„ნიუ-იორკის“ მორიგი მარცხი და დღის სხვა შედეგები (ვიდეო)

გამღენიისას, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ოთხი მატჩი გაიმართა.

ჩიკაგოში „ბულზმა“ „ნიუ-იორკ ნიქსი“ მიიღო და ანგარიშით 103:97 დაამარცხა. საუკეთესო ნიუ-იორკელთა რიგებში ბატლერი იყო, რომელმაც 35 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, ყველაზე მეტი ქულა სტუმრების შემადგენლობიდან ჰარდუეი-უმცროსმა დააგროვა (23).

„ჩიკაგო ბულზი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ – 103:97 (30:20, 22:25, 21:29, 30:23)

„ჩიკაგო“: ბატლერი (35 ქ. 5 მ. 7 პ. 4 ჩ.), გასოლი (20 ქ. 7 მ. 5 ბ.), ბრუკსი (18 ქ. 5 პ.), მიროტიჩ (13 ქ. 3 ჩ.), ჰაინრიკი (8 ქ.), ნოა (4 ქ. 13 მ.)
„ნიუ-იორკი“: ჰარდუეი-უმცროსი (23 ქ. 5 პ.), სტაუდემაიერი (16 ქ. 6 მ. 4 ბ.), ოლდრიჩი (13 ქ. 10 მ.), მალდერონი (12 ქ.), უირი (8 ქ.)

სხვა მატჩის შედეგები:

„გოლდენ სტეიტი“ – „ოკლაჰომა“ 114:109
„ჰიუსტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 90:99
„საკრამენტო“ – „მილუოკი“ 107:108

ენტონის ოპერაცია ემუქრება

„ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარმა ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთოს.

„ახლა, პირველ რიგში, მუხლის მდგომარეობის შეფასებაა საჭირო. ზოგჯერ თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა პერიოდულად ტკივილს ვგძნობ. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს პროლემა სამედიცინო პერსონალთან და სამწვრთნელო შტაბთან უნდა განვიხილო. შემდგომ კი, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა მელომ.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდმა „ნიქსის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, რომელშიც საშუალოდ 22,9 ქულა, 6,6 მოხსნა და 3,2 გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ენტონის მუხლის ტკივილი სეზონის დასაწყისიდან აწუხებს.

ფილ ჯექსონი: „ჩვენს მოთამაშეებს „ლუზერების“ ფსიქოლოგია უშლით“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის უიღბლო თამაშზე ისაუბრა. ამჟამად ნიუ-იორკელთა მაჩვენებელი ოთხ მოგებასა და თვრამეტ წაგებას შეადგენს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.

„საქმე „ლუზერთა“ ფსიქოლოგიაშია. ნიჭის დონე აქ არაფერ შუაშია.

იყო ბევრი მატჩი, რომელშიც ჩვენ ვიბრძოდით და წარმატებასთან ახლოს ვიყავით. ამ ეტაპზე წარმატებას იმიტომ ვერ ვაღწევთ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეგვიძლია. ამას უნდა გავუმკლავდეთ.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ… მგონია, ფეხბურთელებს ესმით, რის გაკეთებას ვცდილობთ. იმედია, ისინი ერთმანეთს უფრო მეტად შეეწყობიან. ამ ყველაფერს დიდ გამოცდად მივიჩნევ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მაინც კარგ გუნდს მივიღებთ“, – ციტირებს ჯექსონს „ESPN New York“-ი.

ლებრონ ჯეიმსმა „ნიუ-იორკი“ – „პორტლენდი“ მოინახულა

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ნიუ-იორკ ნიქსსა“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ შორის გამართული მატჩი მოინახულა, რომელიც კვირას „Madison Square Garden“-ში შედგა და „პორტლენდის“ გამარჯვებით 99:103 დასრულდა.

ოთხშაბათს ლებრონის გუნდი ნიუ-იორკში „ბრუკლინ ნეტს“ შეხვდება. ფორვარდი თავისი მეგობრისა და აშშ-ს ნაკრებში თანაგუნდელის კარმელო ენტონის გასამხნევებლად მივიდა.

მელომ ხსენებულ შეხვედრაში 23 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი გუნდი ზედიზედ მერვე მარცხს ვერ გადაურჩა.

„ვიცოდი, რომ ლებრონი ქალაქშია. თუმცა არ მეგონა, რომ იგი მატჩს მოინახულებდა. იგი ამით მხოლოდ აჩვენებს, თუ როგორი პიროვნებაა. ჯეიმსი მოვიდა და ამ საღამოს მხარი დამიჭირა, ასე რომ, მადლობის მეტი მისთვის არაფერი მეთქმის“, – განაცახადა ენტონიმ.

კარმელო ენტონი შემდეგ მატჩს გამოტოვებს

„ESPN New York“-ს ინფორმაციით, „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი „ოკლაჰომა-სიტი თანდერთან“ ზურგის ტკივილის გამო ვერ ითამაშებს. ტრავმა ნიუ-იორკელთა ვარსკვლავმა ორშაბათს „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრაში მიიღო.

თავად ენტონის თქმით, ექიმებს კონკრეტული არაფერი უთქვამთ, რადგან ასეთ სიტუაციაში გამოჯანმრთელების ზუსტი ვადის დასახელება რთულია.

მიმდინარე სეზონში მელომ 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 23,2 ქულა, 5,8 მოხსნა და 3,2 გადაცემა შეადგინა.

კარმელო ენტონის ათი საუკეთესო დანკი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერის კარმელო ენტონის ათი საუკეთესო დანკის ამსახველ ვიდეოს.

„ნიუ-იორკი“ ჯეი არ სმიტის გაშვებაზე ფიქრს აგრძელებს

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელობა შემტევი უკანახაზელის ჯეი არ სმიტის გაცვლის ვარიანტზე ფიქრს აგრძელებს. ამის შესახებ ESPNNewYork.com-ი წერს.

მიმდინარე სეზონში, კონტრაქტის მიხედვით, სმიტი, ხელფასის სახით, ექვს მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, კალათბურთელს ბონუსის ეკუთვნის, რომელიც 400 ათას დოლარს შეადგენს.

კარმელო ენტონი „ბრუკლინთან“ მატჩზე განსხვავებული იმიჯით გამოცხადდა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი „ბრუკლინ ნეტსთან“ მატჩზე (99:110) ორიგინალური ვერცხლისფერი ქუდით მივიდა, რის შესახებაც „Bleacher Report“-ი წერს.

აღნიშნულმა იმიჯმა კალათბურთელს ცუდი თამაშის დავიწყების საშუალება მისცა, რადგან გულშემატკივრები, ძირითადად, სწორედ მას და არა მისი გუნდის ცუდ თამაშს განიხილავდნენ.

ცნობისთვის, „ბრუკლინთან“ დერბიში ენტონიმ 20 სროლიდან მხოლოდ 5 ჩააგდო.

Anthony

ბარნიანი კიდევ ერთ კვირას გამოტოვებს

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი ანდრეა ბარნიანი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის სტარტი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანზე ვერც მიმდინარე კვირას დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას „The Newsday“ აქვეყნებს.

აქამდე „ნიქსმა“ დაადასტურა, რომ ბარნიანი ლიგის პირველ სამ მატჩში ვერ ითამაშებდა, თუმცა ახლა გაირკვა, რომ იტალიელი, მინიმუმ, კიდევ ოთხ მატჩს გამოტოვებს.

ჯეი არ სმიტმა ტრავმა გაიუარესა

„ნიქსის“ უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა „კლივლენდ კავალიერსთან“ სტუმრად აააგრიშით 95:90 მოგებულ მატჩში თავისი ზურგის ტრავმა გაიუარესა, რის შესახებაც „Rotoworld“-ი წერს.

ჯერჯერობით, უცნობია, მოახერხებს თუ არა ნიუ-იორკელთა ერთ-ერთი ლიდერი შემდეგ მატჩში მეოდანზე გამოსვლას.

ცნობისთვის, „კლივლენდთან“ ხსენებულ მატჩში სმიტმა სათამაშო დროის 25 წუთში 11 ქულა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ფიშერი: „ნიუ-იორკს“ თავდასხმაში ვერაფერი გამოსდის“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელი დერეკ ფიშერი „ბოსტონთან“ ანგარიშით 86:106 წინასასეზონო წაგებული მატჩით უკმაყოფილო დარჩა.

„საქმე ანგარიშში არ არის. საქმე იმაშია, თუ როგორ ვთამაშობთ. დღეს ვერაფერი გამოგვდიოდა. ვფიქრობ, უფრო ბეჯითად და ენერგიულად თამაში შეგვიძლია, თუმცა რთულია, როდესაც თავდასხმაში ვერაფერი გამოგდის“, – განუცხადა ფიშერმა ESPN.com-ს.

კარმელო ენტონი: „შესაძლოა, „ნიქსიდან“ უნდა წავსულიყავი“

ივლისში ფორვარდი კარმელო ენტონი თავისუფალი აგენტი იყო, თუმცა კალათბურთელმა მაინც „ნიუ-იორკ ნიქსში“ დარჩენა ამჯობინა.

„2011 წელს „ნიქსში“ გადავედი და აქ დაუსრულებელი საქმე მაქვს, რომელზეც უნდა ვიზრუნო. თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი, თუ უბრალოდ ავიღებდი და წავიდოდი.

ლოდინისთვის და გარიკვისთვის მზად ვარ.

შესაძლოა, საკალათბურთო თვალსაზრისით, „ნიქსში“ დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო. მაგრამ, 2011 წელს აქ თამაში მსურდა და ახლა წასვლას ვერ შევეგუებოდი“, – განაცხადა მელომ „ESPN New York“-თან საუბრისას.