სისოკო დარწმუნებულია, რომ ბენიტესი თავის საქმეს გააკეთებს

მუსა სისოკო დარწმუნებულია, რომ “ნიუკასლის” ახალი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი შეძლებს და კლუბს ინგლისურ პრემიერ ლიგაში დატოვებს.

“ძალიან გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ, რომ ბენიტესი ჩვენთან მუშაობას დათანხმდა, რამეთუ ის ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის იბრძვის.

ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი. წინ 9 მატჩია და გვჯერა, რომ ბენიტესთან ერთად მომავალ სეზონშიც პრემიერ ლიგაში ვითამაშებთ.

ბენიტესს “რეალში”, “ლივერპულში” და კიდევ რამდენიმე კარგ გუნდში აქვს ნამუშევარი, ამიტომაც ჩვენ მას უნდა მოვუსმინოთ და გავაკეთოთ ის რასაც ის გვეტყვის. რაფა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.” – განაცხადა “კაჭკაჭების” ლიდერმა.

The Times: ბენიტესს ბონუსის სახით 3 მილიონის მიღება შეუძლია

რაფაელ ბენიტესი 3 მილიონ ფუნტს მიიღებს ბონუსის სახით, იმ შემთხვევაში, თუ “ნიუკასლი” პრემიერ ლიგაში დარჩენას მოახერხებს. ამ ინფორმაციას ინგლისური The Times ავრცელებს.

როგორც იცით, “ინტერის”, “ლივერპულის”, “ვალენსიასა” და “რეალის” ყოფილი თავკაცი 3 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს “კაჭკაჭებს” და სეზონში 6 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ბენიტესს ძალიან რთული დავალების შესრულება მოუწევს – რაფამ გუნდი, რომელიც მე-19 პოზიციას იკავებს 24 ქულით, დარჩენილ 10 მატჩში პრემიერ ლიგიდან გავარდნას უნდა გადაარჩინოს.

პრესა: ბენიტესმა “ნიუკასლთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალისა” და “ლივერპულის” ყოფილი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი უახლოეს მომავალში ინგლისურ “ნიუკასლს” ჩაიბარებს.

ბენიტესი სტივ მაკლარენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ჩამნაცვლებლად ითვლება. ცნობილი ბუკმეიკერული კომპანიის ცნობით ბენიტესის “ნიუკასლში” მისვლის შანსი საკმაოდ დიდია – 2/7 (1.29).

თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, 55 წლის სპეციალისტს, რომელიც მადრიდის “რეალიდან” გააგდეს, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდის ჩაბარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლი” ამ დროისთვის 19-ე ადგილზე იმყოფება 24 ქულით და პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

კოშტას აკადემიის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ცხვირი გაუტეხა

ხვალ, “ნიუკასლთან” გასამართ მატჩში დიეგო კოშტას ნიღბის მორგება მოუწევს, რისი მიზეზიც ლონდონელთა აკადემიის ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც კოშტას ცხვირი გაუტეხა.

კლუბის ცნობით ეს შემთხვევითი ინციდენტი იყო. შედეგად ის “ჩელსის” მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ნიღბის ტარება მოუწევს ( ცეზარ ასპილიკუეტასთან და ნემანია მატიჩთან ერთად).

“ჩელსის” თავკაცმა განაცხადა: “კოშტამ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა. ეს აკადემიის ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისას მოხდა. ზოროს გუნდი ვართ: ასპი, მატიჩი ახლა კიდევ კოშტაც დაემატა მათ სიას.”

 

ოფიციალურად: ნიუკასლმა დუმბია დაიმატა

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელობამ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “რომას” თავდამსხმელი, სეიდო დუმბია სეზონის ბოლომდე მათ ღირსებას დაიცავს.

“მოხარული ვარ, რომ “ნიუკასლის” რიგებში თამაშის საშუალება მომეცა.” – განაცხადა კოტ დ’იუვარელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი რუსეთში, მოსკოვის “ცსკა”-ში გაატარა.

ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერ ლიგაში თამაშზე. იმედი მაქვს, რომ კლუბს ქულების მოპოვებაში და სატურნირო ცხრილის სათავეში აცოცებაში დავეხმარები.” – დასძინა მან.

 

რა დაემართათ “არსენალისა” და “ნიუკასლის” ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

2 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ვიქტორ მოზესის ფინტი “ნიუკასლთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

14 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემსა” და “ნიუკასლს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ვიქტორ მოზესმა ბრწყინვალე ფინტი გააკეთა.

ტიმ კრულის შესანიშნავი სეივი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

22 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის მე-80 წუთზე, “ნიუკასლის” მეკარემ, ტიმ კრულმა ხავიერ ერნანდესს არ გაატანინა.

პრემიერ ლიგა. პირველი ტურის სენსაცია “ემირეითსზე”, საბრძოლო ფრე ნიუკასლში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი.

პირველი ლონდონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები, “არსენალი” და “ვესტ ჰემი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები პირველ ტაიმში საკმაოდ აქტიურად უტევდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს, პიტერ ჩეხის უპატიებელი შეცდომის ხარჯზე “ვესტ ჰემის” მცველმა, კოუიატემ ანგარიში გახსნა. არსენ ვენგერის შეგირდებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეორე ნახევრის მე-12 წუთზე, სლავენ ბილიჩის არგენტინელმა შემტევმა, მაურო სარატემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საკუთარი “წვლილი” ამ გოლის გასვლაში კვლავ პიტერ ჩეხმა დაიდო. ესეც ასე, პრემიერ ლიგის პირველი ტურის სენსაცია პუბლიკამ “ემირეითსზე”, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შესრულებით იხილა.

“არსენალი” 0-2 “ვესტ ჰემი”

გოლი: კოუიატე ’43, სარატე ’57

“არსენალი”: ჩეხი, მერტეზაკერი, კოშიელნი, დებუში(სანჩესი ’67), მონრეალი, კოკელენი(უოლკოტი ’58), კასორლა, რემსი, ჩემბერლენი, იოზილი, ჟირუ

“ვესტ ჰემი”: ადრიანი, რიდი, კრესველი, ტომკინსი, კუიატე, სარატე(ხარვისი ’63), სახო(მაიგა ’90), ნობლი, ოგბონა, პაიე, ოქსფორდი(ნოლანი ’79)

გაფრთხილება: მონრეალი – ნობლი, ოგბონა, ტომკინსი.


კვირის მეორე მატჩი, ნიუკასლში, “სენტ-ჯეიმს პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ნიუკასლმა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა. მთელი მატჩის მიმდინარეობისას სტივენ მაკლარენის შეგირდები ბურთს ფლობდნენ, თუმცა რონალდ კუმანის ბიჭები ბურთის ხელში ჩაგდებისას უფრო მეტ მომენტს ქმნიდნენ და ტიმ კრულს აწუხებდნენ. საბოლოოდ, ორივე გუნდი ორ-ორი გოლით გამოირჩა და მატჩი საბრძოლო ფრის ფონზე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში გოლი გაიტანა “კაჭკაჭთა” დებიუტანმა, ჯორჯო ვინალდუმმა.

“ნიუკასლი” 2-2 “საუთჰემპტონი”

გოლი სისე ’42, ვინალდუმი ’48 – პელე ’24, ლონგი ’79’

კოლოჩინიმ „ნიუკასლთან“ გაახანგრძლივა

„ნიუკასლის“ კაპიტანმა ფაბრისიო კოლოჩინიმ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა. დღეიდან არგენტინელი ინგლისურ კლუბში 2016/17 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

„აქ თავს, როგორც სახლში ვგრძნობ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სწრაფად შევთანხმდით“, – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, კოლოჩინი „ნიუკასლის“ ფერებს უკვე ექვსი წლის განმავლობაში იცავს.

ოფიციალურად: „ნიუკასლს“ ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი უთავკაცებს

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის სტივ მაკლარენის დანიშვნა დაადასტურა.

54 წლის სპეციალისტთან კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების რვა წლამდე გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ამ პოსტზე მაკლარენი ჯონ კარვერს შეცვლის. ინგლისელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „დერბი ქაუნთი“ იყო, რომლის ხელმძღვანელობამ ის მაისის ბოლოს გაათავისუფლა.

“ნიუკასლი” ოსტინით დაინტერესდა

ქპრ-ს ფორვარდი ჩარლი ოსტინი “ნიუკასლის” მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება.

Newcastle Chronicle-ს ცნობით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივ მაკლარენის დანიშვნის შემდეგ კლუბი ლონდონელებს ოსტინის ტაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

თუმცა, “ნიუკასლს” კონკურენციას “საუთჰემპტონი” გაუწევს, რომელსაც ასევე სურს ჩარლის გადაბირება.

გასულ სეზონში ოსტინმა 35 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა. .