ნეიმარის უსიამოვნო ტრავმა ვარჯიშზე

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა გუნდის ვარჯიშზე უსიამოვნო ტრავმა მიიღო, თუმცა საბოლოოდ, სერიოზული არაფერი ყოფილა და მან ვარჯიში ისევ განაგრძო.

მილოცვაც ასეთი უნდა! როგორ მიულოცეს მექსიკელებმა დაბადების დღე თანაგუნდელს

25 ივნისს, მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი მიგელ ლაიუნი 26 წლის გახდა, თანაგუნდელბმა დაბადების დღე კი ორიგინალურად მიულოცეს.

ჩინელმა ბავშვმა მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას წაგებული თანხის გამო თავი მოიკლა

საკმაოდ სამწუხარო რამ მოხდა გასულ დღეებში. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩინეთში, კოლეჯის მოსწავლემ მსოფლიოს 2014 წლის ერთ-ერთ მატჩზე 3200 დოლარის რაოდენობის ფსონი დადო. საბოლოოდ, ბიჭუნამ დამარცხების შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც ჩინური მედია იტყობინება, ის მეშვიდე სართულიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლეჯის მოსწავლეს ფსონი ტოტალიზატორში არ ჰქონდა განთავსებული.

ლუკაკუ: “ბელგიის ნაკრები მუნდიალისთვის მზად არის”

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ აცხადებს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის მზადაა.

“უკვე თორმეტი წელია, რაც დიდ ტურნირზე არ გვიასპარეზია, ამიტომ ახლა ძალიან მოტივირებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.

სიმართლე გითხრათ, გულშემატკივრების მხრიდან წნეხს ვერ ვგრძნობთ, რაც კარგია. მუნდიალისთვის მზად ვართ”, – ამბობს ლუკაკუ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კრიშტიანო რონალდუს მუნდიალის მიმდინარეობისას 50 პირადი მცველი იცავს

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანო რონალდუს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე 50 პირადი მცველი იცავს.

ესპანური MARCA-ს ცნობით, ბრაზილიაში, როდესაც რონალდუ პორტუგალიის ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე იქნება, მის გარშემო 15 პოლიციელი უნდა იყოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როცა პორტუგალიის ნაკრები ერთი ადგილიდან მეორე ადგილის მიმართულებით გადაადგილდება, რონალდუს თან ორი ჯავშნიანი მანქანა, ცხრა მოტოციკლისგან შემდგარი ესკორტი, ერთი ვერტმფრენი და ასევე, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები უნდა ახლდეს.

პრანდელი: “ინგლისის ნაკრები ძალიან ძლიერია”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ინგლისელებს ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ, ამიტომ ის გამარჯვებით გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, იტალიამ ინგლისს ანგარიშით 2:1 სძლია.

“ჩვენი მთავარი მიზანი დანიელე დე როსის, ანდრეა პირლოსა და მარკო ვერატის დახმარებით, მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება იყო. ინგლისის ნაკრები ძალიან ძლიერია, ამიტომ მიხარია, რომ ჩვენ მათი დამარცხება მოვახერხეთ”, – ამბობს პრანდელი.

დავიდ ლუისი: “კონფედერაციის თასის მოგება უნდა დავივიწყოთ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა დავიდ ლუისმა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წელს კონფედერაციის თასის მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს.

“მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა ტურნირს შორის საუკეთესოა, ის ყველასაგან განსხვავდება. მართალია, 2013 წელს კონფედერაციის თასი მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ფეხბურთში, წარსულში მიღწეული წარმატება აწმყოზე არ მოქმედებს, ამიტომ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მუნდიალზე ისე ვითამაშოთ, როგორც საჭიროა”, – ამბობს დავიდ ლუისი.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლები (ანიმაცია)

იუთუბის მომხმარებელი @RikkiLeaks-ი სხვა მომხმარებლებს ფეხბურთის თემატიკაზე თავის გაკეთებულ სხვადასხვა ანიმაციურ ვიდეოებს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო მან მსოფლიოს ჩემპიონატს მიუძღვნა.

ადრიანა ლიმა მუნდიალის რეკლამაში

ცნობილმა ბრაზილიელმა მოდელმა ადრიანა ლიმამ “კია მოტორსის” მიერ მუნდიალისთვის შექმნილ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

მუნდიალზე მოთამაშე ფეხბურთელების საუკეთესო გოგონები

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრების ათეული გამოაქვეყნა.

შაკირა (ჟერარდ პიკე)

1

ირინა შეიკი (კრიშტიანო რონალდუ)

2

ანტონელა როკუცო (ლიონელ მესი)

3

ან-კეტრინ ბრომელი (მარიო გიოტცე)

4

გაბრიელა ლენსი (ნეიმარი)

5

მელისა სატა (კევინ-პრინს ბოატენგი)

6

ალექს ჯერარდი (სტივენ ჯერარდი)

Alex Gerrard launches fashion range - Manchester

იოლანდა სნეიდერ-კაბაუ (უესლი სნეიდერი)

8

ლუდვინ სანია (ბაკარი სანია)

9

ლაია გრასი (ალექსის სანჩესი)

10

მუნდიალის მასპინძლად ყატარის გამოცხადებით გაბრაზებულმა ბილ კლინტონმა სარკე ჩაამსხვრია

ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ ნათელი მოჰფინა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის გამოცხადების შემდეგ განვითარებულ ერთ საინტერესო ამბავს. თურმე, ფიფას გადაწყვეტლება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ძალზედ გაუბრაზებია.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, მას შემდეგ, რაც ციურიხში მდებარე ფიფას შტაბ-ბინაში 2022 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყნად ყატარი გამოაცხადეს, კლინტონს ბრაზი ვერ შეუკავებია, სასტუმროში დაბრუნებულს მაგიდიდან რაღაც აუღია, სარკისთვის გაურტყამს და ჩაუმსხვრევია.

„თავი დამცირებულად იგრძნო. თვლიდა, რომ ამ გადაწყვეტილებას აზრი არ ჰქონდა“, – წერს გაზეთი ანონიმური წყაროს სიტყვებს.

კლინტონი აქტიურად უჭერდა მხარს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე აშშ-ის განაცხადს. შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი არ მოელოდა, რომ მისი ქვეყანა ყატართან წააგებდა.

ბექა დოგრაშვილი

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანი მუნდიალის რეკლამაში

მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა უსაინ ბოლტმა მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.