ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა: ტურინის “იუვენტუსის” ორი მთავარი სამიზნე

ნელ-ნელა ახლოვდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და უფრო იმატებს ხმები ამა თუ იმ ფეხბურთელის გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ ტურინის “იუვენტუსი” წელს ორი შემტევის შეძენას შეეცდება, პირველი მათგანი ანტონი მარსიალია, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედში” არც ისე ბევრი სათამაშო დრო ეძლევა. ის, ძრითადად, შეცვლაზე შედის მოედანზე და, მიუხედავად ამ სეზონში გატანილი ცხრა გოლისა, ბოლომდე მაინც ვერ მოიპოვა ჟოზე მოურინიოს ნდობა.

მეორე მოთამაშე ალვარო მორატაა. ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა თავიდან კარგად დაიწყო და გოლებიც გაჰქონდა, თუმცა შემდეგ, როგორც მას, ასევე მთლიან გუნდს ცუდად წაუვიდა საქმე. ესპანელმა ამ სეზონში პრემიერ ლიგის 27 თამაში ჩაატარა, სადიანაც მან 22 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. გუნდის მთავარმა ფორვარდმა აქამდე თერთმეტი გოლის გატანა მოახერხა. ფაქტია, რომ ის ბოლომდე ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს. სწორედ ამიტომ, ეს ყოველივე ტრანფერს უფრო რეალურს ხდის. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 25 წლის სპორტსმენი ორი სეზონის მანძლზე ტურინულ გუნდში გამოდიოდა.

მორატას და ასპილიკუეტას საკლუბო რეკორდი

პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბრაიტონი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. გოლები ალვარო მორატასა და ალონსოს ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას საგოლე გადაცემა სეზარ ასპილიკუეტამ გაუკეთა, რითიც ესპანელებმა კლუბის რეკორდი გაიმეორეს – სწორედ ექვსი საგოლე გადაცემა გაუკეთა ლამპარდმა დროგბას 2009/10 წლების სეზონში, ხოლოდ სესკ ფაბრეგასმა დიეგო კოშტას 2014/15 წლების გათამაშების მიმდინარეობისას.

ასპილიკუეტასა და მორატას კიდევ 18 მატჩი აქვთ ჩასატარებელი – 18 ახალი შანსი ამ რეკორდის დასამხობად. გეტყვით იმასაც, რომ ასპილიკუეტასა და მორატას დუეტი ყველაზე შედეგიანია ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბით.

მორატა: “რეალს” ვენატრები? სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა არ მინდა ასე იყოს”

მადრიდის “რეალს” საქმე კარგად არ მისდის. “ბლანკოსი” ძალიან ბევრ მომენტს ქმნის, თუმცა გატანა უჭირს. სწორედ ამიტომ, ხშირად ამბობენ, რომ ესპანელებს ალვარო მორატა ლონდონის “ჩელსიში” არ უნდა გაეშვათ და რომ მათ ეს თავდამსხმელი ენატრებათ.

აღნიშნულის შესახებ თავად მორატამ ისაუბრა.

“არ ვიცი, “რეალს” ვენატრები, თუ არა, მაგრამ კარგია, რომ ხალხი ამ ყველაფერს აბობს. თუმცა, არ მსურს, გუნდში ჩემი საჭიროება იყოს. მინდა, მადრიდულმა გრანდმა წარმატებულად იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუ რონალდუ გოლების გატანას დაიწყებს. ალბათ, ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამო დაღლილია.”

მორატამ, ასევე, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა შეადარა.

“ტექნიკურად, ესპანეთის ჩემპიონატი აღემატება ინგლისისას. თუმცა, პრემიერ ლიგაში ფიზიკურობა ძალიან მაღალ დონეზეა. გასახდელი ოთახები პატარაა. ჩვენი ოთახი კი, საერთოდ ხისაა. ფული, სახლი და ის რომ მდომოდა, რასაც შეჩვეული ვიყავი, სახლში დავრჩებოდი. თუმცა, აქ ყველა თამაშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს. ბევრს ვვარჯიშობ და განვითარებას ვცდილობ,” – აცხადებს მორატა.

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

ლუკა მოდრიჩი ზინედინ ზიდანის მიღწევას გაიმეორებს

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონს ესტუმრება და ადგილობრივ “ტოტენჰემს” დაიუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრა “ბლანკოსის” “მაესტროსთვის”, ლუკა მოდრიჩისთვის ერთი ჩვეულებრივი მატჩი არ იქნება. მის მიერ “უემბლიზე” ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება რიგით 277-ე გამოდგება მადრიდულ კარიერაში. სწორედ ამდენი თამაში აქვს ჩატარებული ხორვატის ამჟამინდელ დამრიგებელს, ზინედინ ზიდანს “რეალის” შემადგენლობაში.

