მოურინიო: “დავიდ ლუისის წასვლის შემდეგ ჩელსი უფრო ძლიერი გახდა”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ დავიდ ლუისის “პსჟ”-ში გადაბარგების შემდეგ მისი გუნდი უფრო ძლიერი გახდა.

“გასულ წელს ლუისი ძირითადის მყარი მოთამაშე არ ყოფილა. ცენტრალური მცველების პოზიციაზე მთელი სეზონი ჯონ ტერი და გარი კეჰილი ასპარეზობდნენ.

ლუისმა “ჩელსისთვის” ბევრი სასარგებლო გააკეთა. ის ძალიან კარგი ადამიანია. თუმცა, საფეხბურთო თვალსაზრისთ ჩვენი შემადგენლობა შარშანდელზე ძლიერი გახდა” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “ფაბრეგასს “არსენალში” გადასვლა არ უნდოდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სესკ ფაბრეგასს “არსენალში” გადასვლას “ჩელსიში” გადასვლა ერჩივნა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი “ჩელსიში” “ბარსელონადან” ივნისში გადაბარგდა.

“სესკს 20 წუთის განმავლობაში ვესაუბრე. ჩემი აზრით, მას ჩვენთან მოსვლა ძალიან უნდოდა. მოგეხსენებათ, ფაბრეგასს წინადადება “არსენალიდანაც” ჰქონდა, მაგრამ მისი სურვილი “ჩელსიში” გადმოსვლა იყო, რამაც საქმე საკმაოდ გაგვიადვილა”, – ამბობს მოურინიო.

მოურინიო: “მესი შესანიშნავი ფეხბურთელია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

“არ მომწონს, როცა მესის ძალიან აკრიტიკებენ, რადგან ის ამას არ იმსახურებს. გამარჯვების შემდეგ მისი შექება ადვილია, წაგების შემდეგ კი რთული. ვფიქრობ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ამის დასამტკიცებლად მუნდიალის მოგება არ სჭირდება”, – ამბოს მოურინიო.

მოურინიო: “მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის.

“ცხადია, მესი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამის დასამტკიცებლად მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სულაც არ სჭირდება. თუმცა, ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე არ არის”, – ამბობს მოურინიო.

მოურინიო: “ბოდიშს მხოლოდ დავიდ ლუისი არ უნდა იხდიდეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დავიდ ლუისის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოდიშს მხოლოდ ის არ უნდა იხდიდეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, დავიდ ლუისმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“ცხადია, ბრაზილიის ნაკრებმა ცუდად ითამაშა და ეს მარცხი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი არ არის. დაუშვა თუ არა დავიდ ლუისმა შეცდომები? დიახ, მან, ფერნანდინიოს, მარსელოს, დანტეს და სხვა თანაგუნდელების მსგავსად ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩემი აზრით, ბოდიშს მხოლოდ დავიდ ლუისი არ უნდა იხდიდეს”, – ამბობს მოურინიო.

მოურინიო: “პრანდელი უნდა დარჩეს”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე უნდა დაბრუნდეს.

“ვფიქრობ, იტალიამ და პრანდელიმ თავიდან უნდა დაიწყონ. იტალიური ფეხბურთს საუკეთესო წლები არ აქვს, მაგრამ პრანდელიმ გუნდის გადაწყობა შესძლო. მან კარგად იმუშავა, რაც 2012 წელს და კონფედერაციათა თასზეც კარგად გამოჩნდა. ასე რომ, პრანდელი უნდა დარჩეს” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “სუარესმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ “ლივერპულისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ფიფასგან მკაცრი სასჯელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

“ვფიქრობ, სუარესმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, რადგან ის მოედანზე ცუდად იქცევა. რაც არ მომწონს ის არის, რომ ურუგვაელს სტადიონზე ყოფნასაც კი უკრძალავენ”, – ამბობს მოურინიო.

მოედანზე შეჭრილმა მოურინიომ ფეხბურთელი წააქცია

ინგლისში ჩატარებულ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში, რომელშიც მონაწილეობას მომღერლებიც იღებდნენ, ჟოზე მოურინიომ მოთამაშე მინდორზე წააქცია.

უეფამ ანჩელოტი, გვარდიოლა და მოურინიო დასაჯა

უეფამ “რეალის”, “ბაიერნის” და “ჩელსის” მთავარი მწვრთნელები პირობითი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიოს დასჯის მიზეზი შესვენების შემდეგ გუნდის შეყოვნება და მოედანზე გვიან გაყვანა ყოფილა.

ასე რომ, ასეთი ფაქტის განმეორების შემთხვევაში დისკვალიფიკაცია პირობითიდან რეალურად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს ანჩელოტის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვდება.

ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურთში

ერთ-ერთმა უცხოურმა სპორტულმა პორტალმა ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 6.51 მილიონი

fabio-capello_2644425b

4. არსენ ვენგერი (“არსენალი”) – 6.89 მილიონი

arsene-wenger-arsenal

3. მარჩელო ლიპი (“გუანჯოუ”) – 8.34 მილიონი

Marcello Lippi

2. ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”) – 8.37 მილიონი

jose-mourinho_2568616b

1. პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”) – 14.8 მილიონი

Pep Guardiola conducts first training session at Bayern Munich - video

მოურინიო კურტუას ძირითად მეკარედ მოიაზრებს

ინგლისური პრესოს ცნობით “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “ატლეტიკოში” იჯარის წესით მყოფი მეკარის, ტიბო კურტუას ლონდონში დაბრუნებას აპირებს.

The Sunday Times იუწყება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მეკარის თამაშით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოიხიბლა და ბელგიელ კიპერს “ჩელსის” პირველ ნომრად მოიაზრებს.

მოვლენათა ასეთი განვითარება რეალური პეტარ ჩეხის ტრავმის ფონზე ხდება. ჩეხეთის ნაკრების მეკარე მალე ოპერაციას გაიკეთებს და მომდევნო სეზონის სტარტს ფორმაში ვერ შეხვდება, რაც კურტუასთვის დამატებითი შანსი იქნება.

მოურინიო და კურტუა ერთმანეთს არ მიესალმნენ

30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში, გათამაშების ფინალში ესპანური კლუბი გავიდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ “ატლეტიკოს” ფინალში გასვლაში დიდი როლი “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფმა მეკარემ, ტიბო კურტუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ, მოურინიო და ტიბო კურტუა ერთმანეთს არ მიესალმნენ, რასაც უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა.