კუმანს “ნაპოლის” შემტევი სურს

იტალიური წყარო, Calcio Mercato იტყობინება, რომ “ევერტონს” კვლავ სურს ნეაპოლის “ნაპოლის” შემტევის, მანოლო გაბიადინის შეძენა

შეგახსენებთ, რომ 25 წლის სპორტსმენს მერსესაიდულ კლუბს გასულ ზაფხულშიც უკავშირებდნენ, თუმცა იტალიელებმა შემოთავაზება დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, ინგლისელთა დამრიგებელს, რონალდ კუმანს გადაწყვეტილი აქვს, აუცილებლად ათამაშოს “გუდისონ პარკზე” იტალიის ნაკრების წევრი. თუმცა, ჰოლანდიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგის ბინადრებთან, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ჰემთან” ბრძოლა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ფეხბურთელი არც ისე შედეგიანია. მან სერია ა-ში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, არა და, 7 შეხვედრაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა.

 

ბალოტელი: “ნიცას” უკეთესი ფანები ჰყავს, ვინემ “ლივერპულს”

ფრანგული “ნიცას” იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ საკმაოდ ხმაურიანი განაცხადი გააკეთა, რომლის თანახმადაც “ნიცას” უკეთესი გულშემატკივრები ჰყავს, ვიდრე “ლივერპულს”, “მილანს”, “მანჩესტერ სიტის” ან “ინტერს”.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ეს გულშემატკივრები უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნიან მოედანზე, ვიდრე სხვა იმ კლუბის ფანები, რომელთა რიგებშიც ოდესმე მითამაშია.

დიდებული რამაა. ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხს რომ ვუყვარვარ.” – დაამატა მან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნიცას”, რომელმაც ლიგა 1-ში პირველად “კაენთან”, კვირას გამართულ მატჩში იგემა მარცხი, საშინაო არენაზე გამართულ მატჩებში დასწრება საშუალოდ 22 700-ს შეადგენს.

ალეგრი: “იგუაინი თავს მოღალატედ არ უნდა თვლიდეს”

“იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის სჯერა, რომ გონსალო იგუაინი მოღალატე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მან “ნაპოლი” მტერში გაცვალა და შაბათის მატჩში გამარჯვების გოლიც გაუტანა ნეაპოლელებს.

“გონსალოს ექსტრაორდინარული შესაზლებლობები გააჩნია და ყველაფერთან ერთად გუნდისათვის თავდაუხრელად მუშაობს. ის ძალიან ბედნიერია.

ბუნებრივია, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული მატჩი იყო. მან აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. იგუაინი თავს მოღალატედ არ უნდა თვლიდეს.

გონსალომ კარგი მატჩი ჩაატარა და ისეთივე ქებას იმსახურებს, როგორსაც მანძუკიჩი. ამბობენ, ეს ორი ფეხბურთელი ერთად ვერ ითამაშებსო, მაგრამ მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.”

სპალეტი: “ნაპოლი” დღეს იტალიაში საუკეთესო გუნდია”

იტალიური “რომას” თავკაცი თვლის, რომ დღესდღეობით იტალიაში ყველაზე ძლიერი გუნდი ნეაპოლელთა “ნაპოლია”, რომელიც ამ დროისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და 4 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”.

“იტალიის ჩემპიონატის მასშტაბით “ნაპოლის” უძლიერესი გუნდი ჰყავს.” – განაცხადა სპალეტიმ, რომლის გუნდიც მესამე ადგილზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება სარის გუნდს.

“ბალანსის, სიტუაციებში სათანადო რეაგირების, დონისა და დაცვაში თამაშის მხრივ, “ნაპოლიზე” უფრო ძლიერი არავინაა. მათმა თავკაცმა კი დაამტკიცა მისი დონე: ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია.

ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ვერ ვახერხებთ. ბუნებრივია, რომ გუნდისგან უფრო მეტს ვითხოვ.”

დე ლაურენტისი: “ჩელსი” კულიბალის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გვთავაზობდა”

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ ამა წლის ზაფხულში მას კალიდუ კულიბალის გაშვებით 58 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო.

“სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, “ჩელსიმ” კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით 58 მილიონიანი წინადადება გამოგვიგზავნა, თუმცა მე ის უარით გავისტუმრე.

შეიძლება კონტემ ეს ყოველივე უარყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ლონდონელებმა ჯერ 30 მილიონი შემოგვთავაზეს, შემდეგ 40 და ბოლოს 50.

იმ დროისთვის, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კულიბალის ჩვენთან კიდევ ერთი წელი უნდა გაეტარებინა. მომავალ წელს კი ისევ დავფიქრდები…”

“ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა!

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები იმართება.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ნაპოლი” “ბენფიკას” უპირისპირდება. იტალიელებმა უკვე მოახერხეს და ოტხი გოლი გაუტანეს მეტოქეს. პორტუგალიელების კარი დრის მერტენსმა აიღო.

საგულისხმოა, რომ “ნაპოლის” აქამდე არასდროს გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 4 გოლი. შესაბამისად, დღეს ბელგიელის გოლით, იტალიურმა კლუბმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა.

ოფიციალურად: “ნაპოლიმ” არკადიუშ მილიკი 32 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა

ნეაპოლელებმა ახლახან დაადასტურეს, რომ არკადიუშ მილიკი ამიერიდან “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს.

მას შემდეგ, რაც ნეაპოლელთა რიგები გონსალო იგუაინმა დატოვა, იტალიელები აქტიურად ცდილობდნენ მისი ჩამნაცვლებლის პოვნას. შედეგად, ლაურენტისმა პოლონელი შემტევი დაიმატა, რომლის სანაცვლოდაც კლუბმა 32 მილიონი ევრო გადაიხადა.

მილიკს გერმანიაშიც აქვს ნათამაშები, ის “ბაიერ ლევერკუზენისა” და “აუგსბურგის” ღირსებას იცავდა მანამ, სანამ “აიაქსს” შეუერთდებოდა (2014 წელს).

მილიკი, რომელმაც 32 გოლის გატანა მოახერხა ერედივიზიონის 52 მატჩში, “ნაპოლის” რიგით მესამე შენაძენი გახდა. აქამდე, იტალიელებმა ლორენცო ტონელი და ემანუელე ჯაკერინი გადაიბირეს.

იგუაინის აგენტი: “აურელიო დე ლაურენტისი ამ ტრანსფერით კმაყოფილი იყო”

გონსალოს იგუაინის აგენტის თქმით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ბედნიერი იყო იმით, რომ იგუაინი გუნდს ამ რაოდენობის თანხის გამო ტოვებდა.

“აურელიო დე ლაურენტისმა გონსალოს კარგი მსახიობი უწოდა. ვფიქრობ, რომ მსახიობი გონსალო კი არა, თავად “ნაპოლის” პრეზიდენტია.

ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ კლუბმა 90 მილიონი ევრო მიიღო მის სანაცვლოდ.

გონსალოსთვის “იუვენტუსი” ახალი გამოწვევაა, ეს “სკუდეტოსთვის” ბრძოლის ახალი შანსია და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევისაც.”

იგუაინის ძმა: “ლაურენტისს ომი უნდა? მიიღებს ომს”

ცივი ომი გონსალო იგუაინსა და “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის კვლავ გრძელდება. ამჯერად, საქმეში არგენტინელი თავდამსხმელის ძმა ჩაერთო, რომელიც ირწმუნება, რომ იგუაინებს ომის არ ეშინიათ.

შეგახსენებთ, რომ “იუვეს” ახალწვეულმა ნეაპოლის დატოვების მიზეზად აურელიო დე ლაურენტესთან არასახარბიელო ურთიერთობა დაასახელა. არგენტინელი ფორვარდის კომენტარს კი თავად “ნაპოლის” პრეზიდენტი გამოეხმაურა.

“თუ დე ლაურენტისს ომი უნდა, ის მას მიიღებს.” – განაცხადა ნიკოლას იგუაინმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა აღნიშნულ დაპირისპირებაზე.

ჟურნალისტები კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს, თუმცა მან ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა: “ამაზე რამოდენიმე დღის შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ არა ახლა. ეს გონსალოს დღე ნამდვილად არ არის.”