ამავე დროს, გეტყვთ, რომ თუ ლუკას ვასკესი “სპურსების” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მისთვის რიგით მეასე, საიუბილეო შეხვედა იქნება “თეთრების” მაისურით. საინტერესოა ისიც, რომ ამ რიცხვის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ისეთ მოთამაშეებს, როგორების ესტებან გრანერო (96) და ალვარო მორატა (95) არიან. თავად ვასკესი კი, 159-ე იქნება “რეალის” “ასიანებს” შორის.

ალვარო მორატამ საღეჭი რეზინი აკენწლა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ალვარო მოარატამ პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში, სტუმრად, “სტოკ სიტისთან” გაფორმებული ჰეთრიკის შემდეგ გასართობად მოიცალა. იგი მეუღლესთან, ალისა კამპელოსთან ერთად გოლფის სათამაშოდ იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში მორატას მიერ საღეჭი რეზინის აკენწვლის ვიდეო ვრცელდება.

⛳️⚽️?

A post shared by Álvaro Morata (@alvaromorata) on

ალვარო მორატამ პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის პირველი ტურში მორიგი შეხვედრები იმართება.

თავის მატჩს ატარებს ლონდონის “ჩელსი”, რომელიც “ბარნლის” უპირისპირდება. “ლურჯებმა” მატჩი მძიმედ დაიწყეს: გარი კეჰილი მოედნიდან გააგდეს და ანტონიო კონტეს შეგირდებმა სამი გოლი მიიღეს. შეცვლაზე შემოსულმა ალვარო მოარატამ სხვაობა ორამდე შეამცირა. ესპანელმა 69-ე წუთზე მოახერხა თავური დარტყმით ტომ ჰიტონის კარის აღება.

 

მორატა: “დროგბას თამაშებს მამაჩემთან ერთად ვუყურებდი – ის არაამქვეყნიური იყო!”

ალვარო მორატამ თავისი გუნდის, ლონდონის ჩელსის ლეგენდაზე, დიდიე დროგბაზე ისაუბრა.

“როდესაც პატარა ვიყავი, დროგბას თამაშებს მამაჩემთან ერთად ვუყურებდი. ის არაამქვეყნიური იყო! რა თქმა უნდა, ოცნებად მქონდა, რომ ამ კლუბში ცხრანომრიანი აისურით ეთამაშა. ახლა, ერთი სული მაქვს, როდის გავალ “სტემფორდ ბრიჯზე” და ვითამაშებ პრემიერ ლიგის შეხვედრებში.”

“ვიცი, კონტეს წარსულშიც ვუნდოდი. მეც მსურდა მასთან ერთად მუშაობა. როგორც იქნა, ჩვენი გზები გადაიკვეთა. სამწუხარო იყო, როცა 2014 წელს ის იტალიის ნაკრებში სამუშაოდ წავიდა. თუმცა, იმ წელს კარგად ვითამაშე და “იუვენტუსში” მშვენიერი წელი მქონდა. ვიცი, ანტონიოს მუშაობის სტილი, ტაქტკა, ვიცნობ დამხმარე მწვრთნელებს და მსურს ამ სისტემით მუშაობა!” – აცხადებს კონტე.

ჟოზე მოურინიო ადასტურებს: “მორატას შეძენა ისევ გვსურს”

გასულ სეზონში ალვარო მორატას მადრიდის “რეალში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა. ესპანელი სპორტსმენი არსებული სიტუაციით უკმაყოფილო იყო და იგი კლუბის დატოვებაზეც ბევრს ფიქრობდა. ალვარო “მანჩესტერ უნაიტედს” დაუკავშირეს, თუმცა ტრანსფერი, ჯერჯერობით, არ შედგა. სამაგიეროდ, “წითელმა ეშმაკებმა” რომელუ ლუკაკუ გაიფორმეს. ამის შემდეგ თითქოს მინელდა საუბარი მორატას “გაეშმაკებაზე”.

მიძინებული ხმები ჟოზე მურინიოს უახლესმა განცხადებამ გააღვიძა. როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, პორტუგალიელმა თქვა, რომ მას ისევ სურს მორატას შეძენა, თუმცა ამჟამად არც ისე სახარბიელო სიტუაციაა და ტრანსფერის განხორციელების შანსი ცოტა არის. მოურინიომ ასევე დასძინა, რომ ბოლომდე შეეცდება იმ მოთამაშის გადაბირებას, რომელთან ერთადაც მადრიდის “რეალში” მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ მორატას “მილანიც” იწვევს. ამჟამად ესპანელი “ბლანკოსთან” ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის.

