კალათბურთელებმა სეზონის MVP-დ ჰარდენი აირჩიეს

მოთამაშეთა ვერსიით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს ჰარდენი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეთა ვერსიით, სეზონის საუკეთესო კალათბურთელს წელს პირველად, მოთამაშეების პროფკავშირის ინიციატივით ირჩევენ.

ჰარდენის კონკურენტი „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ გამთამაშებელი სტეფ კარი იყო, რომელმაც MVP-ს სეზონის კლასიკური პრიზი მოიგო.

მესამე ადგილი გამოკითხვაში „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა.

NBA-ს დრაფტის ისტორიაში ხუთეულში ორი ლეგიონერი მესამედ მოხვდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015 წლის დრაფტი ისტორიაში მესამეა, რომლის შედეგად, ხეთეულში ორი მოთამაშე მოxვდა, რომელიც აშშ-ს ან კანადის მოქალაქე არაა. ეს ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი და მარიო ხეზონია არიან. პირველი კალათბურთელის უფლებები „ნიუ-იორკ ნიქსმა“ მიიღო, მეორე კი „ორლანდო მეჯიკში“ იქნება.

პირველად მსგავსი რამ 2002 წელს დაფიქსირდა, როდესაც პირველ ხუთეულში ჩინელი იაო მინი და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიაშვილი იყვნენ. მეორედ კი 2011 წელს, როდესაც მესამე ნორმად თურქი ბიგმენი ენეს კანტერი აირჩიეს, ხოლო მეხუთე ნომრად ლიტველი იონას ვალანჩუნასი.

 

ESPN-ის 28 ჟურნალისტიდან „გოლდენ სტეიტის“ ჩემპიონობა მხოლოდ ერთმა ივარაუდა

ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის განვლილი სეზონის დაწყების წინ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ჩემპიონობა ტელეარხ ESPN-ის 28 ჟურნალისტს შორის მხოლოდ ერთმა ივარაუდა. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ბაკსტერ ჰოლმსმა დაწერა და თავის პოსტს სურათიც დაურთო. ჟურნალისტი, რომელმაც მომავალი გამარჯვებული გამოიცნო იტან შერვუდ-სტრაუსია.

შეგახსენებთ, რომ სერიის მეექვსეშეხვედრა „უორიორსმა“ 105:97 მოიგო, შესაბამისად, სერიაში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

untitled

„გოლდენ სტეიტს“ NBA-ს მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი შედგა.

სერიის წინა ოთხი მატჩის შედეგად, ანგარიში თანაბარი – 2:2 იყო, შესაბამისად, ამ შეხვედრის მოგება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეოთხე მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდს“ 3-მატჩიანი მოგებათა სერიის საშუალება არ მისცა, ამ შეხვედრაში კი „უორიორსი“ საკუთარ მეოდანზე ზედიზედ მე-2 მარცს გადაურჩა.

პირველი მეოთხედი ჯამში თანაბარი გამოდგა და ანგარიშით 22:22 დასრულდა. იგივეს თქმა მეორე მეოთხედზეც შეიძლება, რომელშიც მასპინძლები მხოლოდ ერთი ქულით დაწინაურნდნენ – დიდი შესვენების წინ „უორიორსი“ ანგარიშით“ 51:50 იგებდა.

მესამე მეოთხედში „უორიორსმა“ მეტოქეს ხუთი ქულით აჯობა, ხოლო თორმეტ წუთში კი ლებრონმა და კომპანიამ ვერაფერი შეძლეს. საბოლოოდ, „გოლდენ სტეიტმა“ 13 ქულით გაიმარჯვა და ახლა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

„უორიორსის“ მხრიდან საუკეთესო 37 ქულითა და 7 მოხსნის სტეფ კარი იყო, „კლივლენდის“ რიგებიდან კი 40 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტი“ – „კლივლენდი“ – 104:91 (22:22, 29:28, 22:17, 31:24)

„გოლდენ სტეიტი“: კარი (37 ქ. 7 მ. 5 დ.), გრინი (16 ქ. 9 მ. 5 პ.), იგუოდალა (14 ქ. 8 მ. 7 პ. 3 ჩ.), ბარბოზა (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ.), ბარნსი (8 ქ. 10 მ.)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (40 ქ. 14 მ. 11 პ.), ტომპსონი (19 ქ. 10 მ.), სმიტი (14 ქ. 7 მ.), შამპერტი (10 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 3-2

NBA-მ დაცვაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების სიმბოლური ნაკრებები დაასახელა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ მიმდინარე სეზონში დაცვაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების სიმბოლური ნაკრებები შეადგინა.

პირველ გუნდში გამთამაშებელი კრის პოლი („ლოს-ანჯელეს კლიპერსი“), უკანახაზელი ტონი ალენი („მემფის გრიზლისი“), ფორვარდები კავაი ლეონარდი („სან-ანტონიო სპური“) და დრეიმონ გრინი („გოლდენ სტეიტ უორიორსი“) და ცენტრი დეანდრე ჯორდანი („ლოს-ანჯელეს კლიპერსი“) მოხვდნენ.

მეორე გუნდის მოთამაშეთა შორის უკანახაზელები ჯონ უოლი („ვაშინგტონ უიზარდსი“) და ჯიმი ბატლერი („ჩკაგო ბულზი“), ფორვარდები ტიმ დანკანი („სან-ანტონიო სპურსი“) და ენტონი დევიდი („ნიუ-ორლეან პელიკანსი“), და ცენტრი ენდრიუ ბოგუტი („გოლდენ სტიეტ უორიორსი“) არიან.

დღის საუკეთესო ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მორიგი დღის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ასმახველ ვიდეოს.

დღის ხუთი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მორიგი სათამაშო დღის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ფაჩულიამ პლეიოფი წაგებით დაიწყო

გუშინ საღამოს და დღეს ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფი დაიწყო.

ზაზა ფაჩულიას „მილულკი ბაქსი“ გასვლაზე „ჩიკაგო ბულზს“ შეხვდა და, სამწუხაროდ, ანგარიშით 103:91 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ჯამში ზაზამ 22 წუთის განმავლობაში ითამაშა და ამ დროში 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

სერიის მეორე შეხვედრა ოც აპრილს, კვლავ ჩიკაგოში გაიმართება.

„ჩიკაგო“ – „მილუოკი“ 103:91 (30:29, 30:22, 26:24, 17:16)

„ჩიკაგო“: ბატლერი (25 ქ. 6 პ.), როუზი (23 ქ. 7 პ.), ბრუკსი (13 ქ.), გასოლი (10 ქ. 13 მ. 3 ბ.), გიბსონი (8 ქ. 11 მ.), ნოა (6 ქ. 11 მ. 3 ჩ.)
„მილუოკი“: მიდლტონი (18 ქ. 4 ჩ.), ილიასოვა (15 ქ.), ადეტოკუნბო (12 ქ. 5 მ.), ჰენსონი (12 ქ. 7 მ.), ბეილისი (11 ქ. 5 პ.), ფაჩულია (6 ქ. 10 მ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„ტორონტო რეპტორსი“ – „ვაშინგტონ უიზარდსი“ 86:93 ოვერტაიმი (23:19, 19:27, 14:19, 26:17, 4:11)

„გოლდენ სტიეტ უორიორსი“ – „ნიუ-ორლეან პელიკანსი“ 106:99 (28:13, 31:28, 25:25, 22:33)

„ჰიუსტონი“ – „დალასი“ 118:108 (32:19, 27:36, 25:22, 34:31)

NBA-ს პლეიოფის წყვილები ცნობილია

ღამით ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელთა შედეგად, ლიგის პლეიოფში გუნდები საბოლოოდ დაწყვილდნენ.

აღმოსავლეთ კონფერენცია:

„ატლანტა“ – „ბრუკლინი“
„კლივლენდი“ – „ბოსტონი“
„ჩიკაგო“ – „მილუოკი“
„ტორონტო“ – „ვაშინგტონი“

დასავლეთ კონფერენცია:

„გოლდენ სტეიტი“ – „ნიუ-ორლეანი“
„ჰიუსტონი“ – „დალასი“
„ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – „სან-ანტონიო“
„მემფისი“ – „პორტლენდი“

nba

დღის საუკეთესო ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.

დღის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.