საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ეროვნულმა ნაკრებებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფრე ითამაშეს (ვიდეო)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩი გამართა. ლევან ბაჯელიძის გუნდი მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვას დაუპირისპირდა.

მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, ანგარიში 80-ე წუთზე ჩემინავას გადაცემის შემდეგ თეონა ბაქრაძემ გახსნა. 84-ე წუთზე კი სტუმართა ფეხბურთელმა, ლუდმილა კარამანმა საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველო ქ 1:1 მოლდოვა ქ

საქართველო ქ: სუხაშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (ხაბურზანია 90), ჭყონია, ჩემინავა, დანელია, ტატუაშვილი, სხირტლაძე, სუთიძე (კ), დოლიძე (ნასყიდაშვილი 60)

სათადარიგო: გაბუნია თევდორაძე, შენგელია, ანთაძე, ბასილაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მოლდოვა ქ: ზატუშევსკაია, კუზინოვა, პრისაკარი, არნაუტუ (კლიპკა 46, პეტელკა 90), კარამანი, ტომა, ჩიპერი (ტაბური60), სივოლობოვა (ლოჯინი 46), ვასილიცა, კოლესნიჩენკო, ანდონე

სათადარიგო: საიტანი, ოსტაპენკო, ჩოტრუტა

მთავარი მწვრთნელი: ალინა სტეტენკო

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთი გაიპარაშვილი

გაფრთხილება: კლიპკა (70) დანელია (82)

გოლები: 1:0 ბაქრაძე (80), 1:1 კარამანი (84)

 

რას წერენ ქართველი გულშემატკივრები მოლდოვასთან მატჩის შემდეგ?

გთავაზობთ ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს მოლდოვის ეროვნულ ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, რამაც ქართველებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ყველანაირი შანსი გაუქრო:


hh


15032644_1147168662035510_1001876091759485983_n


hh


hh


hh


hh


hh


hh


hh

საქართველომ მოლდოვის ნაკრებთან ქულები გაიყო

12 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი მოლდოველთა შეტევით დაიწყო. თავდაპირველად ისინი ფლობდნენ ბურთს. მეხუთე წუთზე სტანდარტიდან მოწოდებული ბურთი ლორიამ მოიგერია, თუმცა იგი გაცკანს მიუვიდა, რომელმაც შორდიან დაარტყა და მიზანს ცოტათი ააცილა. მერვე წუთზე ქართველთა კარის პირდაპირ, დახლოებით 30 მეტრში დანიშნული ჯარიმიდან პოსმაკმა დაარტყა თავით, თუმცა მოლდოველების ეს მცდელობაც უშედეგო იყო.

მე-16 წუთზე ჭანტურია შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, მან ეფექტური ფინტით მოატყუა სიდორენკო და დარტყმა სცადა, რომელიც მეტოქეს მოხვდა. ამის შემდეგ ნავალოვსკიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ქვილითაიამ ვერ დაარტყა, სამაგიეროდ ბურთი ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც იგი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა. 1-0! საქართველოს ნაკრები წინ გავიდა!

ამის შემდეგ ოქრიაშვილს შეექმნა ზედიზედ ორი მომენტი. ჯერ იგი კონტრშეტევაზე გაიქცა, დრიბლინგით გადავიდა მეტოქის ნახევარზე, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი მეტოქემ მოიგერია. მეორე შემთხვევაში კი ისევ ჭანტურია შევიდა მარჯვენა მარჯვენა ფლანგიდან, მან ოქრიაშვილს უპასა, რომელმაც 10 მეტრიდან სულ ოდნავ ააცილა მიზანს.

ამის შემდეგ იყო საოცარი მომენტი, ისევ ქართველების შესრულებით! გვილიამ მარჯვენა კაკაბაძეს გაუკეთა მაღალი გადაცემა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით შეაგდო ბურთი საჯარიმში, ქვილითაიამ დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია, ჭანტურიამ დაამატა, თუმცა დარტყმულს.