მორატამ “რეალის” ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ განუცხადა და “მანჩესტერთან” პირობებიც შეათანხმა

ალვარო მორატამ მადრიდის “რეალში” გასულ სეზონში ორი დიდი ტიტული კი მოიგო, თუმცა სათამაშო დროის გამო, კლუბში კომფორტულად თავს ვერ გრძნობს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ფიქრის პროცესში იყო: დაეტოვებინა თუ არა გუნდი. სულ ცოტა ხნის წინ კი, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ დღეს დილით 24 წლის თავდამსხმელის აგენტი, ხუანმა ლოპესი “ბლანკოსის” გენერალურ დირეტოქრს, ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა, რათა გაეხმოვანებინა მორატას სურვილი კლუბიდან წასვლის შესახებ.

მოგეხსენებათ, ალვაროს შეძენასთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ უნაიტედია”. შესაბამისად, ახლა ყველაფერი ინგლისური კლუბის მესვეურების ნებასა და შესაძლებლობაზეა.

თავის მხრივ, ინგლისელები წერენ, რომ მორატამ კონტრაქტის პირობები “წითელ ეშმაკებს” უკვე შეუთანხმა. ეს უკანასკნელნი ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა “თეთრებს” მორატას გაშვება 90 მილიონზე ნაკლებად არ სურთ. ხოლო, თუ დე ხეა-მოარატას ბარტერი შედგება, ინგლისელები მხოლოდ 50 მილიონს გადაიხდიან.

აქვე გეტყვით, რომ ესპანელმა გასულ სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. მას მეტი სათამაშო დრო უნდა. მით უმეტეს, იგი მომავალ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და ფორმაში უნდა იყოს.

 

მორატა: “მადრიდში დაბრუნდე და ჩემპიონთა ლიგა მოიგო – ეს წარმოუდგენელია!”

დღეს კარდიფში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” გახდა. კლუბმა ტურინულ “იუვენტუსს” ანგარიშით, 4-1 მოუგო.

შეხვედრის შემდეგ ალვარო მორატამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არ ვიცი რა ვთქვა. მადრიდში დაბრუნდე და იმ წელსვე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს წარმოუდგენელია. ჩემი მომავალი ჩემზე არაა დამოკიდებული, თუმცა ყველაფერი მალე გაირკვევა. ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. წინ დიდი ზეიმი გველის!” – განაცხადა მორატამ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 მაისი

“სტოკი” რუნის სანაცვლოდ 52 მილიონს იხდის

“სტოკ სიტი” უეინ რუნის ირგვლივ შექმნილი ვითარებით სარგებლობას აპირებს.

“მირორის” ცნობით, საბუქმეიქერო კანტორა Bet365, რომელიც “სტოკის” გენერალური სპონსორი გახლავთ, მზად არის, გუნდს რუნის კონტრაქტის გამოსყიდვაში დაეხმაროს. “მეთუნეები” 31 ინგლისელი ფეხბურთელის შეძენას 52 მილიონ ევროდ აპირებენ.

თავად უეინ რუნიმ განაცხადა, რომ “ევერტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა სხვა ინგლისური კლუბის ფორმას არასდროს ჩაიცვამს. მისი ჯამაგირი კვირაში 343 ათას ევროს შეადგენს და ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. რუნისა და “მანცესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ჟერემი მატიე “ბარსელონას” ტოვებს

ჟერემი მატიე “ბარსელონას” დატოვებს. ამის შესახებ ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს აცნობა.

“ბარსელონაში” მატიეს თამაშით კმაყოფილნი არ არიან. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებული პირველი მატჩის (0:3) შემდეგ 33 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე აღარ გამოსულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერემი მატიე ორი კლუბის წინადადებას განიხილავს.

ნოლიტოს “მანჩესტერ სიტის” დატოვება სურს

“მანჩესტერ სიტის” შემტევი, ნოლიტო აცხადებს, რომ მას გუნდის დატოვება სურს. ესპანელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში 2016 წელს ჩაირიცხა, როდესაც მან კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ესპანეთში დაბრუნება ძალიან მსურს. იმედი მაქვს, რომ “მანჩესტერ სიტის” დავტოვებ. მნიშვნელობა არ აქვს, იჯარით წავალ თუ სრული ტრანსფერით. ჩემი შეძენის სურვილი “ატლეტიკოსა” და “სელტასაც” აქვთ, თუმცა ეს უკვე აგენტის საქმეა”, – უთხრა ნოლიტომ Cope-ს.

ჩიჩარიტო “ლიონში”?

“ლიონმა” ლევერკუზენის “ბაიერს” ხავიერ ერნანდესის თაობაზე წინადადებით მიმართა. ფრანგულმა კლუბმა გერმანელებს 12 მილიონი ევრო შეთავაზა.

“ლიონი” ლაკაზეტის შემცვლელს ეძებს, ჩიჩარიტო კი ერთ-ერთი კანდიდატია.

“მანჩესტერ სიტი” მბაპეში რეკორდულ თანხას იხდის

Telefoot-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” კილიან მბაპეში 130 მილიონ ევროს სთავაზობს.

18 წლის თავდამსხმელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა.