“ნაპოლი” შჩესნის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური “რომასა” და ინგლისური “არსენალის” მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ ნეაპოლიტანური გრანდის ხელმძღვანელთა ყურადღებას მიიპყრო. ამ ინფორმაციას Sportitalia-ს რედაქციაც ადასტურებს.

როგორც იცით, “ნაპოლის” ამჟამინდელ მეკარეს, პეპე რეინას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან და კლუბის დატოვებასაც აპირებს. დე ლაურენტისი კი შესნიში რეინას ბრწყინვალე შემცვლელს ხედავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პოლონელი მეკარე კვლავ “არსენალის” კუთვნილებაში იმყოფება და მასსა და “მეთოფეთა” კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება.

წყაროს ცნობით, “ნაპოლი” 27 წლის შესნის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მანჩინი: “იგუაინი რომ ჰყოლოდა, სერია ა-ს “ნაპოლი” მოიგებდა”

რობერტო მანჩინის აზრით, ახლა ჩემპიონობას ტურინის “იუვენტუსის” ნაცვლად “ნაპოლი” იზეიმებდა, ნეაპოლელებს ზაფხულში გუნდის ლიდერი, გონსალო იგუაინი რომ არ გაეშვათ.

“ამ ტრანსფერით ყველა მოგებული დარჩა – “ნაპოლიმ” დიდი ფული მიიღო, იგუაინი კი ჩემპიონი გახდა და ახლა ლიგის ფინალშიც იმყოფება, “იუვეზე” კი დიბალასა და მისი დამატებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ამ დროისთვის, “იუვეს” უძლიერესი გუნდი ჰყავს. მათთან ყველაზე ახლოს კი “რომაა”, რომელმაც სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება “ნაპოლის”, შედეგის მხრივ, მათ საუკეთესო სეზონი ჩაატარეს, მაგრამ მაინც მესამეზე გავიდნენ. ვფიქრობ, იგუაინი რომ ჰყოლოდათ, “სკუდეტო” სწორედ მათ დარჩებოდათ,” – აცხადებს მანჩინი.

“ნაპოლი” მზადაა, “არსენალს” შესნის სანაცვლოდ 10 მილიონი გადაუხადოს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ნაპოლის” ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ ვოიცეხ შესნის ტრანსფერზე.

როგორც ცნობილი ხდება, ნეაპოლელები მზად არიან, 10 მილიონი ევრო გადაუხადონ “არსენალს” შესნის სანაცვლოდ, რომელიც ამჟამად “რომაშია” განათხოვრებული.

“ნაპოლი” ალტერნატივად ალექს მერეტისა და მატია პერინის ტრანსფერებსაც განიხილავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჯალაროსის” ხელმძღვანელები დიდად კმაყოფილები არ არიან პოლონელი მეკარის თამაშით და მის სანაცვლოდ 10 მილიონის გადახდას არ აპირებენ. ასე რომ, “ნაპოლის” მისი გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

“ლივერპული” სახოს სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი სეზონის დასრულები შემდეგ მამადუ სახოს გუნდიდან გაშვების ვარიანტების განხილვას აპირებს.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანელი სპეციალისტი 27 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს.

უცხოური წყაროების ცნობით, “კრისტალ პალასში” განათხოვრებული სახოს გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის “საუთჰემპტონმა” და “ნაპოლიმაც”.

აღსანიშნავია, რომ 30 მილიონად შეფასებულ სახოს კლოპმა “წითლების” მაისურით თამაშის უფლება ბოლოს 2016 წლის აპრილში მისცა.

პირლოს “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირებაში სურს მონაწილეობის მიღება

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო აღიარებს, რომ “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის გასამართ დაპირისპირებაში სურს მონაწილეობის მიღება.

“ეს მატჩი მართლაც რომ ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

ეს თამაში ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგანაც სასწორზე ბევრი მნიშვნელოვანი რამ დევს. რა თქმა უნდა, იგუაინის დაბრუნებასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

ეს იმ თამაშთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც მონაწილეობა ყველას უნდა, მათ შორის მეც. მაგრამ, ახლა ამერიკაში ვარ და აქ ყოფნით დიდ სიამოვნებასაც ვიღებ,” – აცხადებს “ნიუ იორკ სიტის” ფეხბურთელი.

ნეაპოლში ტუალეტის ქაღალდები იყიდება, რომლებზეც იგუაინია გამოსახული (ფოტო)

იტალიის ქალაქ ნეაპოლიც მაცხოვრებლები “ნაპოლის” ექს-თავდამსხმელის, მოღალატედ შერაცხული გონსალო იგუაინის დაბრუნებისათვის ემზადებიან (“ნაპოლი” საშინაო არენაზე “იუვეს” 2 აპრილს მიიღებს).

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა “ნაპოლის” რიგები გასულ ზაფხულს დატოვა და “იუვენტუსში”, რეკორდულ თანხად (90 მილიონი) გადაბარგდა. მისი ეს საქციელი კი ნეაპოლელებს ჯერაც არ დავიწყებიათ.

ქალაქის ქუჩებში ტუალეტის ქაღალდები გამოჩნდა, რომელზეც იგუაინის სახეა გამოსახული. უცხოური პრესის ცნობით, ამ პროდუქტზე მოთხოვნილება საკმაოდ დიდია.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დრის მერტენს 4,7 მილიონ ევროს სთავაზობს

იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველი, დრის მერტენსი ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მზად არიან, 29 წლის ბელგიელს წელიწადში 4,7 მილიონი ევრო შესთავაზონ ხელფასის სახით. ამ ინფორმაციას La Repubblica-ს რედაქცია ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნაპოლის” მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი დრის მერტენსს წელიწადში 3 მილიონ ევროს უხდის.

უცხოურ პრესაში ბელგიელის “ნაპოლიდან” წასვლის შანსებს საკმაოდ რეალურად მიიჩნევენ – 80-90%.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მერტენსმა 26 მატჩში 20 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

საქართველოსა და სერბეთის მატჩს სერია A-ს ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო

იტალიური პრესის ცნობით, “დინამო არენაზე”, საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას სერია A-ს ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო.

Tuttomercatoweb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” სკაუტები ამ მატჩში სერბეთისა და “საუთჰემპტონის” შემტევს, დუშან ტადიჩს აკვირდებოდნენ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ტადიჩმა საქართველოს ნაკრებთან გამართულ მატჩში გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. საბოლოო ჯამში, მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა .

15 მილიონ ევროდ შეფასებულ ტადიჩს მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თანაბრად შეუძლია თამაში, ისევე როგორც ტრეკვარტისტას როლში.

იბრაჰიმოვიჩი: “ნაპოლი”? არასოდეს იცი, რა მოხდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ის არაფერს გამორიცხავს.

“ნაპოლიში” გადასვლა? არასდროს იცი რა მოხდება.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ. ვნახოთ, რა მოხდება,” – განაცხადა ზლატანმა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” 2016 წლის ზაფხულში გადმობარგდა და მას შემდეგ, “წითელი ეშმაკების” რიგებში 26 გოლის გატანა შეძლო.

რამდენი პასი გაუკეთეს ბეილმა და რონალდუმ ერთმანეთს?

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი საკმაოდ კარგად განვლო. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა “ნაპოლი” ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.

თუმცა, ესპანური გამოცემა Marca-ს მიერ დაფიქსირებული ერთი ფაქტი საკმაოდ საგულისხმოდ გვევლინება – რონალდუსა და ბეილს ამ მატჩში ერთმანეთისთვის არც ერთი პასი არ გაუკეთებიათ.

“ბლანკოსის” შემტევი ტრიოს, BBC-ის წევრებმა ერთმანეთს ბოლო მატჩში მხოლოდ 7 პასი გაუკეთეს.

უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბეილმა გუშინდელ მატჩში სამი პასი მიიღო ბენზემასგან, რონალდუმ – 1. ბენზემას კი უელსელმა ორჯერ გადააწოდა ბურთი, პორტუგალიელმა – ერთხელ.

საერთო ჯამში, ფრანგმა ბენზემამ ნეაპოლში გამართულ მატჩში 10 პასი გააკეთა, რონალდუმ – 17, ხოლო ბეილმა – 19.

ზიდანი გამარჯვებას დამსახურებულად თვლის: “ფეხბურთში იღბალი არ არსებობს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ნაპოლისთან” მოპოვებული გამარჯვების (1-3; 2-6 საბოლოო ჯამში) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“არ ვთვლი, რომ წარმატებას იღბლიანობის ხარჯზე მივაღწიეთ. იღბლიანობა ფეხბურთში არ არსებობს.

მატჩის საბოლოო ანგარიში, 3-1 ყველაფერს ამბობს. ასეთი სხვაობა კი ჩვენმა ძალამ განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის მანძილზე გვიჭირდა.

მართალია, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა თამაში. მძიმე სტარტი ავიღეთ, “ნაპოლიმ” კი – არა. თუმცა, ეს ბუნებრივია, ყოველთვის კარგად ვერ ვითამაშებთ, ” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ბეილი: “შეცვლილი რონალდუც ძალიან კარგია”

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა მის პორტუგალიელ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. უელსელის თქმით, 32 წლის სპორტსმენმა სათამაშო როლი, ასაკის მატებასთან ერთად, შეიცვალა, თუმცა ის მაინც ძალიან კარგია.

“ჩვენ ერთმანეთს  მშვენივრად ვეწყობით. მე და რონალდუმ, ერთად თამაშის დროს, გავიტანეთ ბევრი გოლი, ერთმანეთს ბევრი საგოლე გადაცემაც გავუკეთეთ და ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა.”

“ის შესანიშნავ ფრომაშია, თუმცა გუნდში მისი როლი ცოტათი შეიცვალა. ახლა იგი უფრო თავდასხმაზეა ორიენტირებული. როცა რონალდუ “მანჩესტერში” თამაშობდა, ხშირად ვხედავდით მის დრიბლინგებს, თამაშის სიღრმიდან გამწვავებას და ასე შემდეგ.”

“ახლა კრიშტიანუმ მისი თამაშის სტილი შეცვალა. ის ძალიან ეფექტურია საჯარიმოში, იტანს ბევრს, ეხმარება თანაგუნდელებს და ზოგადად გუნდს შედეგის მიღწევაში. ასე რომ, მიუხედავად ყველა ცვლილებისა, ის მაინც ძალიან კარგია,” – განაცხადა გარეთმა.