სხვა საინტერესო პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა.

მეორე ნახევარი მოლდოველების უპირატესობით დაიწყო. სტუმრები ცდილობდნენ აგრესიულად და პროდუქტიულად შეეტიათ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ.

სადავო მომენტი იყო 59-ე წუთზე, როცა ჭანტურია შეიჭრა საჯარიმოში, მან ერთი მეტოქე მოატყუა და წაიქცა. ქართველები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა სადავო მომენტი მოლდველთა სასარგებლოდ დასრულდა.

66-ე წუთზე ქართველების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შემდეგაც ბურთი ჯარდანს მიუვიდა,  მან ნახევრად ცარიელ კარში სცადა დარტყმა, თუმცა ქართველებმა მოიგერიეს და ბურთი კუთხურზე გადავარდა.

75-ე წუთზე ახლადშემოსული ანტონიუკი გადავიდა შეტევაზე, მან დიდი მანძილი გაიარა, მიუახლოვდა საჯარიმოს და დაარტყა, თუმცა ლორიამ ბურთი ხელში დაიჭირა.

78-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გაცკანმა მიიღო ბურთი. მან მაღალი, ულამასეზი დარტყმით ლორიასგან მარცხენა კუთხეში ჩაუშვა ბურთი და ანგარიში გაათანაბრა.

ვაისის ბიჭები მოსაგებ თამაშს ვერ იგებდნენ.

საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩიც, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, გვილია, დაუშვილი (დვალიშვილი 72 წთ.), ჭანტურია, ყაზაიშვილი (სხირტლაძე 80 წთ.), ოქრიაშვილი, ქვილითაია (კანკავა 64 წთ.)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

მოლდოვა: ჩებანუ, პოსმაკი, ჯარდანი, ეპურეანუ, რაკუ (გოლოვატენკო 41 წთ.), გაცკანი, ბორდიანი, ბოლოჰანი, მიჰაილოვი (ანდრონიცი 77 წთ.), სიდორენკო (ანტონიუკი 70 წთ.), ბუგაევი.

მთავარი მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.

მთავარი მსაჯი: გეორგი კაბაკოვი.

გაფრთხილებები: მურთაზ დაუშვილი (24 წთ.) თორნიკე ოქრიაშვილი (84 წთ.) დავით სხირტლაძე (88 წთ.)  – მაქსიმ მიჰაილოვი (26 წთ.); ვიტალიე ბორდიანი (56 წთ.).

საქართველო – მოლდოვა: პრევიუ

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ დაპირისპირების პრევიუს.

საქართველო – მოლდოვა

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი

დაწყების დრო: 21:00 საათი, 12 ნოემბერი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: გეორგი კაბაკოვი

საქართველოს ნაკრებმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა ჩაატარა და ორი მარცხისა და ერთი ფრის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ვაისის ბიჭები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და სწორედ მოლდოვას უსწრებენ.

მიუხედავად  ბოლო ორ მატჩში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულისა, ამ დაპირისპირებებში ქართველებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს აისახა არა მარტო სტატისტიკაზე, არამედ თამაშის მაღალ ხარისხზე. აქედან გამოდინარე, საქართველოს ნაკრები არც ისე ძლიერ მეტქოესთან 3 ქულისთვის იბრძოლებს.

ჩვენს ფავორიტობას ისიც უწყობს ხელს, რომ მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი – ლევან მჭედლიძე გვყავს. “ემპოლის” თავდამხმელმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და მის მაგივრად ვაისმა 18 წლის გიორგი არაბიძეს უხმო.

სხვა მხრივ საქართველოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია.

რაც შეეხებ მოლდოვას, ეს გუნდი საშინელ ფეხბურთს აჩენებს. სტუმრებმა 3 მატჩიდან ყველა წააგეს და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.

ამას ემატება ის, რომ მოლდოვის ნაკრებს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავს; მათ შორის არიან ძირითადი შემადგენლობის სპორტსმენები. აღსანიშნავია გუნდის კაპიტანისა და ერთ-ერთი ლიდერის არტურ იონიცე დაზიანება.

ამ ორ გუნდს შორის 10 მატჩი შედგა. 3 ქართველებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 5 თამაშში გამარჯვებულები მოლდოველები გამოვიდნენ.

მწვრთნელების კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსის ნაკრებთან მეორე ტაიმში. მეტოქეს ვაფასებ, მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე მოლდოვის ნაკრებს. მეტოქეს რამდენიმე კარგი, გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან. ყველაზე მთავარი გოლების გატანაა. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ათი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გადამწყვეტი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. გუნდს მომავალი აქვს, მაგრამ ხარისხს უნდა მოვუმატოთ, გოლების გატანა დავიწყოთ.”

იგორ დობროვოლსკი: “გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორი, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. არსებობს ისეთი რაღაცებიც, რომლის შეცვლაც შედარებით რთულია. თამაშის შედეგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რაც გამოვა, ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე არ იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით რას წამროადგენს საქართველოს ნაკრები. დანარჩენს ხვალ ვიხილავთ.”

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია; ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე; კანკავა, გვილია; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია; ქვილითაია.

მოლდოველთა კაპიტანი: “საქართველოსთან მატჩში ფრეც არ იქნება ცუდი შედეგი”

12 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სტუმართა კაპიტანმა, ალექსანდრუ ეპუარიანუმ შეხვედერის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ყველა დადებით შედეგზეა ორიენტირებული. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სასურველი რეზულტატი დავაფიქსიროთ.

განვიხილეთ მოწინააღმდეგის თამაში და მიგვაჩნია, რომ შანსები გვაქვს. კონკრეტული ფორმულა არ არსებობს წარმატებისთვის. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ. ფრეც ნამდვილად არ იქნება ცუდი შედეგი,” – განაცხადა მოლდოვის კაპიტანმა.

 

 

იგორ დობროვოლსკი: “ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები”

12 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ დობროვოლსკიმ შეხვედერის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორი, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. არსებობს ისეთი რაღაცებიც, რომლის შეცვლაც შედარებით რთულია.

თამაშის შედეგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რაც გამოვა, ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე არ იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით რას წამროადგენს საქართველოს ნაკრები. არ დავკონკრეტდები ფეხბურთელებთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, აშკარა ფავორიტები არცერთ შეხვედრაში არ არიან. არიან გრანდები, რომლებიც ყველგან კარგად თამაშობენ, თუმცა ამ მატჩში ფავორიტს ვერ გამოვარჩევ.

დანარჩენს ხვალ ვიხილავთ”, – განაცხადა დობროვოლსკიმ.

 

 

 

 

 

 

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა

12 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” მოლდოვას დაუპირისპირდება. “ჯვაროსნებს” სამ გამართულ შეხვედრაში ორი წაგება და ერთი ფრე დაუგროვდათ, ვაისის შეგირდები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ზუსტად ორ დღეში შეეცდებიან.

D ჯგუფში, ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით ბოლო ადგილს, 0 ქულით მოლდოვა იკავებს, ბოლოსწინას კი საქართველო. ფაქტია, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისაგან გამარჯვებას ელის. შევეცდებით, შემოგთავაზოთ ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ მოლდოვა.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ძალიან სჭირდება

cxrili

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. ჩვენი გუნდი ჯერ ავსტრიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან დამარცხდა, ხოლო მესამე შეხვედრაში უელსს დაუზავდა. იმისათვის, რომ მუნდიალზე მოხვედრის შანსი დავიტოვოთ, ჩვენთვის სამი ქულის მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში ერთ წელზე მეტია არ გაუმარჯვია. ბოლოს, 2015 წლის 8 ოქტომბერს გიბრალტარი დავამარცხეთ.

მწვრთნელის ფაქტორი

weiss

ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გამარჯვება (ესპანეთის ნაკრებთან) მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკი სპეციალისტის გუნდი ოთხჯერ დამარცხდა, ყველა გრძნობს, რომ ნაკრებში რაღაც შეიცვალა. აშკარაა, რომ მას ფეხბურთელებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. იყო ერთი ინციდენტი, რომელიც გიორგი ჭანტურიას უკავშირდებოდა, თუმცა ისიც მოგვარდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე ოქრიაშვილმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ვაისს თავისი სათქმელის კარგად გადმოცემა შეუძლია. 52 წლის სპეციალისტს აქვს იმის უნარი, რომ ფეხბურთელები დამუხტოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი და მისი სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს გუნდში კარგი ატმოსფეროა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას ბურთის ფლობაში აჯობა (56%-44%), ხოლო უელსთან ეს კომპონენტი თანაბარი იყო (50%-50%). “ჯვაროსნებმა” ბოლო ორ მატჩში 766 ზუსტი პასი გააკეთეს, როცა ირლანდიამ და უელსმა ერთად ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ 592 ზუსტი გადაცემის გაკეთება შეძლეს. აღსანიშნავია, ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გოლის გატანა მაინც გვიჭირს. რამდენიმე დღის წინ ვაისმა ამ პრობლემას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მის გამოსწორებას შეეცდებიან.

სახლში თამაშისა და გულშემატკივრების ფაქტორი

gulshematkivrebi

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა სტუმრად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია შეტევა, ზედიზედ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეთება და ბოლომდე ბრძოლა. უელსთან მატჩის შემდეგ ბევრისგან მოისმენდით, რომ მოლდოვასთან სტადიონი უნდა გავავსოთ. ბევრს აქვს იმის მოლოდინი, რომ 12 ნოემბერს მეტოქეს დავამარცხებთ, მუხტიც შესამჩნევია და დიდი ალბათობით, “დინამო არენაზე” ანშლაგი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში ყველა გუნდისათვის მცირე უპირატესობა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

ქართველი ფეხბურთელები

georgia

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს ის, რომ ერთ-ერთი ლიდერი, ჯანო ანანიძე დაგვაკლდება, მას ტრავმა აწუხებს, რის გამო დაახლოებით ორი კვირა გაუცდება. ჯანო საქართველოს ნაკრებისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. საინტერესოა, როგორ მოვახერხებთ მის შეცვლას.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელებს, სათამაშო პრაქტიკის არქონა კვლავაც პრობლემაა. თუმცა, ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაში დაიწყო კაპიტანმა, ჯაბა კანკვამ. დიდი ალბათობით, 12-ში ის გვილიასთან ერთად ცენტრში დუეტს შექმნის. კარგ ფორმაშია გიორგი ჭანტურია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი ლორიას “კრილია სოვეტოვს” გაუტანა. უელსთან ვერგამოყენებული ძალიან რეალური საგოლე მომენტის შემდეგ, ლევან მჭედლიძე მოლდოველთა კარის დალაშქვრას შეეცდება. ურიგოდ არ გამოიყურება თორნიკე ოქრიაშვილი. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ თამაშობს კლუბში, ის ნაკრებში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. უნდა გამოვარჩიოთ ვაკო გვილია, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში ცენტრში ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა, მან გულშემატკივრების მხრიდან სიმპათია დაიმსახურა.

მოკლედ, ქართველი ფეხბურთელები ამ შეხვედრას ძალიან მოტივირებულები ხვდებიან – ისინი მხოლოდ სამ ქულაზე ფიქრობენ.

მოლდოვის ნაკრები სუსტი გუნდია

AUT_vs._MDA_2015-09-05_(004)

თუ მოლდოვის ნაკრების მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ 12-ში ძალიან სუსტ მეტოქეს ვუპირისპირდებით. მოლდოვა ბოლო 24 მატჩში 17-ჯერ დამარცხდა, ამ გუნდმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ ანდორასთან შეხვედრაში მოახერხა.

