თამაზ მჭედლიძემ ერთ მატჩში ორი ლელო დადო (ვიდეო)

7 ნოემბერს, საფრანგეთის TOP 14-ში, “სეკსიონ პალუაზმა” საკუთარ მოედანზე “აჟენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 33:31 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო თამაზ მჭედლიძე, რომელმაც 29-ე და 67-ე წუთებზე ორი ლელო დადო.

ლევან მჭედლიძის საუკეთესო ხუთეული – სირიგუ, კავანი და სხვები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სპეციალურად Fanebi.Com-ისათვის ხუთი ფეხბურთელისაგან გუნდი ჩამოაყალიბა.

ხუთეულში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავად მჭედლიძე და ერთი მეკარე. გუნდში მოხვედრილ ყველა ფეხბურთელს კი ლევანთან ერთად უთამაშია.

მჭედლიძის რჩეულებში “პარი სენ-ჟერმენის” ორი მოთამაშე – მეკარე სალვატორე სირიგუ და თავდამსხმელი ედინსონ კავანი მოხვდა, ისინი “პალერმოში” ქართველის თანაგუნდელები იყვნენ. ასევე, ხუთეულში მოხვდა “ემპოლის” ორი ფეხბურთელი – მცველი ლორენცო ტონელი და შემტევი ნახევარმცველი რიკარდო საპონარა, რომელიც თავის დროზე “მილანში” ირიცხებოდა.

cats

BBC-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ 4 სექტემბერს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

BBC-ის ვერსიით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ქართველთა თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იყო, რომელმაც ვაკო ყაზაიშვილს საგოლე პასი გაუკეთა.

ასევე, ბრიტანულმა გამოცემამ 2007 წელიც გაიხსენა, როცა მჭედლიძემ შოტლანდიელთა კარის დალაშქვრა მოახერხა.

სეზონის საუკეთესო გოლების ასეულში სამი ქართველი ფეხბურთელის გოლი მოხვდა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გასული სეზონის განმავლობაში გატანილი 100 საუკეთესო გოლია ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ ასეულში ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის გოლები მოხვდა.

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების 35 ყველაზე სწრაფი გოლი ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ფეხბურთის ისტორიაში შეცვლაზე შემოსვლიდან ყველაზე სწრაფად გატანილი 35 გოლია ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ 35 ყველაზე სწრაფ გოლს შორის ლევან მჭედლიძის გოლიც მოხვდა, რომელიც მე-5 პოზიციას იკავებს. მან იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში “სასუოლოს” გაუტანა.

ლევან მჭედლიძის შეძენა “შალკეს” სურს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელზენკირხენის “შალკე” “ემპოლის” თავდამსხმელით, ლევან მჭედლიძით დაინტერესდა.

tuttomercatoweb-ი იუწყება, რომ გერმანელებს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურთ და ამიტომ კლუბი 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავს.

მჭელიძემ 2014-15 წლების სეზონში, იტალიის სერია A-ში მეტოქეთა კარი ოთხჯერ დალაშქრა, ხოლო ერთხელ იტალიის თასზე “ჯენოას” გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ “შალკეში” აქამდე ორ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ლევან კობიაშვილი ამ კლუბის ღირსებას 2003 წლიდან 2010 წლამდე, ხოლო ლევან ყენია 2008 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

ლევან მჭედლიძე: “პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, დავიღალე ამდენი ნეგატივით”

პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმის (0:0) დასრულების შემდეგ, “ემპოლის” ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო და ამიტომ მან უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხა.

“ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით. დავიღალე ამდენი ნეგატივით და ამდენი კრიტიკოსი ჟურნალისტის მოსმენით.

ჩართეთ ტელევიზორი, შეცდომას ყველა უშვებს. დაცვა ძალიან კარგად გამოიყურება, ბევრჯერ გადაგვარჩინა გოლისგან. რაც შეეხება პოლონეთს და პოლონეთის ნაკრებს, ეს თამაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პოლონეთში თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა. ნორმალურია, ამდენ მომენტს რომ გვიქმნიან. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს მეორე ტაიმში”, – წერს მჭედლიძე.

cats

მჭედლიძე უმწვრთნელოდ დარჩა

“ემპოლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ თანამდებობა დატოვა.

ლევან მჭედლიძის კლუბს ის 2012 წლიდან წვრთნიდა და სერია ა-შიც გუნდი სწორედ მან დააბრუნა.

გასული სეზონი “ემპოლიმ” 42 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.

ლევან მჭედლიძემ “ინტერს” გაუტანა (ვიდეო)

31 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ინტერსა” და “ემპოლის” შორის გამართულ მატჩში, 59-ე წუთზე, ლევან მჭედლიძემ მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში 2:1 გახადა.

ლევან მჭედლიძემ “ფიორენტინას” გაუტანა (ვიდეო)

10 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო.

მასპინძელთა სათადარიგოთა რიგებში იყო ლევან მჭედლიძე, რომელიც თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში, ისევ 77-ე წუთზე გაიტანა.

10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ

Fanebi.Com გერმანულ სპორტულ სააგენტო Transfermarkt-ზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონიათ.

10. კახაბერ კალაძე
18 წლის და 1 თვის

10

9. დავით მჭედლიშვილი
17 წლის, 10 თვისა და 22 დღის

9

8. ალექსი ბენაშვილი
17 წლის, 10 თვისა და 18 დღის

8

7. ოთარ ხიზანეიშვილი
17 წლის, 8 თვისა და 10 დღის

7

6. ზურაბ ხიზანიშვილი
17 წლის, 7 თვისა და 30 დღის

6

5. ლევან მჭედლიძე
17 წლის, 6 თვისა და 19 დღის

5

4. რატი წინამძღვრიშვილი
17 წლის, 6 თვისა და 16 დღის

4

3. გიორგი განუგრავა
17 წლის, 5 თვისა და 16 დღის

3

2. ჯანო ანანიძე
16 წლის, 10 თვისა და 26 დღის

2

1. ლევან ყენია
16 წლის, 10 თვისა და 21 დღის

1

ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ში რეკორდი დაამყარა

21 მარტს, იტალიის ჩემპიონატში, “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. 24 წლის თავდამსხმელმა მოედანზე შესვლიდან 13 წამში, ბურთზე პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, იტალიის სერია A-ში ასეთი რამ არავის გაუკეთებია.