მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

ჟოზე მოურინიოს კომენტარი ნემანია მატიჩის ტრანსფერზე

უცხოური პრესა წერს, რომ ნემანია მატიჩმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და იგი სულ “მალე “მანჩესტერის” ფეხბურთელი გახდება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი.

ჟოზე მოურინიომ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, მას ძალიან, ძალიან უნდა, რომ ჩემი გუნდის წევრი გახდეს. ხოლო, როცა მოთამაშეს ძალინ სურს გუნდის შეცვლა, ტრანსფერის განხორციელების შანსი დიდია! სწორედ ამიტომ, მატიჩის დამატების კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, სანამ რამე ოფიციალურად არ მოხდება, მანამდე ვერაფერს ვიტყვით. ამის გარდა არაფრის თქმა არ შემიძლია,” – აცხადებს მოურინიო.

 

როგორ შეხვდა მოურინიო “ბარსელონას” ფეხბურთელებს? (ვიდეო)

დღეს აშშ-ში, ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა 31-ე წუთზე ნეიმარმა მოახერხა და “ბლაგურნას” მოაგებინა.

მატჩის ოპერატორებმა შეხვედრის წინ საინტერესო კადრები დააფიქსირეს: როგრო შეხვდნენ მოურინიო და ინგლისური კლუბის ფეხბურთელები “ბარსას” მოთამაშეებს:

 

მოურინიო: “მანჩესტერის” მიზანი ტიტულებია და არა – ოთხეულში მოხვედრა”

გუშინ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედი” “ტოტენჰემთან” სტუმრად, ანაგარიშით, 2-1 დამარცხდა და ოთხეულში შესვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

“ჩვენთვის, “მანჩესტერ უნაიტედისთვის” უმთავრესია არა პირველ ოთხ გუნდს შორის ყოფნა, არამედ ტიტულების მოგება! ასე რომ, ახლა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მეორე თასის მოსაპოვებლად. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი წარმატება იქნება. ჩვენთვის ეს უმნიშნელოვანესია!”

“ვიცით, თუ ფინალს ვერ მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ვითამაშებთ. ამიტომ, ახლა ტიტულისთვის ვიბრძვით. შესაძლოა, ის გუნდები, რომლებიც ოთხეულში არიან, სხვა დროს ჩვენს ადგილზე აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში, მათი მიზანიც ტიტულის მოგება იქნება.”

“ხალხი ამბობს, რომ ჩვენ გავრისკეთ და ევროპის ლიგაზე გავაკეთეთ აქცენტი. არ გაგვირისკავს! რაც გავაკეთეთ, ეს სწორი იყო! ორივე ფრონტზე უნდა გვებრძოლა. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა,” – აცხადებს მოურინიო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 მაისი

საბალეტა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

პაბლო საბალეტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ სიტის” დატოვებს – ამ ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს.

არგენტინელი მცველი “ქალაქელებს” 2008 წელს “ესპანიოლიდან” შეუერთდა.

პეპე “ინტერში” მიდის

მადრიდის “რეალის” მცველი პეპე კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” აქვეყნებს.

მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. პორტუგალიელი ფეხბურთელი მილანში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ გაემგზავრება. მას “რეალთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, პეპე “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება

აგენტი: “ობლაკით ორი კლუბია დაინტერესებული”

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარის, იან ობლაკის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის გადაბირებით ორი კლუბია დაინტერესებული.

“მის მომავალზე მალე ვიმსჯელებთ. ცხადია, ასეთი მეკარე ბევრს სურს, თუმცა სერიოზულ ინტერესს ორი კლუბი იჩენს. ერთ-ერთი ინგლისური გუნდია. იტალია? ამას სერიოზულად მეკითხებით? იქ მხოლოდ ერთი უმაღლესი დონის კლუბია და იქაც ჯანლუიჯი ბუფონი თამაშობს”, – უთხრა მიჰა მლაკარმა Goal-ს.