მოლდოველებს არ ეყოლებათ იტალიური “კალიარის” მცველი, არტურ იონიცე, რომელიც ტრავმირებულია. ის ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, შესაბამისად, მისი არყოფნა ჩვენს სტუმრებს კიდევ უფრო ასუსტებს.

რუსეთი 2018: საქართველოს ნაკრების ჯგუფის პირველი ტურის მატჩების მიმოხილვა (ვიდეო)

გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა. D ჯგუფში, რომელშიდაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებია, სამი მატჩი ჩატარდა.

საქართველო – ავსტრია

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ავსტრიის ნაკრები მიიღო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი გოლი მიიღეს: მე-16 წუთზე ჰინტერეგერმა, ხოლო 42-ეზე იანკომ მოახერხეს ლორიას კარის ბადის შერხევა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა ჯანო ანანიძემ შორეული გასროლით 78-ე წუთზე შეძლო. საბოლოო ანგარიში – 1-2.

უელსი – მოლდოვა

უხვგოლიანი გამოდგა უელსისა და მოლდოვას დაპირისპირება. მასპინძლებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს. დუბლის შესრულება გარეთ ბეილმა შეძლო (50 წთ.; 90+5 წთ.), თითო-თითო გოლი ვოუკსმა და ალენმა გაიტანეს, შესაბამისად, 38-ე და 44-ე წუთებზე. უელსმა 4-0 იმარჯვა.

სერბეთი – ჩრდილოეთ ირლანდია

მესამე მატჩი სერბეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის გაიმართა. ანგარიში მესამე წუთზე სტუმართა მოთამაშემ, ჰენდრიკმა გახსნა. 62-ე და 69-ე წუთებზე ჯერ კოსტიჩმა გაათანაბრა, შემდეგ კი ტადიჩმა საერთოდ წინ გაიყვანა სერბეთის ნაკრები. საბოლოო წერტილი მატჩში შეცვლაზე შემოსულმა მერფიმ მე-80 წუთზე დასვა – მან 2-2 გახადა ანგარიში. სწორედ ასე დასრულდა ეს შეხვედრა.

პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფი ასე გამოიყურება

მომდევნო ტურის შეხვედრები 6 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს შეხვდება, ავსტრია უელსს მიიღებს, მოლდოვა – სერბეთს.

რუსეთმა ყიფიანის და მელქაძის გოლებით მოიგო

პეტერმბურგში მიმდინარე ვაენტინ გრანატკინის მემორიალის პირველი ტურის შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ რუსეთისა და მოლდოვას 18 წლამდე ნაკრებები წარსდგენენ.

შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 2-0 დასრულდა და ერთი ნახვით ჩვენთვის საინტერესო აქ არაფერია, რომ არა ერთი საინტერესო გარემოება. რუსეთის ნაკრეების შემადგენლობაში მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში ნიკა ყიფიანმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე მეორე გოლი გიორგი მელქაძემ გაიტანა.

ცნობისთვის, ყიფიანი თბილისშია დაბადებული და ამჟამად მოსკოვის “ლოკომოტივის” ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავს, ხოლო მელქაძე “სპარტაკის” დუბლების ერთ-ერთი ლიდერია.

რუსეთი – მოლდოვა: ფანების ბანერი

ამ წუთებში მიმდინარეობს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო მატჩი “ხიმკი არენაზე” რუსეთისა და მოლდოვის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მატჩის დაწყებამდე, რუსმა ფანებმა ტრიბუნებზე “ნოვორასიის” დროშა გამოფინეს.

ასევე მოედანზე გამოჩნდა, რუსი სეპარატისტი ლიდერის იგორ სტრელკოვის ფოტო და “ДНР”- ს ორი დროშა.

ვლადიმერ პოლეა: “მოვლენათა ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო”

სპორტის სასახლეში გამართული საქართველო – მოლდოვას (108 – 56) მატჩის შემდეგ მოლდოველთა მწვრთნელმა ვლადიმერ პოლეამ და გუნდის მოთამაშემ ანტონ რულევსკიმ შეხვედრა შეაფასეს.

ვლადიმერ პოლეა: “მეორე ნახევარი შედარებით უკეთესი იყო, თუმცა მეტოქე გუნდის ძალას კარგად ვგრძნობდით. ამ ტურნირზე ყველა გუნდს საკუთარი მიზნები აქვს. ჩვენთვის ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ძალიან დიდი გამოცდილებაა. ვეცადეთ, რომ ნაკლებად გვენერვიულა და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოგვეჩინა. მოვლენათა ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო.”

ანტონ რულევსკი: “დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს. საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. სამწუხაროდ დღეს ცუდად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ შეხვედრებში ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ.”

იოლი გამარჯვება მოლდოვასთან

თბილისის სპორტის სასახლეში მერიის თასმა აიღო სტარტი. პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში ბელორუსის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის დამარცხება შესძლო (68-77).

მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვის გუნდს დაუპირისპირდა. თამაში პირველივე წამებზე შენგელიას ორი ეფექტური ჩატენვით დაიწყო, რასაც გიორგი ცინცაძემ ორი ზუსტი სამქულიანი მიაყოლა. კოკოშკოვის გუნდმა დებიუტშივე შესძლო ათქულიანი უპირატესობის მოპოვება.

სტუმრებმა თამაშის გამოსწორება ვერც წუთშესვენების შემდეგ შესძლეს. თუმცა, ტექნიკური წუნი ჩვენი გუნდის შემადგენლობაშიც მრავლად იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს მეოთხედის დამაჯერებლად მოგება არ გასჭირვებია – 25:12. აღსანიშნავია, რომ კოკოშკოვმა თავიდანვე მისცა ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება.

თამაშის სურათი არც მეორე პერიოდში შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ახაგლაზრდული შემადგენლობებით უპირატესობა გამანადგურებელი გახადა. საინტერესოა, რომ მეოთხედში პირველი ქულების მოპოვება მოლდოველებმა მხოლოდ 4 წუთის გასვლის შემდეგ მოახერხეს, თუმცა ამას თამაშის მსვლელობაში კორექტივები არ შეუტანია. მოედანზე დაბრუნებულმა სანიკიძემ და შენგელიამ საკმაოდ ეფექტური თამაშით სხვაობა 40 ქულას მიუახლოვეს.

საინტერესოა, რომ პირველ ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უქულოდ მხოლდო კაპიტანი, ზაზა ფაჩულია იყო. ნაკრების კაპიტანმა მოედანზე მხოლოდ 5 წუთი და 40 წუთი დაჰყო, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მოლდოვას დონის ნაკრებთან ლიდერების დატვირტვა მართებული ნამდვილად არ იქნებოდა.

IMG_3065

მესამე მეოთხედში სხვაობა 50 ქულას გასცდა და თამაშიც საკმაოდ უინტერესო გახდა. ბუნებრივია, კოკოშკოვის გუნდს სუსტ მეოქესთან მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. საბოლოო ჯამში მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 108-56 დასრულდა.

საქართევლოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ბურჯანაძე (17 ქ.), შარაბიძე (16 ქ.) და სანაძე (14 ქ.) იყვნენ. მოლდოველებიდან ათქულიან ზღვარს მხოლოდ ორი მოთამაშე ვლადიმერ პრიშეპნი და ნიკოლაი კოპუტერკო გადასცდნენ.

საქართველო 108 – 56 მოლდოვა

სრული სტატისტიკა

ხვალ:

15:30 ბელორუსი – მოლდოვა

18:00 საქართველო – დიდი ბრიტანეთი

IMG_3180IMG_3168IMG_3041

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები