1. ბრაზილიური კოშმარი
მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბრაზილიის ნაკრების გამანადგურებელი მარცხი იყო. მოვლენათა ასეთ განვითარებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. ამ ამბის ლოგიკური დასასრული ლუის ფელიპე სკოლარის გადაგომა გახდა.
2. კლოზეს რეკორდი
გვერდს ვერც მიროსლავ კოზეს მიერ დამყარებულ რეკორდს ავუვლით. ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერს საკუთარი შრომის ხარჯზე მიაღწია. ზიდანის იმიჯამდე, ან კრიშტიუანუ რონალდუს პოპულარობამდე მას ბევრი უკლია, მაგრამ ამ ადამიანმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მოახერხა შესვლა. რეკორდის დასამყარებლად კლოზეს ორი გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც წარმატებით მაოხერხა კიდეც.
3. სუარესის ინციდენტი
ლუის სუარესმა მუნდიალზე ინგლისის ნაკრებთან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა მსოფლიოს თავი იტალიასთან მატჩი მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრა. ურუგვაელთა ლიდერმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ფიფამ შემტევი ფეხბურთიდან ოქტომბრამდე მოკვეთა. მიუხედავად ამისა, სუარესმა “ბარსელონაში” გადასვლა მაინც მოახერხა. საინტერესოა ის, რომ კატალონიელებთან გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად კბენის შემთხვევაში ფორვარდი საკმაოდ დიდ თანხებს დაკარგავს.
4. კრული სილესენის ნაცლვად
მუნდიალის ყველაზე დასამახსოვრებელი ცვლილება ლუი ვან გაალს ეკუთვნის. დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ჰოლანდიელთა მწვრთნელმა მეკარე გამოცვალა. სილესენის ნაცლვად მოედანზე შესულმა ტიმ კრულმა პენალტების სერიაში თავის ნაკრებს გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
5. ხამეს როდრიგესი
მუნდიალის ნამდვილ აღმოჩენად კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი იქცა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა და ბევრის აზრით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდებასაც იმსახურებდა. მუნდიალის დასრულებისთანავე “მონაკოს” ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლაში მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” ჩაერთვნენ.
6. ესპანეთის წარუმატებლობა
ესპანეთმა უკანასკნელ ექვს წელიწადში მსოფლიო და ორი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებოდა, ესპანელების ასეთ ცუდ თამაშს ალბათ ცოტა თუ ელოდა. ჰოლანდიელებთან გამანადგურებელ მარცხს, ჩილეს ნაკრებთან წარუმატებლობა მოყვა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობა.
7. კოსტა-რიკის გმირობა
ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა კოსტა-რიკის ნაკრების წარმატება იყო, რომელიც სიკვდილის ჯგუფიდან, სადაც იტალია, ინგლისი და ურუგვაი ასპარეზობდნენ, პირველი ადგილიდან გავიდა. 1/8 ფინალში უმცირესობაში დარჩენილმა კოსტარიკელებმა პენალტების სერიაში ბერძნებს სძიეს. კარგად ითამაშეს ჰოლანდიელებთანაც, თუმცა ამჯერად 11-მეტრიანები დამაჯერებლად ვეღარ შეასრულეს.
8. ოჩოას გმირობები
კოსტა-რიკამ მსოფლიოს კეილორ ნავასის სახით მშვენიერი მეკარე აჩვენა. თმცა, ყველაზე გამორჩეული თამაში აღნიშნული პოზიციის მოთამაშეებიდან მექსიკელმა გილერმო ოჩოამ შესთავაზე გულშემატკივარს. მექსიკელები 1/8 ფინალში რომ არ დამარცხებულიყვნენ, საუკეთესო მეკარის პრიზისთვის ბრძოლაში ნოიერს სერიოზული კონკურენტი ეყოლებოდა.
9. ნეიმარის და დი მარიას ტრავმები
სამწუხაროდ, ტურნირმა ტრამების გარეშე არ ჩაიარა. ბრაზილიამ გუნდის ლიდერი, ნეიმარი დაკარგა, რაც გადამწყვეტ მატჩებში შედეგზეც აისახა. აღსანიშნავია არგენტინელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთმააშის, ანხელ დი მარიას ტრავმაც. ფინალში “რეალის” ფეხბურთელის არყოფნა ძალიან იგრძნობოდა.
10. მსაჯების შეცდომები
ტრადიციულად მუნდიალს არც მსაჯების შეცდომების გარეშე ჩაუვლია, რაც პირველ ტურში ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩის დროს დაიწყო და მესამე ადგილისთვის მატჩის დროს განმეორდა.