ოფიციალურად: “მონაკომ” ტილემანსი გაიფორმა

“ანდერლეხტის” ნახევარმცველი, იური ტილემანსი, რომლის გადაბირების სურვილასც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღანელები საკმაოდ აქტიურად გამოთქვამდნენ, კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს.

საფრანგეთის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტილემანსმა “მონაკოსთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება კი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ბელგიის ჩემპიონატის 2016/17 წლების სეზონში “მონაკოს” ახალწვეულმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.

ტიაგო მოტა: “მტკივნეულია, “მონაკოს” გამარჯვება ჩვენი დამარცხებაა”

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის ფეხბურთელმა, ტიაგო მოტამ “მონაკოს” წარმატებაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც ბოლო 17 წელიწადში პირველად მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული.

“რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. “მონაკოს” გამარჯვება ჩვენი დამარცხებაა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა საკმაოდ დაბალანსებული იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში “მონაკო” უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ტიტულთან ერთად მილოცვაც დაიმსახურეს.

ეს უნდა დავივიწყოთ და მთლიანად თასის ფინალზე უნდა გადავერთოთ (27 მაისი), სადაც შანსი გვაქვს, “მარსელის” შედეგი გავაუმჯობესოთ, რომელსაც 10-ჯერ აქვს ეს ტიტული მოგებული,” – აცხადებს ტიაგო მოტა.

“პარი სენ-ჟერმენი” ლეონარდუ ჟარდიმის ტრანსფერს უმიზნებს

“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, ლეონარდუ ჟარდიმი “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

42 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა იმით, რომ “მონაკოს” ხელმძღვანელები გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებას არ ცდილობს და ამ მიზეზით, თავადაც არ ახანგრძლივებს ხელშეკრულებას, რომელსაც ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კი ამ სიტუაციას საკმაოდ აქტიურად აკვირდება.Le Journal du Dimanche-ს ცნობით, პარიზელებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები ჟარდიმის აგენტთან.

პორტუგალიელი სპეციალისტის მიმართ ინტერესს ამავდროულად “არსენალის”, “ინტერის”, “რომასა” და რამდენიმე ჩინური კლუბის ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

“იუვენტუსი” – “მონაკო”: ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და “მონაკო” დაუპირისპირდნენ. 33-ე და 44-ე წუთზე მარიო მანძუკიჩისა და დანიელ ალვეშის გოლებს, მეორე ტაიმში კილიან მბაპემ უპასუხა. საბოლოოდ – 2-1 და “იუვე” ფინალში გავიდა.

შეხვედრის შემდეგ დასახელდა საუკეთესო მოთამაშე. ეს პრიზი ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, დანიელ ალვეშს ერგო. მან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და მთელი დაპირისპირების მანძილზე, ფაქტობრივად, უშეცდომო იყო.

მბაპე რაულს გაუთანაბრდა

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია – ტურინის “იუვენტუსი”, რომელმაც “მონაკო” ორმატჩიან დუელში ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში “მონაკოელთა” მხრიდან თავის გამოჩენა კილიან მბაპემ შეძლო, რომელმაც უკვე გაითქვა სახელი მთელ ევროპაში და საკმაოდ დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

შედეგად, კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე 19 წლის ასაკამდე გატანილი გოლებით რაულს გაუთანაბრდა – 6.

ჯიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებს

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი წაგებული ორი ფინალის შემდეგ (“მილანთან” 2003-ში და “ბარსელონასთან” 2015-ში), ჩემპიონთა ლიგის მოგებას მიმდინარე სეზონში აპირებს.

“ძალიან გვინდა 2015-ში წაგებული ფინალისთვის შური ვიძიოთ. მაგრამ, მე 2003 წელს, მანჩესტერში განცდილი მარცხი დღემდე თან დამყვება და ეს კიდევ უფრო მოტივირებულს მხდის.

2015 წელს, ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში დავმარცხდით. გოლები კონტრ-იერიშებიდან გავუშვით: მესიმ უძლიერესად დაარტყა, მე მოვიგერიე, ბურთი კი სუარესს მიუვიდა, რომელმაც ადვილად გაიტანა.

2003 წელს განცდილი მარცხი კი ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მაშინ მხოლოდ 25 წლის ვიყავი და იმედი მქონდა, რომ მომავალში ბევრჯერ მოვიგებდი ამ ტიტულს. ახლა კი ახალგაზრდობის წლები წარსულ ჩაბარდა,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.

ანტონიო კონტე: “მბაპეს ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ”

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავი და მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენა, კილიან მბაპე შეაფასა.

“არ მიყვარს სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა.

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი გახდება. ჩემი გადმოსახედიდან, მას ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

მიმდინარე სეზონში მან “მონაკოს” მაისური 39 შეხვედრაში მოირგო და ამ დროის მანძილზე 24-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

კარიკატურა: ღორმუცელა იგუაინმა მონაკო დაიპყრო (ფოტო)

სამ მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მონაკო” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსთან” გონსალო იგუაინის დუბლით დამარცხდა და ფინალში გასვლის შანსი, ფაქტობრივად, ხელიდან გაუშვა. ამაში დიდი წვლილი სწორედ არგენტინელ თავდამსხმელს აქვს.

იგუაინის გმირობას ომარ მომანი ასე ეხმაურება.

 

 

ალეგრი: “შესაძლოა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყოს”

ჩემპიონტა ლიგის ნახევარფინალში “მონაკოს” დმაარცხების შემდეგ, “იუვენტუსის” მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს! ეს არ იყო მარტივი შეხვედრა. “მონაკო” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც დიდი ტექნიკა აქვს. როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო, ბუფონმა შესანიშნავი სეივი მიითვალა. ასეთ მნიშნელოვან შეხვედრებში ჯიჯი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესოა!”

“ჯერ არაფერი დამთავრებულა. “მონაკო” ტურინში ჩამოვა და ეცდება, სიტუაცია გამოასწოროს. შესაძლოა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყოს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

“იუვენტუსი” 621 წუთია არ უშვებს, რეკორდამდე სულ ცოტა დარჩა

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “მონაკო” მშრალი ანგარიშით, 0:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა.

ზედიზედ ექვსი მატჩია, რაც “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგაზე გოლს არ უშვებს. 6-დან 5 მატჩი კი პლეიოფის ეგიდით იყო გამართული.

ბოლოს იტალიის ჩემპიონმა ლიგაზე გოლი “სევილიასთან”, ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მე-9 წუთზე გაუშვა (3:1). მას შემდეგ კი გუნდმა 621 წუთი ითამაშა.

6-დან მხოლოდ ერთ მატჩში მიეცა ჯიჯი ბუფონს დასვენების საშუალება, როდესაც მასიმილიანო ალეგრიმ ნეტოს მისცა თამაშის უფლება.

შედეგად, ტურინული კლუბი მესამე გახდა, რომელმაც პლეიოფში ზედიზედ 5 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა “მილანისა” (2004/05) და “არსენალის” (2005/06) შემდეგ.

რეკორდი კი სწორედ “არსენალს” ეკუთვნის, რომელმაც პლეიოფის ზედიზე 6 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა. ასე რომ, ტურინში გასამართი მატჩში ჯიჯის ამ რეკორდის დამყარების შანსიც ექნება.

“მონაკოს” ანტირეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მონაკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

შესაბამისად, ფრანგულმა კლუბმა, რომელიც მიმდინარე სეზონში უხვგოლიანობით გამოირჩევა, საკუთარ მოედანზე მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ შეძლო, რაც არც ისე ხშირად ხდება.

კერძოდ, მსგავსი რამ ბოლოს 2015 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში “მონაკომ” “ანდერლეხტი” მიიღო (0:2).

ერთ-ერთი საუკეთესო გუნდური გოლი – როგორ აფასებს ტვიტერი იგუაინის გოლს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მონაკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი კი არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის მიერ გატანილი პირველი გოლი იყო, რომელშიც მონაწილეობა თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო.


ამ გოლმა კი სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა…

“ზღაპრული ფეხბურთი “იუვესგან”. დიდებული გოლი, რომელიც იგუაინმა დააგვირგვინა”.


დიდებული გოლი “იუვენტუსისგან”! დიბალას პასი, ალვეშის ქუსლით თამაში და იგუაინის დარტყმა, ეს მსოფლიო დონის ფეხბურთია!


“სეზონის საუკეთესო გოლი ყველანაირი კითხვის ნიშნების გარეშე. გასაოცარი შეტევა, მშვენიერი ქუსლით გაკეთებული გადაცემა და დიებული დაგვირგვინება იგუაინისგან.”


“იუვეს” ეს გოლი 10-ჯერ უკეთესია მაკრატელა ან მორიელის გოლებზე.”