დე ლაურენტისი: “იგუაინს ვძულვარ? ის ან მატყუარაა, ან მსახიობი”

აურელიო დე ლაურენტისმა “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილ ფორვარდს, გონსალო იგუაინს უპასუხა, რომელიც ახლახან გადაბარგდა ტურინის “იუვენტუსში”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა სწორედ “ნაპოლის” დირექტორს დააბრალა ის ფაქტი, რომ მას ნეაპოლის დატოვება მოუწია.

” ბევრი ვიფიქრე იმაზე, იმსახურებდა თუ არა ეს სიტყვები ჩემგან პასუხს. თანაც, ყველამ იცის, თუ რა არის სიმართლე. გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა ხმა ამომეღო, რათა მომავალში არ დამივიწყონ. ასეთია ჩემი პასუხი:

1) თუ ბატონი გონსალო ჯერარდო იგუაინი უკმაყოფილო იყო ჩემით, ბევრი დრო დასჭირვებია ამის მისახვედრად. თუ რა თქმა უნდა, მატყუარა ან შესანიშნავი მსახიობი არ არის. ბოლო ვარიანტს გამოვრიცხავ, რამეთუ ასეთ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ.

2) ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებდით, განსაკუთრებით კი ბოლო დროს. მაგალითად, ჩვენ მთელი დღე ერთად ვიყავით რომში, 15 აპრილს, როდესაც დისციპლინარული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით (4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით). ეს “სკუდეტოსთვის” ბრძოლის შუა პერიოდში ხდებოდა. დამიჯერეთ, იმ დღეს გონსალო საკმაოდ მშვიდად იყო და ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზიის გამოხატვას არ ცდილობდა.

3) რატომ არაფერს არ ამბობდა ამის შესახებ მისი აგენტი, როდესაც ჩვენ იგუაინის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავდით? მათთვის ამდენად აუტანელი რომ ვყოფილიყავი, ჩემთან ამდენ დროს არ დახარჯავდნენ ფინანსური საკითხის განხილვის დროს.

4) არ რცხვენია მის აგენტს, როდესაც ამბობს, რომ გუნდი, რომელშიც ის თამაშობდა და რომელიც გონსალოს 38 გოლის გატანაში დაეხმარა, არ იყო მზად გამოწვევებისთვის? არ რცხვენია იმის თქმა, რომ გონსალოს თანაგუნდელები უბრალო ნაგვები იყვნენ, როდესაც სწორედ “ნაპოლიმ” შექმნა ყველაზე მეტი საგოლე შანსი იტალიაში?

5) იმის თქმა, რომ გონსალო გუნდიდან ჩემს გამო წავიდა, უპატივცემულობის გამოხატვაა თითოეული ნეაპოლელის მიმართ. თუ იგუაინს ნეაპოლის ისტორია წაკითხული აქვს ეცოდინება, რომ ეს ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც ნაცისტებს იგერიებდა, მანამდეც კი, სანამ საქმეში ამერიკელები ჩაერთვებოდნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება უღალატო ამ ხალხს, თუ უსირცხვილო ხარ.”

რომელი 11 ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება იგუაინის ფასად?

სულ ცოტა ხნის წინ გონსალო იგუაინი, “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” რეკორდულ ფასად, 90 მილიონ ევროდ გადავიდა.

ინტერნეტში ვრცელდება იმ თერთმეტეულის ფოტო, რომლის შეძენაც ამ ფასადაა შესაძლებელი.

იგუაინი ყველაზე ძვირ ფეხბურთელთა სიაში შევიდა

ამ ზაფხულზე ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლა იყო. არგენტინელმა ფორვარდმა 75.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დატოვა “ნაპოლი”. აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.

იხილეთ იმ ხუთი მოთამაშის ჩამონათვალი, რომლებშიც გუნდებმა დიდი თანხა გადაიხადეს…

კრიშტიანუ რონალდუ – 85.1 მილიონი ფუნტი

გარეთ ბეილი – 80 მილიონი ფუნტი

გონსალო იგუაინი – 75.3 მილიონი ფუნტი

ნეიმარი – 71.5 მილიონი ფუნტი

ლუის სუარესი – 65 მილიონი ფუნტი