ხამესი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდა?

კოლუმბიური რადიო RCN-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი “მანჩესტერ იუნაიტედს” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.

ხამესსა და “ადიდასს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელმა ნებისმიერ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით უნდა იასპარეზოს. მანჩესტერელების ათიანი უეინ რუნია, რომლის მომავალიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დიდი შანსია, ის ჩინეთში ან აშშ-ში ვიხილოთ.

კონტეს ბარკლი სურს

დიდი შანსია, “ევერტონის” ნახევარმცველი, როს ბარკლი ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ. 23 წლის ფეხბურთელს ლივერპულელებთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აცხადებს, რომ თუ ის გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებს, მაშინ კლუბი მას გაყიდის.

Sunday Express-ის ცნობით, ბარკლის დამატების სურვილი “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს აქვს.

აზარი: “მოურინიოსთან ყოველთვის ახლოს ვიყავი”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა მის ყოფილ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. ასევე, იგი მის ამჟამინდელ დამრიგებელს, ანტონიო კონტესაც შეეხო.

“ჟოზესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ერთი წლის წინ, როცა ჩემპიონები გავხდით, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ვფიქრობ, წინა სეზონში პორტუგალიელი კიდევ უფრო მეტს მოელოდა ჩემგან. თუმცა, იმედები ვერ გავამართლე. ისეთივე კარგი ვერ ვიყავი, როგორც ადრე.”

“როგორც ჟოზესთან, ასევე ანტონიო კონტესთან, ახლოს ვარ. ისინი განსხვავებული სტილის სპეციალისტები არიან. იტალიელი დიდ ყურადღებას ამახვილებს ტაქტიკაზე.”

“მოურინიოსთან ერთად ორი შესანიშნავი წელი მქონდა. ახლა კი კონტეს ხელმძღვანელობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის,” – განაცხადა აზარმა.

კარიკატურა: ნ’გოლო კანტემ მოურინიოს თითები დაუჩეჩქვა (ფოტო)

გუშინ ინგლისის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ უნაიტედი” დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ მომენტში ჟოზე მოურინიომ ლონდონელ ფანებს სამი თითი უჩვენა, რითაც “ლურჯების” დამოძღვრის დროს მოგებული სამი ტიტული შეახსენა. ამაყად მდგარი სეუ ჟზოე კანტეს გოლმა გააჩუმა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ შემოგთავაზა კარიკატურა, სახელწოდებით: “ნ’გოლო კანტემ მოურინიოს თითები დაუჩეჩქვა”.

მოურინიო: “გულშემატკივრები, იბრაჰიმოვიჩის დასარჩენად, ამასაც კი გააკეთებენ”

ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ უნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო ტიტული. შეხვედრის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოუწინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი შეგირდი შეაქო.

“ზლატანის როლი ჩვენს წარმატებაში განუსაზღვრელია. ამას კარგად ხვდებიან გუნდის გულშემატკივრები. თუ საჭირო იქნება, სატრანსფერო ფანჯრის დროს, ისინი “იბრას” სახლთან მივლენ, მთელი ღამე იქ დაბანაკდებიან და ამით სთხოვენ მას კლუბში დარჩენას.”

“ზლატანს არასდროს ვთხოვ ასეთ რამეს, თუმცა ფანები ნამდვილად გააკეთებენ ამას. ყველას გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს და გვჯერა, ასე მოიქცევა,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

როი კინი: “რუნი ჩინეთში არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს”

“მანჩესტერ უნაიტედში” ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, უეინ რუნის უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. პორტუგალიელი მუდმივ როტაციას მიმართავს, რომელიც თითქმის ყველა ფეხბურთელს ეხება. ინგლისელი შემტევი მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლეს ჩინურმა კლუბებმა და საოცნებო შეთავაზებები გაუკეთეს უეინს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ გაიარა, თუმცა მაინც არ წყდება ხმები, რომ რუნიმ შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს ინგლისური გრანდი.

ამასთან დაკავშირებით ისაუბრა “მანჩესტერ უნაიტედის” ლეგენდამ, როი კინმა.

“რა შემოთავაზებაც არ უნდა ჰქონდეს რუნის, ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ევროპიდან. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთსა თუ იტალიაში თავისუფლად ითამაშოს.”

“რუნის ჩინეთში წასვლა სიგიჟეა.”

“უეინი, მხოლოდ და მხოლოდ, 31 წლისაა და მას კიდევ აქვს იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ევროპული ფეხბურთით მიიღოს სიამოვნება,” – განაცხადა ჩრდილო-ირლანდიელმა.

მოურინიო: “რამდენიმე წელში გააცნობიერებთ, რომ პოგბა იაფი ღირდა”

ჟოზე მოურინიომ მის შეგირდზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა. პორტუგალიელის აზრით, ფრანგ ნახევარმცველში გადახდილი 89 მილიონი ფუნტი არ შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას. ჟოზე თვლის, რომ პოლი უფრო მეტი ღირს.

“ის ფენომენალური ფეხბურთელია. მის შესაძლებლობებს აღფრთოვანებაში მოვყავარ. ადრე ეჭვი მეპარებოდა, თუმცა ახლა დავრწმუნდი, რომ პოგბა ნადვილად ღირს ის ფული, რაც მასში გადაიხადეს.”

“დარწმუნებული ვარ, მომავალ ზაფხულში ისეთ მოთამაშეებში, რომლებიც კლასით პოგბას ნახევარიც არ არიან, მისი ღირებულების ოდენობის ან ამაზე მეტს გადაიხდიან. ამიტომ დაველოდები იმ მომენტს, როცა იტყვიან, რომ პოგბა ნამდვილად ღირდა 89 მილიონი ფუნტი, ან მასზე მეტი,” – განაცხადა მოურინიომ.

აზარი: “ეს ორი გუნდი ჩვენი მთავარი მეტოქეა”

ლონდონის “ჩელსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ანტონიო კონტეს გუნდი 23 ტურის შემდეგ პრემირ ლიგას 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს მთელი ცხრა ქულით უსწრებს.

გუნდის ერთ-ერმა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულში მათი მთავარი შემცილებლები, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან.

“ვფიქრობ, ჩვენს მთავარ მეტოქეებს “მანჩესტერი” და “არსენალი” წარმოადგენენ.”

“მართალია, მოურინიოს გუნდმა პირველ ნახევარში ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა ახლა “წითელი ეშმაკები” შესანიშნავად გამოიყურებიან. მათ ბოლო შეხვედრები კარგად ჩაატარეს და ვფიქრობ, ამ ტემპს შეინარჩუნებენ.”

“იმედია, ისინი მეორე ან მესამე აგდილზე მაღლა არ დაამთავრებენ ასპარეზობას.”

“ტოტენჰემიც” კარგი გუნდია. ისინი ხომ ახლა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა “მანჩესტერი” და “არსენალი” უფრო გამოცდილები არიან. ეს ჩემი აზრია, შესაძლოა, ვცდები,” – აცხადებს ედენი.

 

 

მოურინიო: “სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ პერიოდში მხოლოდ მას შეუძლია გუნდის დატოვება”

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ხმებისა, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერიდან” მნიშვნელოვანი ფიგურები, მაგალითად, რუნი, არ გაუშვია.

პორტუგალიელმა ის ერთადერთი ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც იანვარში კლუბის დატოვების უფლება აქვს.

” ეს ეშლი იანგია. იგი ძალიან მესიმპათიურებოდა და მისი დარჩენაც მინდოდა, თუმცა ახლა შეუძლია, წავიდეს. აქედანვე ვამბობ, რომ მას სათამაშო დრო არ ექნება. იანგი ჩემს გეგმებში აღარ შედის,” – აცხადებს ჟოზე.