქმედებები გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი “იუვენტუსში” გადაბარგდა.

“დღეს, ფეხბურთელები მომთაბარეებს უფრო გვანან. ისინი ფულს მისდევენ და გულს აღარ უსმენენ. ალბათ, სწორედ ეს არის განსხვავება ჩემსა და სხვა ფეხბურთელებს შორის.

საკუთარ გულისთქმას ბევრი სპორტსმენი არ მისდევს. მხოლოდ ფულზე რომ მეფიქრა, “რომადან” 10 წლის წინ წავიდოდი. ჩემთვის ეს ურთიერთობაა. საქმე ფულს არ ეხება.

ყოველთვის მიყვარდა ეს ფერები და ყოველთვის მინდოდა, ამ მაისურით მეთამაშა.” – განაცხადა 39 წლის ფეხბურთელმა.

პიანიჩის წარმომადგენელი: “იუვენტუსი” ამ ტრანსფერთან ყველაზე ახლოსაა”

მირალემ პიანიჩს სულ ცოტა აშორებს “რომადან” “იუვენტუსში” გადაბარგებამდე. ამ ინფორმაციას მისი წარმომადგენელი, ადის იუნოზოვიჩი ავრცელებს, რომლის თქმითაც სატრანსფერო ფასი 38 მილიონი ევროა.

“იუვენტუსმა” მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა გაიაქტიურა, ჩვენ მათგან ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას ველით, 38 მილიონ ევროდ.”

პიანიჩის აგენტმა ისიც კი განგვიცხადა, რომ მისი კლიენტის გადაბირებით კიდევ რამოდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული.

“მისი გადაბირება ბევრ კლუბს უნდოდა. “პარის სენ-ჟერმენი”, “ჩელსი”, “ბარსელონა”. მაგრამ ყველაზე სწრაფი და კონცენტრირებული “იუვენტუსი” იყო.

კონტრაქტი შესაძლოა ამ კვირაში გაფორმდეს.” – დაამატა მან.

“რომას” პრეზიდენტი: “ნაინგოლანისა და პიანიჩის გაყიდვას არ ვაპირებთ”

იტალიური “რომას” პრეზიდენტი, ჯეიმს პალოტა ირწმუნება, რომ მრავალი შემოთავაზების მიუხედავად რომაული გრანდი მირალემ პიანიჩსა და ნაინგოლანს გუნდიდან არ გაუშვებს.

“უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ პიანიჩისა და ნაინგოლანის გაყიდვას არ ვაპირებთ.” – განუცხადა პალოტამ Gazzetta dello Sport-ს.

“მინდა ისინი კვლავ ვნახო “რომას” ფორმაში”. – დაამატა მან.

ამ თემასთან დაკავშირებით პიანიჩმაც გააკეთა კომენტარი: “კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით ჩემს თანაგუნდელებთან თანამშრომლობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.”

“რომა” ნაინგოლანისა და პიანიჩის შესანარჩუნებლად მზადაა რუდიგერი “ჩელსიში” გაუშვას

“რომამ” შესაძლოა ანტონიო რიუდიგერი ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას შესთავაზოს, რათა რაჯა ნაინგოლანისა და მირალემ პიანიჩის შენარჩუნების შანსები კიდევ უფრო გაზარდოს.

“ჯალოროსი” იძულებულია წელს ერთ დიდ ფეხბურთელს მაინც შეელიოს, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ნახევარდაცვიდან იქნება. თუმცა, რომაელთა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ სხვაგვარი გამოსავალი იპოვა ამ სიტუაციიდან.

როგორც იცით, რუდიგერი გერმანული “შტუტგარტის” რიგებში ირიცხება, თუმცა არენდის წესით “ოლიმპიკოზე” აქვს ბინა დადებული. მისი გამოსყიდვა იტალიურ მხარეს 9 მილიონ ევროდ შეუძლია. რომელსაც შემდეგში “ჩელსის” შესთავაზებენ, რომელიც მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წელიწადში 3 მილიონის ოდენობის ხელფასით.

მართალია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრის გაკვირვება მოახერხა, მაგრამ რომში მიიჩნევენ, რომ პიანიჩის ან ნაინგოლანის დაკარგვას მისი გაწირვა სჯობს.

პიანიჩი შესაძლოა “ჩელსის” 31 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდეს

La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომას” ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სეზონის ბოლოს იტალიის დატოვებას აპირებს.

წყაროს ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები რომაულ კლუბთან 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.

პიანიჩს იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება, თუმცა შესაძლებელია, რომ 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ მან კლუბის დატოვება შეძლოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პიანიჩის გადაბირებით პირადად ანტონიო კონტეა დაინტერესებული, რომელიც კლუბს სათავეში სავარაუდოდ ევრო-2016-ის დასრულებისთანავე ჩაუდგება.

პიანიჩი სათამაშოდ მზადაა

„რომას“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა, რომელიც ამ კვირას კლუბს ნაკრებშ მიღბეულიტ ავმის შემდეგ დაუბრუნდა, საჭირო კონდიციები აღიდგინა და „სასუოლოსთან“ სერია ა-ს დღევანდელი მატჩისთვის მზადაა. ყოველ შემთხვევაში, რომაელთა თავკაცმა რუდი გარსიამ ის ხსენებული შეხვედრის განაცხადში შეიყვანა.

თავდაპირველი ვარაუდით, ფეხბურთელს, დაახლოეით, ერთი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ აღდგენითი პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა და ბოსნიელი უკვე ათ დღეში გამოჯანმრთელდა.

პიანიჩი, დაახლოებით, სამ კვირას გამოტოვებს

„რომას“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი თამაშს, დაახლოებით, სამი კვირის განმალობაში ვერ მოახერხებს. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბოსნიელს მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობას 20 დღე დასჭრდება.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩმა ტრავმა ანდორასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიიღო.