ფაჩულია “იუტასთან” წარმატებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიამ ბრწყინვალედ ითამაშა და თავის გუნდ „მილუოკი ბაქსს“ „იუტა ჯაზის“ დამარცხებაში დაეხმარა. მილუოკელებმა შთამბეჭდავად ჩატარებული მესამე მეოთხედის შემდეგ, რომელიც 40:19 მოიგეს, გამარჯვებულის ვინაობა ვადაზე ადრე გაარკვიეს და საბოლოოდ 114:88 იმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი გაატარა. ფაჩულიამ მეტად აკურატულად ითამაშა, რაც მის ზუსტ სროლებსა და გამოზომილ პასებში გამოიხატა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 8-დან 8 საჯარიმო მოაყოლა და მთლიანობაში 14 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიას 6 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

მილუოკელთაგან საუკეთესო თურქი ლეგიონერი, ერსან ელიასოვა იყო, რომელმაც 14-დან 13 ორქულიანი, 2-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 31 ქულა შეადგინა. ელიასოვას შემდეგ 14-14 ქულით ფაჩულია და რამონ სეშენსი მოდიან.

მომდევნო მატჩს „მილუოკი“ 5 მარტს, შინაურ არენაზე, „საკრამენტოსთან“ გამართავს.

GBF.GE

ფაჩულიას “მილუოკი” “ინდიანას” კვლავ გაუძალიანდა

ზაზა ფაჩულიას „მილუოკი“ ბოლო 5 დღეში მეორედ შეხვდა ნბა-ს ერთ-ერთ ლიდერ „ინდიანას“ – ამჯერად სტუმრად და ბრძოლაში, 5 ქულით დამარცხდა – 96:101.

ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ თავის ინდიანელ ოპონენტთან შედარებით შედეგიანობა ვერ გამოიჩინა.

ზაზამ 8 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 2 პასი მოაყოლა. რაც შეეხება მის ოპონენტ როი ჰიბერტს, ინდიანელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი – 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

„მილუოკისთვის“ ეს იყო 46-ე წაგება 57-ე მატჩში. მორიგ მატჩს ლიგის აუტსაიდერები 1 მარტს, შინ „ბრუკლინთან’ გამართავენ.

GBF.GE

შენგელიას “ჩიკაგო ბულსმა” “გოლდენ სტეიტი” გაანადგურა

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მოგებას მოგებაზე იხვეჭს. მორიგი გამარჯვება “ბულსმა” დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ “გოლდენ სტეიტთან” მოიპოვა. ჩიკაგოელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 20 ქულის სხვაობით – 103:83დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 2:07 წუთით გამოჩნდა. შენგელიამ ამ დროში 1 მოხსნის მოხვეჭა მოასწრო, 1 სროლა კი ააცილა. საუკეთსო კი ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 27 წუთში 21 ქულა დააგროვა. კარლოს ბუზერმა და მაიკ დანლივიმ 15-15 ქულა დააგროვეს.

“ჩიკაგოს” 31 მოგების წილ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. შემდეგი მატჩი შენგელიას გუნდს 28 თებერვალს ტეხასში, “დალასთან” ელის.

GBF.GE

ფაჩულიას “მილუოკიმ” ფილადელფიაში დამაჯერებლად იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა ფილადელფიაში “სიქსერსი” დაიბრიყვეს და მთელი 20 ქულით მოუგეს – თანმეტოქეს მთელი 130 ქულა ჩაუგდეს. “ხრირმებმა” მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხეს, რომელიც 43:16 მოიგეს და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც გაიფორმეს – 130:110.

“ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც 130 ქულას აგდებს. დღეს უბრალოდ ძალიან კარგი საღამო იყო” – აღნიშნა ნამატჩევს მილუოკელთა თავკაცმა ლარი დრიუმ. ფილადელფიელთა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა კი თქვა: “ეს იყო ჩვენი ექსტრაორდინალურად ცუდი თამაში”.

სამწუხარო ისაა, რომ 130 ქულიდან ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე მხოლოდ 2-იან. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე 18,13 წუთი იმყოფებოდა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 ქულას 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მილუოკელთაგან 25 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, ერსან ელიასოვამ კი 20 მიითვალა.

45 წაგების მქონე “მილუოკისთვის” ეს გახლდათ მე-11 გამარჯვება. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 თებერვალს, ნბა-ს ლიდერთაგან “ინდიანასთან” ინდიანაპოლისში ელის.

GBF.GE

ფაჩულიას “მილუოკის” გამარჯვება ორლანდოში

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა წარმატებას ფლორიდაში – “ორლანდოსთან” დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს –104:100.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15,41 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 2 მოხსნა დააგროვა.

მილუოკელებს 21 ქულით კერონ ბატლერმა ულიდერა, ბრენდონ ნაითმა 18 დააგროვა, ნეით ვოლტერსის ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. სწორედ  ვოლტერსის 3-ქულიანმა გადაწვიტა მატჩის ბედი, რომელიც მილუოკელთა უკანახაზელმა თამაშის დასრულებამდე 29 წამით ადრე ჩააგდო და თავისიანები 104:100 დააწინაურა.

10 მოგებითა და 43 მარცხით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 20 თებერვალს, საკუთარ მოედანზე “დენვერთან” გამართავს.

GBF.GE

დეანდრე ჯორდანის არნახული დანკები – მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდები

გთავაზობთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდებს.

