ფალკაო “რენთან” შეხვედრას გამოტოვებს

ფრანგული “მონაკოს” ფორვარდი, რადამელ ფალკაო ტრავმის გამო საფრაგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრას გამოტოვებს. 30 ნოემბერს, “მონაკო” “რენს” დაუპირისპირდება.

“ფალკაოს მცირე პრობლემები აქვს ჯამრთელობასთან დაკვშირებით. სერიოზული არაფერია, თუმცა გარისკვა არ გვინდა და ფორვარდს დავასვენებთ” – განაცხადა “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ “მონაკომ” ამ დროისათვის მესამე ადგილზე იმყოფება 29 ქულით. ფალკაოს ანგარიშზე კი 14 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლია.

ფალკაო შეცვლამ გაანაწყენა

25 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, “ნანტმა” საკუთარ მოედანზე “მონაკო” მიიღო და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

აღიშნულ შეხვედრაში, 63-ე წუთზე, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო მაშინ შეცვალა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ამ ყოველივემ ფეხბურთელი გაანაწყენა.

“მე გუნდისა და ფალკაოსთვის მხოლოდ კარგი მსურს. ფალკაოს მცირედ ტკივილი აწუხებდა, ამიტომ არ მინდოდა, მისი მდგომარეობა გაუარესებულიყო. ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რა ღირს ესა თუ ის მოთამაშე”, – ამბობს რანიერი.

ფალკაო: „ვამაყობ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი მაქვს“

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ამაყობს იმით, რომ მისი სახელი 2013 წლის „ოქროს ბურთის“ შესაძლო გამარჯვებულთა შორისაა. ამის შესახებ კომენტარი კოლუმბიელმა „მონაკოს“ ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ოქროს ბურთის“ 23 ფინალისტთა შორის მეორედ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ღვთის წყალობით, ამ ტიტულის მოგების შანსი კიდევ ერთხელ მომეცა. ეს ფაქტი დადებთად, როგორც ჩემზე, ასევე ჩემს კლუბსა და ქვეყანაზე იმოქმედებს“, – განაცხადა ფალკაომ.

2013 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი. ფალკაოს გარდა, ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის აღნიშნული ტიტულის მოგების შანსი ასევე სამ ფეხბურთელს აქვს. საუბარია „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიოზე, რომელშიც ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა შედიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

“მონაკოს” ევრას დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან ლიგა 1-ში აღმოჩნდეს.

მოგეხსენებათ, მომდევნო ზაფხულს პატრის ევრას კონტრაქტს “წითელ ეშმაკებთან” ვადა გასდის. მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ, ამიტომაც, მედიამ 32 წლის მოთამაშის სავარაუდო მომავლის განხილვა დაიწყო.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის შეძენით მისი ყოფილი გუნდი, მდიდარი “მონაკოს” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ისინი ევრასთვის “გემრიელი კონტრაქტის” შეთავაზებას აპირებენ.

შეგახსენებთ, ევრა მანჩესტერელთა შემადგენლობას 2006 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სწორედ “მონაკოდან” შეუერთდა. მაშინ “იუნაიტედმა” მის სანაცვლოდ 5.500.000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ამ დროის მანძილზე, ფრანგმა მარცხენა მცველმა 244 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

სანდრო საპანაძე

ფალკაო: „მადრიდის „რეალი“? „მონაკოში“ ბედნიერი ვარ“

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა თანახმადაც, იგი უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში გადაბარგდება.
„ფლორენტინო პერესს კარგი სიტყვებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ამავე დროს, პატივი ჩემს ამჟამინდელ კლუბსაც უნდა ვცე. აქ ყველაფერი მაწყობს“, – აღნიშნა კოლუმბიელმა ფორვარდმა.
„მონაკოში“ ბედნიერი ვარ. „რეალის“ მხრიდან“ არსებული ინტერესის თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ჩემი ამჟამინდელი კლუბისადმი უპატივცემულობად მიმაჩნია“, – დაასრულა 27 წლის თავდამსხმელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

პოულსენი ჩანთაში ბურთს შორი მანძილიდან ათავსებს

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ათავსებს ბურთს “მონაკოს” ფეხბურთელი, იაკობ პოულსენი ზუსტად ჩანთანში.

ვალდესი: „მონაკო“ კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ალტერნატივაა“

„ბარსელონას“ კიპერმა ვიქტორ ვალდესმა, რომელიც კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებს, განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი „მონაკოა“. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ნაკრების მეკარე „მონაკოს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.

„საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგება მაწყობს. „მონაკო“ ბევრი თვალსაზრისით მიზიდავს. ეს კლუბი კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ალტერნატივაა. ერიკ აბიდალი „მონაკოში“ ბედნიერია. გამიხარდება, თუ ისევ ვიქნები მისი თანაგუნდელი.

