The Telegraph: “სანდერლენდი” ბრეიდისა და შეინ ლონგის გადაბირებას შეეცდება

ინგლისური “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ზამთრი სატრანსფერო ფანჯარაზე “შავი კატების” ხელმძღვანელებისაგან აქტიურობას ითხოვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-თავკაცის ყურადღება “ნორვიჩის” ირლანდიელმა ფეხბურთელმა, რობი ბრეიდიმ მიიპყრო, რომელიც ამჟამად ჩემფიონშიპში ასპარეზობს და მალევე უნდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება.

გარდა რობი ბრეიდისა, მოიესმა თვალი შეინ ლონგსაც დაადგა, რომლის გადაბირებაც გაცილებით უფრო რთული იქნება, რადგანაც ამჟამად ის “საუთჰემპტონის” ძირითადის ფეხბურთლად ითვლება, ამასთანავე “სანდერლენდში” გადასვლის შემთხვევაში, მას საკმაოდ ძლიერი ჯერმეინ დეფოსათვის მოუწევს კონკურენციის გაწევა.

კიკე სანჩეს ფლორესი:”გადაწყვეტილებას ჩემს მომავალთან დაკავშირებით უმალვე მივიღებ”

“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა აღნიშნა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალევე მიიღებს. ეს განცხადება მან გავარდნილ “ნორვიჩთან” განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა (4-2).

“თუ ბევრს არ ვიმუშავებთ, შესაძლოა “ნორვიჩის” პოზიციაზეც აღმოვჩნდეთ. განსხვავება “უოტფორდსა” და “ნორვიჩს” შორის არც ისე დიდია. უბრალოდ ჩვენ კარგი სეზონი ჩავატარეთ.

ჩვენ მიმდინარე სეზონით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდები კი ძალიან ბევრს ბრძოლობდნენ. ჩვენზე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა.”

საკუთარ მომავალზე საუბრისას კი მან განაცხადა: “ამ საკითხს უმალვე მოვაგვარებთ”.

ოფიციალურად: კლოზე “ნორვიჩში” ითამშებს

“ვოლფსბურგის” ცენტრალური მცველი ტიმ კლოზე ამიერიდან “ნორვიჩის” ღირსებას დაიცავს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, “ნორვიჩმა” კი ოცნების ასრულების შანსი მომცა. როცა აქ მოვედი, ბაზა და სტადიონი ვნახე – ყველაფერი მართლაც შესანიშნავია”, – ციტირებს კლოზეს სიტყვებს “ნორვიჩის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

რა დაემართა ალექსის სანჩესს “ნორვიჩთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ალექსის სანჩესი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

რისთვის მიიღო ვილიანმა ყვითელი ბარათი “ნორვიჩთან” მატჩში (ვიდეო)

21 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ნორვიჩს” შორის გამართულ მატჩში (1:0), ვილიანმა 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ნორვიჩმა” მენეჯერს გაუხანგრძლივა

“ნორვიჩის” მენეჯერმა ალექს ნილმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

სპეციალისტმა “ნორვიჩი” იანვარში ჩაიბარა, როდესაც ის ჩემპიონშიპში მეშვიდე ადგილზე იყო და საბოლოოდ პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ახალი კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ხელშეკრულება ხანგრძივია.

“ნორვიჩი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

“მიდლსბროსთან” მოგებული ჩემპიონშიპის პლეიოფის შემდეგ “ნორვიჩის” ხელმძღავნეობამ პრემიერლიგისთვის დაიწყო მზადება.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობი გუნდის შემადგენლობაში აღარ ითამაშებენ: ხავიერ გარიდო, კარლოს კუელიარა, მარკ ბანი და ლუსიანო ბეკიო. მათთან ერთად წავიდნენ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები კაილ კალან-მაკფადენი და სემ კელი.

ექვსევე ფეხბურთელმა “ნორვიჩი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რადის ინგლისის ნაკრებში დაბრუნება სურს

“ნორვიჩის” მეკარემ ჯონ რადიმ პრემიერლიგაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისმა გუნდმა პლეიოფის ფინალში “მიდლსბროს” 2:0 სძლია და მომდევნო სეზონში უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მოიპოვა.

რადის ზურგს სანაკრებო გამოცდილებაც უმაგრეს. 2012 წელს მან იტალიის წინააღმეგ ითამაშა, ზაფხულში კი მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა.

“როი ჰოჯსონი ტრიბუნაზე იყო? მიმდინარე სეზონში ნაკრებზე არ მიფიქრია. ჩემპიონშიპიდან ეროვნულ გუნდში მოხვედრა საკმაოდ რთული იქნებოდა. ჩემი მიზანი პრემიერლიგაში დაბრუნება იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. ახლა კი უმაღლეს დივიზონში კარგად უნდა ვითამაშო, რათა სანაკრებო შანსი კვლავ მივიღო” – განაცხადა რადიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში “ნორვიჩთან” ერთად “უოტფორდი” და “ბორნმუთი” აღზევდნენ.

ლუის სუარესი თავის სტიქიაშია: ურუგვაელის გასაოცარი სიმულიანტობა

20 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის მიმდიანარეობისას, ლუის სუარესმა კვლავ ისიმულიანტა.

„ლივერპული“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩ სიტიმ“ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი  „ლივერპული“ მიიღო. ბრენდან როