ჯანლუიჯი ბუფონის დიდებული მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

ფრანგულ “მონაკოსა” და იტალიურ “იუვენტუსს” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ჯანლუიჯი ბუფონისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

39 წლის ლეგენდარული მეკარისათვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული რიგით მეასე მატჩი იყო. ის მეორე იტალიელია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია პაულო მალდინის შორის (ერთი კლუბის მაისურით ჩატარებული 100 მატჩი ამ ტურნირზე).

როგორც იცით, იტალიელი მეკარე “ბებერ ქალბატონს” 2001 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა მას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჯერაც არ მოუგია.

ფალკაო: “მართალია, რომ “ბარსელონამ” “იუვენტუსს” ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ…”

ფრანგული “მონაკოს” კოლუმბიელ თავდამსხმელს, რადამელ ფალკაოს სჯერა, რომ თავის გუნდს “იუვენტუსის” ბარიერის გადალახვისა და ჩემპიონთა ლიფის ფინალში გასვლისათვის საკმარისი ძალა შესწევს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ეს უდიდესი რამ არის, განსაკუთრებით ჩემთვის, ჩემი ასაკის ფეხბურთელისათვის. ასეთი შანსი შესაძლოა, მომავალში არც მომეცეს.

“იუვენტუსის” კარში გოლის გატანა ადვილი ნამდვილად არ არის, “იუვე” თავს გუნდურად იცავს.კარში კი ჯანლუიჯი ბუფონი, დიდებული მეკარე დგას, რომლის სიდიადესაც ვაღიარებ.

მართალია, რომ “ბარსელონამ” “იუვენტუსს” ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ “ატალანტამ” მათი კარი ორჯერ აიღო. ბუფონის კარში გოლის გატანა განსაკუთრებული გრძნობა იქნება,” – აცხადებს კოლუმბიელი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” 80-მილიონიან სვლას ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბაში გადახდილი მილიონებითაც არ კმაყოფილდება და მომავალ ზაფხულს კიდევ ერთი დიდი, 80-მილიონიანი სვლის განხორციელებას გეგმავს.

ბრიტანული წყაროს, The Express-ის ცნობების თანახმად, “წითელი ეშმაკები” ლიგა 1-ის დუეტის, ბერნანდო სილვასა და ბლაიზე მატუიდის გადაბირებას აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ამ ფეხბურთელების დამატება ჟოზე მოურინიოს მოთხოვნაა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის აპირებს ბრძოლას.

თურმე, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის ბერნანდო სილვას გარშემო აწყობას აპირებს, რომელიც “მონაკოში” გამოდის და 50 მილიონ ფუნტად ფასდება.

“პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი, 30 მილიონად შეფასებული ბლაიზე მატუიდი კი მარუან ფელაინის შემცვლელად მოისაზრება.

ტიაგო სილვა: “ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულება კატასტროფის ტოლფასი იქნება”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა კაპიტანმა, ტიაგო სილვამ “ნიცასთან” წაგებული მარცხის (3-1) შემდეგ, განაცხადა, რომ მისი გუნდი დანებებას არ აპირებს და დარჩენილ მატჩებში სასურველი შედეგების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

“ვიცით, რომ ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ.

დარჩენილი სამი მატჩის მოგება გვმართებს, რადგანაც ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულება ჩვენთვის ნამდვილი კატასტროფის ტოლფასი იქნება.

მათემატიკურად ჩემპიონიც შეიძლება გავხდეთ, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. რაც არ უნდა იყოს, ვალდებულნი ვართ, მომდევნო სამი მატჩი მოვიგოთ, ისევე როგორც საფრანგეთის თასის ფინალი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის,” – აცხადებს ტიაგო სილვა.

ბუფონი: “მონაკოს” თამაშის 30 წუთიც კი საკმარისი იყო, რომ დირექტორისთვის შეტყობინება გამეგზავნა”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა პრესასთან ფრანგულ “მონაკოზე” ისაუბრა, რომელიც “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზურისთვის ეჯიბრება.

“ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, “მონაკოსა” და “მანჩესტერ სიტის” თამაშის 30 წუთიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ დირექტორისათვის შეტყობინება გამეგზავნა: “ბრწყინვალე გუნდია, ფინალში აუცილებლად გავლენ”.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ და მათ შესაძლებლობებს დიდ პატივს ვცემთ. ეს გუნდი აქამდე მხოლოდ იღბლიანობის გამო არ მოსულა.

“მონაკო” ძალიან კარგ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. შესაძლოა, “მონაკო” “ბარსელონას” დონის გუნდად არ მიიჩნევა, მაგრამ ის რასაც მოედანზე ვხედავთ, სულ სხვა რამეზე მეტყველებს,” – აცხადებს ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი.

გლიკი ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმიზნებს

“მონაკოს” მცველი, კამილ გლიკი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს “იუვენტუსის” ბარიერის გადალახვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია.

“ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლაა. სასურველი შედეგის ჩვენება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ვფიქრობ, რომ ყველა ოცნებობდა “მონაკოსთან” მოხვედრილიყო, მაგრამ ნახეთ, სანამდე მოვედით. მჯერა, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ გავაკვირვოთ საფეხბურთო სამყარო,” – აცხადებს “მონაკოელთა” მცველი, რომელსაც იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

“ევერტონი” ბელგიურ “ანდერლეხტს” 25 მილიონ ევროს სთავაზობს

ბელგიური “ანდერლეხტის” ნახევარმცველმა, იური ტილემანსმა კარიერა შესაძლოა, ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ადგილობრივი გამოცემის, Sport/Foot-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული მერსესაიდული “ევერტონი”.

ინგლისური კლუბი “ანდერლეხტს” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობს.

როგორც ცნობილი ხდება ტილემანსის ტრანსფერით ასევე ინტერესდება ფრანგული “მონაკოც”, რომელსაც ბელგიელი ფეხბურთელისათვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსის შეთავაზება შეუძლია.

კილიან მბაპეს მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

ფრანგული “მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართულ მატჩში ანგარიშის გახსნა შეძლო.

ფრანგი ფეხბურთელისათვის ეს პლეი-ოფის რიგით მეოთხე მატჩია მიმდინარე სეზონში (ჩემპიონთა ლიგაზე). ამ ოთხ მატჩში კი მან საერთო ჯამში 5 გოლის გატანა მოახერხა.

კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

“მონაკო” – “ბორუსია” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მაჩტში “მონაკო” დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“მონაკო”: დანიელ სუბასიჩი, ჯემერსონი, ჟოაო მოუნტინიო, რადამელ ფალკაო, ბერნარდუ სილვა, ტიემუა ბაკაიოკო, ბენჟამენ მენდი, კამილ გლიკი, თომას ლემარი, კილიან მბაპე, ამამი ტურე.

“ბორუსია”: რომან ბიურკი, ნური შაჰინი, მარკო როისი, რაფაელ გერერო, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შინჯი კაგავა, სოკრატის პაპასტოპულოსი, ლუკაშ პისჩეკი, მატიას გინტერი, იულიან ვაიგლი, ერიკ დურმი.

 

ტომას ტუჰელი: “პირველივე წუთებიდანვე შევუტევთ, ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა “მონაკოსთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებს.

“ვფიქრობთ, ფეხბურთელები თამაშისთვის მზად არიან. სრულად ვაანალიზებთ, თუ რაოდენ რთული მისიის წინაშე ვდგავართ. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ.

“ბორუსიას” საკუთარი ფეხბურთელების სჯერა, ვიცით, რომ მათ ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. “ბორუსია” ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზეა და არ უნდა, ტურნირს გამოეთიშოს.

ჩვენი გუნდი ყოველთვის ბევრს უტევს. ჩვენ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე შევუტევთ და ვეცდებით გავიტანოთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელი იქნება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრანგთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ფრანგული “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავი, კილიან მბაპე “სიგნალ იდუნა პარკზე” ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის წყალობით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიას” საშინაო არენაზე გაიმართა, ფრანგთა გამარჯვებით, 2-3 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში “მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელმა ორი გოლის გატანა მოახერხა.

შედეგად, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დუბლის გაფორმება შეძლო.

ფოტორეპორტაჟი: რა მოხდა დორტმუნდში?

დორტმუნდის “ბორუსიას” ბაზაზე მომხდარი აფეთქებამ გერმანული კლუბის ავტობუსი დააზიანა, რომელსაც ფეხბურთელები “სიგნალ იდუნა პარკზე” გადაყავდა.

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბომბი ერთ-ერთ ბუჩქში იყო დამალული და ის განსაზღვრულ დროს აფეთქდა. ბომბმა ავტობუსის ის მხარე დააზიანა, სადაც ტომას ტუჰელი იჯდა.

აფეთქებამ ავტობუსის საბურავები დააზიანა და შუშებიც გატეხა. მცირე დაზიანება მიიღო “ბორუსიელთა” ესპანელმა მცველმა, მარკ ბარტრამაც, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

პოლიციამ რეაგირება უმალვე მოახდინა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრები დაარწმუნეს, რომ მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებოდა.