იტალიის “სერია ა”-ში დაწინაურებული “ნაპოლის” მცველს, კალიდუ კულიბალს თვალი კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა დაადგეს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” უფროსები კულიბალს ხავიერ მაშერანოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა, კლუბი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვოს.
შეგახსენებთ, იმასაც, რომ გასულ ზაფხულს კულიბალის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის “ჩელსიც”. თუმცა, “ნეაპოლელები” მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რისი გადახდაც არცერთმა გუნდმა არ ისურვა.
26 წლის სენეგალელი ფეხბურთელი იტალიაში ოთხი წლის წინ გამოჩნდა და საკმაოდ მალე, “ნეაპოლიტანური” კლუბის ძირითადის ფეხბურთელი გახდა.