“ლას პალმასმა” “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.

“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ზინედინ ზიდანი: “ბეილი და რონალდუ ასი პროცენტით მზად არიან!”

დღეს, პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურში მადრიდის “რეალი” სანტიაგო ბერნაბეუზე “ვილიარეალს” უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელები და სამწვრთნელო პერსონალი თავთავიანთ საქმეებს კარგად აკეთებენ.”

“მიუხედავად წარმატებული სტარტისა, გვყავს კრიტიკოსები. ეს სრულებით ნორმალური და ჩვენთვის სასარგებლოცაა. კრიტიკა გვაძლევს მოტივაციას, რათა ვითამაშოთ.”

“რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს… ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ამ სეზონში პრიმერა დივიზიონის არცერთი შეხვედრა არ წაუგია. ეს ძალიან კარგი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა სათანადოდ დავუხვდეთ “ვილიარეალს”.

“ვეცდებით, განვაგრძოთ მოგებების სერია.”

“კეილორ ნავასი ნელ-ნელა შედის სასურველ ფორმაში, მაგრამ როდის დაბრუნდება, ვერ გეტყვით. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება; მოკლედ, ყველაფერს მომავალში ვიხილავთ.” 

“კასილია არის მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის უნდა კეილორისგან ბევრი რამ ისწავლოს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.”

“ბეილი და რონალდო 100%-ით მზად არიან!”

 

ხორვატიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, ხორვატიის კაპიტნმა, დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხორვატების ახალი კაპიტანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც მისი ეროვნული გუნდის მთავარი დირიჟორია.

მოდრიჩი: “რეალიდან” წასვლა?”

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩია. ხორვატი სპორტსმენი 2012 წელს მოვიდა კლუბში და მას შემდეგ გუნდის მთავარ დირიჟორად იქცა. მან “ბლანკოსთან” ერთად 7 ტიტული მოიგო. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის ორი თასი!

ლუკას ხორვატმა ჟურნალისტებმა მადრიდიდან წასვლაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: “რეალის” გარდა არცერთ კლუბზე არ ვფიქრობ. ჩემს ხალხს ვეტყვი, რომ რამდენიმე გუნდისგან სულ მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ამ წინადადებებს არც კი განვიხილავ! “ბლანკოსი” ჩემი ცხოვრებაა!”

“აქ იქამდე დავრჩები, სანამ კლუბს დავჭირდები,” – განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა.

აქვე გეტყვით, რომ 30 წლის მოთამაშეს 2018 წელს ეწურება კონტრაქტი.

ლუკა მოდრიჩმა “გრანადას” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “გრანადასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, 85-ე წუთზე, ლუკა მოდრიჩმა მასპინძელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

მოდრიჩი ანჩელოტის გათავისუფლებას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა სამეფო კლუბიდა გათავისუფლებული მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. ხორტვატმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ იტალიელი საკუთარი საქმის პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნებაა.

“ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია. ჩემი შესაძლელბობების საუკეთესო კუთხით წარმოჩენა სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძელი. “რეალში” მუშაობის პირველივე დღიდან კარლო მენდობოდა. ტიტულის ვერ მოგება არ ნიშნავს, რომ ცუდი მწვრთნელი ხარ” – განაცხადა მოდრიჩმა.

 

როგორ მოატყუა ლუკა მოდრიჩმა “გრანადას” ფეხბურთელი (ვიდეო)

5 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “გრანადას” შორის გამართულ მატჩში, ლუკა მოდრიჩმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მარტივად მოატყუა.

რას აკეთებენ კრიშტიანო რონალდუ და ლუკა მოდრიჩი ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ მადრიდის “რეალის” ერთ-ერთ ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუ და ლუკა მოდრიჩი.

ლუკა მოდრიჩის კარიერის სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებსა ლუკა მოდრიჩის გვერდით უთამაშიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

დიეგო ლოპესი

1366710853_1

დარიო სრნა

croped_pxl_191113_6944975

სერხიო რამოსი

Sergio Ramos Luka Modric Real Madrid

ლედლი კინგი

4westham0812_650x639

მარსელო

ENTRENAMIENTO

ჩაბი ალონსო

1392377427_extras_noticia_foton_7_1

ივან რაკიტიჩი

pa-17522532

ანხელ დი მარია

Real Madrid CF v Real Valladolid CF - La Liga

კრიშტიანო რონალდუ

51b375e5c2a4e63350

გარეტ ბეილი

article-2629159-1D26C6BE00000578-173_634x409

კარიმ ბენზემა

Karim-Benzema_-Luka-Modric-new

jeYiXXP

მადრიდის “რეალი” ხედირასა და ხამეს როდრიგესს აჯარიმებს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ორი ფეხბურთელის – ხამეს როდრიგესისა და სამი ხედირას დაჯარიმებას აპირებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 7 თებერვალს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ დაბადების დღე აღნიშნა, რომელსაც “სამეფო კლუბის” ბევრი ფეხბურთელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ტრავმირებულები – სამი ხედირა, ხამეს როდრიგესი და ლუკა მოდრიჩი.

Cuatro-ს ცნობით, ტრავმირებული ფეხბურთელები ექიმების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წვეულებაზე მაინც წავიდნენ. ლუკა მოდრიჩმა, ამის გამო, ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ამიტომ დიდი ალბათობით, მას არ დააჯარიმებენ.

ლუკა მოდრიჩის შვილმა კრიშტიანო რონალდუს ყურადღება არ მიაქცია (ვიდეო)

ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონიაზე კრიშტიანო რონალდუ ლუკა მოდრიჩის შვილს მოეფერა, თუმცა ბიჭუნამ პორტუგალიელს ყურადღება საერთოდ არ მიაქცია.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ორივე ფეხით კარგად თამაშობენ

მსოფლიო ფეხბურთში გვინახავს არაერთი მოთამაშე, რომელიც თამაშისას მხოლოდ ერთ ფეხს იყენებს, თუმცა გვაქვს საწინააღმდეგო შემთვევები, როცა ფეხბურთელი ორივე ფეხს მშვენივრად იყენებს.

10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

9. რადამელ ფალკაო

8. ნეიმარი

7. ტონი კროოსი

6. ფრანკ რიბერი

5. კრიშტიანო რონალდუ

4. ლუკა მოდრიჩი

3. სანტი კასორლა

2. ადრიანო

1. პედრო