„ბარსელონაში“ 20 წელიწადზე მეტი დრო გავატარე. კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე, თუმცა ახლა ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო დადგა, მოვძებნო ახალი კლუბი და ახალი მიზნები დავისახო“, – ციტირებს ვალდესის სიტყვებს Goal-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესი „მონაკოსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი კი 10 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ბექა დოგრაშვილი

აბიდალი: “ბენზემას სკამზე დასმა გამოსავალი არ არის”

ფრანგული “მონაკოს” მცველი, ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ საფრანგეთის ნაკრებში, კარიმ ბენზემას სათადარიგოთა რიგებში განმწესება გამოსავალი არ არის.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებენ – ბენზემამ ბოლო სანაკრებო გოლი 2012 წლის ივნისში გაიტანა.

“ჩემი აზრით, კარიმ ბენზემას სათადარიგოთა სკამზე დასმა გამოსავალი არ იქნება. ვფიქრობ, ის მალე ფრანგი გულშემატკივრების გახარებას ისევ მოახერხებს”, – ამბობს აბიდალი.

აბიდალს ვალდესის “მონაკოში” ხილვა სურს

ფრანგული “მონაკოს” მცველი, ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ ის თავის გუნდში კატალონიის “ბარსელონას” მეკარეს, ვიქტორ ვალდესს დიდი სიამოვნებით იხილავდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კარის დარაჯს “ბლაგაურნასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, მან გუნდი გამოიცვალოს.

“თუ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, ჩვენი გუნდი ბევრისათვის უფრო მიმზიდველი გახდება. რაც შეეხება ვიქტორ ვალდესს, მას “მონაკოში” დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”, – ამბობს აბიდალი.

ვალდესი “მონაკოს” მიუახლოვდა

Football365-ის ცნობით, “ბარსელონას” კიპერმა ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ მალე კატალონიურ გუნდს დატოვებს და საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგდება.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელი მეკარის არჩევანი “მონაკოა”, რომელთანაც შეთანხმება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. ზუსტი დრო არ სახელდება. სავარაუდოდ, აღნიშნული ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელდება. ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კონტრაქტი ოთხი წლის ვადით გაფორმდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენდა.

ბექა დოგრაშვილი

„ელ ქეშიკო“

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი „პარკ დე პრენსზე“ შედგება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს. ფინანსურად მოყოჩაღებულმა „მონაკომ“ გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგა მოიგო და ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში გადმოინაცვლა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „პსჟ“-ს, პარიზელებს აქტივში 11 ქულა აქვთ და დღეს შეეცდებიან, ჩემპიონობისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტი უკან მოიტოვონ. სხვათა შორის, გუნდების ფინანსური შესაძლებლობების გამო, აღნიშნული შეხვედრა „ელ ქეშიკოდაც“ კი მონათლეს.

„კარგია, რომ შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გავიმარჯვეთ. „მონაკოსთან“ გასამართი შეხვედრის წინ, ამას მნიშვნელობა აქვს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ და მოწინააღმდეგეც განსახვავებულია. ათენში გამარჯვება მორაული კუთხით კარგია, თუმცა ეს მოგება უკვე წარსულია, ახლა ყველაზე მეტად „მონაკოსთან“ გასამართ შეხვედრაზე ვღელავ. ალბათ, ეს გუნდი „ოლიმპიაკოსზე“ ძლიერია“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლორან ბლანმა.

„მონაკოს“ აღმასვლა გვიჩვენებს იმას, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი უფრო დაბალანსებული ხდება. მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ტიტულის მოგება უნდა. ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატების მოსაპოვებლად. დამდეგი შეხვედრა, ჩვენს მსგავსად, მათთვისაც დიდი გამოცდა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რათა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ.

„მონაკოს“ თავკაცი კლაუდიო რანიერი მუდმივად აღნიშნავს, რომ ბლანს მის მეგობრად მიიჩნევს. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი თავდამსხმელი სჯობს – რადამელ ფალკაო თუ ედინსონ კავანი.

„პარი სენ-ჟერმენს“ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს. ლორან ბლანს თავისი ფეხბურთელების გამოყენება ისე შეუძლია, როგორც თავად მას სურს. პარიზელებს გრძელი სათადარიგო სკამიც აქვთ“, – განაცხადა რანიერიმ.

– გვითხარით, რომელი სჯობს – კავანი თუ ფალკაო?
– ფალკაო.

სტუმართა პრესკონფერენციაზე მათი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რადამელ ფალკაოც გამოცხადდა.

„გვესმის, რომ შესათამაშებლად ცოტა დრო გვქონდა. ერთად მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებთ, პარიზელები კი უკვე დიდი ხანია, გუნდად იქცნენ. დამდეგი მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ფალკაომ.

მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ბექა დოგრაშვილი

რანიერი: ”ფალკაოსგან ბევრს ველით”

”მონაკოს” მთავარმა მწვრთვნელმა კლაუდიო რანიერიმ პსჟ-სთან მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

”მოგება პსჟ-სთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ამის მიუხედავად, მოტივაცია ჩვენს მოთამაშეებსაც ექნებათ. არამგონია, პარიზელებს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაღლილობა ეტყობოდეთ. ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია.

რაც შეეხება ფალკაოს, 100 პროცენტით მზად იგი ჯერ არ არის. მისგან ბევრს ველით, რადგან, იგი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – განაცხადა ფეხბრუთის 61 წლის სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი