ლევან მჭედლიძემ “სასუოლოს” გაუტანა (ვიდეო)

22 მარტს, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 59-ე წუთზე “სასუოლოს” კარი ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ დალაშქრა, რომელიც მოედანზე რამდენიმე წამის შემოსული იყო. ამ გოლით მჭედლიძემ ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 გახადა.

“უდინეზეს” ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძის გუნდის კარში უცნაური გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში, “ემპოლისა” და “უდინეზეს” შორის გამართულ მატჩში სილვიან ვიდმერმა მასპინძელთა კარში საკმაოდ უცნაური გოლი გაიტანა.

ლევან მჭედლიძე “ფიორენტინას” ფეხბურთელების წინააღმდეგ (ვიდეო)

21 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეც აქტიურობდა.

ცნობისთვის, მჭედლიძე “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და ის თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.

ლევან მჭედლიძემ “ჯენოას” სუპერ გოლი გაუტანა (ვიდეო)

3 დეკემბერს, იტალიის თასზე, “ემპოლისა” და “ჯენოას” შორის გამართულ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ანდრეა პირლომ ლევან მჭედლიძის გუნდს საჯარიმოთი გაუტანა (ვიდეო)

1 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “ემპოლისა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში ანდრეა პირლომ საჯარიმოდან გაიტანა.

მჭედლიძის გოლი, ილურიძის საგოლე პასი

26 ოქტომბერს, იტალიის სერია B-ში, მეორე ადგილოსანი “ემპოლი” ბოლო ადგილოსან “იუვე სტაბიას” ესტუმრა. შეხვედრა ემპოლელთა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.

ანგარიში 55-ე წუთზე ტავანომ გახნსა, ხოლო 78-ე წუთზე თავის გამოჩენა ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემაც შეძლო.

მჭედლიძე მოედანზე 75-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანა სამ წუთში მოახერხა.

ხორვატიის ჩემპიონატში, სპლიტის “ჰაიდუკმა” საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 38-ე წუთზე გავიდა, საგოლე პასი კი ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ილურიძემ გააკეთა.



დიტო ჭიჭინაძე

მჭედლიძე “აველინოსთან” დამარცხდა

იტალიური “ემპოლი”, რომელიც ამ ტურამდე სერია B-ში პირველ ადგილს იკავებდა, დღეს “აველინოს” ესტუმრა და 0-1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის 36-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს, არბიტრმა ამ ეპიზოდში მხოლოდ პენალტის დანიშვნა არ იკმარა და “ემპოლის” მცველი მოედნიდან გააძევა, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

“ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანზე 59-ე წუთზე, ტავანოს ნაცვლად შემოვიდა, რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის სათადარიგო გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სერია ბ-ს 7 ტურიდან მჭედლიძემ 4-ში ითამაშა და ოთხივე შემთხვევაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა, გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია. რაც შეეხება შეყილაძეს, მას თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთხელ, 8 სექტემბერს, “ტრაპანისთან” საშინაო მატჩში მიეცა, თუმცა ჯერჯერობით ისიც “მშრალად” ასპარეზობს.