ნბა – 20 იანვრის საუკეთესო მომენტები

გიბსონის გადამწვეტი ტყორცნა “ჩიკაგო” – “ლეიკერსის” ოვერტაიმში 10-ეულის პირველ პოზიციაზეა.

დატკბით ამ ულამაზესი სანახაობით ჩვენთან ერთად

 

NBA: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვას:

შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, „ლეიკერსმა“ თანაქალაქელებს აჯობა

მოგეხსენებათ, სტარტი აიღო ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის 2013/2014 წლების სეზონის გათამაშებამ.

ახალი სეზონი „ინდიანა პეისერსისა“ და „მეჯიკის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. საუკეთესო მათ რიგებში პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ბლოკშოთი ჩაიწერა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში საუკეთესო ნიკოლსონი აღმოჩნდა, რომლის მონაგარმაც 18 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ 97:87 (23:18, 17:26, 29:20, 28:23)

„პეისერსი“: ჯორჯი (24 ქ. 6 მ. 5 გ. 3 ბ.), სტივენსონი (19 ქ. 7 მ. 5 გ.), უესტი (13 ქ. 5 მ. 5 ბ. 5 დ.), ჰიბერტი (8 ქ. 16 მ. 7 ბ.)
„მეჯიკი“: ნიკოლსონი (18 ქ.), ჰარკლესი (14 ქ.), ნელსონი (12 ქ. 7 გ. 5 მ.), ოლადიპო (12 ქ.), ვუჩევიჩი (8 ქ. 10 მ. 5 დ.)

უდიდეს ინტერესს, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ფლორიდელებმა 12 ქულით მოიგეს. საუკეთესი „ჰიტის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკრები თავის ანგარიშზე კრის ბოშმა ჩაიწერა. ყველაზე მეტი ქულა კი ამ შეხვედრაში „ხარების“ ფორვარდმა კარლოს ბუზერმა დააგროვა – მისმა მაჩვენებელმა 31 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ჩიკაგო ბულსი“ 107:95 (17:15, 37:18, 24:25, 29:37)

„ჰიტი“: ჯეიმსი (17 ქ. 8 გ. 6 მ.), ბოში (16 ქ. 6 მ. 3 ბ.), ბატიე (14 ქ.), ჩალმერსი (13 ქ. 5 ჩ.), უეიდი (13 ქ.), კოული (11 ქ. 7 მ.), ალენი (11 ქ. 7 მ.)
„ბულსი“: ბუზერი (31 ქ. 7 მ.), ბატლერი (20 ქ. 5 ჩ.), როუზი (12 ქ. 5 დ.), გიბსონი (10 ქ. 8 მ.), დანლივი (10 ქ.), ნოა (2 ქ. 11 მ.)

უინტერესო არც თანაქალაქელების – „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ მატჩი გამოდგა, რომელშიც მოგება მაიკ დ’ენტონის კალათბურთელებმა იზეიმეს. მათ რიგებში საუკეთესო შედეგით ხავიერ ჰენრი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 6 მოხსნის გაკეთებაც შეძლო. „კლიპერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი აღმოჩნდა – მისმა მონაგარმა 19 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა.

„ლეიკერსი“ – „კლიპერსი“ 116:103 (28:30, 27:27, 20:22, 41:24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (22 ქ. 6 მ.), ფარმარი (16 ქ. 6 პ.), გასოლი (15 ქ. 13 მ. 5 დ.), იანგი (13 ქ.), მიქსი (13 ქ.), ჰილი (12 ქ. 8 მ.), კამანი (10 ქ. 8 მ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (19 ქ. 7 მ.), ჯორდანი (17 ქ. 11 მ. 3 ჩ. 3 ბ.), პოლი (15 ქ. 11 გ. 6 . 5 ჩ.), კროუფორდი (15 ქ.), რედიკი (13 ქ.)

NBA-ს ფინალური სერია ახალი ფორმატით ჩატარდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბთა მფლობელებმა ფინალური სერიის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების სასარგებლოდ არჩევანი პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე NBA-ს სეზონის გადამწყვეტი სერიის ფორმატი 2-3-2 იყო. ახალი დებულების მიხედვით, ფორმატი 2-2-1-1-1-თ შეიცვლება (რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი გუნდი პირველ, მეორე, მეხუთე და მეშვიდე მატჩს სახლში გამართავს).

გარდა ამისა, მეექვსე და მეშვიდე თამაშის წინ, გუნდებს დასასვენებლად ერთი დღე მიეცემათ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფრატელო: ”NBA-ში სულ მალე ევროპელი თავკაცი გამოჩნდება”

”ატლანტა ჰოუქსის”, ”კლივლენდ კავალიერსისა” და ”მემფის გრიზლისის” ყოფილი თავკაცი მაიკ ფრატელო, რომელიც ამჟამად უკრაინის ნაკრებს უდგას სათავეში, თვლის, რომ უახლოეს მომავალში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ევროპელი მწვრთვნელი გამოჩნდება.

”ეს მომენტი სულ მალე დადგება. NBA-ს გუნდთა შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ევროპელი სპეციალისტი იწყებს მუშაობას. უკვე ახლა უცხოელები კლუბების მფლობელები ხდებიან და გენერალური მენეჯერის პოსტებს იკავებენ. თუ ასისტენტებზე და სკაუტებზე ვისაუბრებთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ მათი გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენს”, – განუცხადა ფრატელომ ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი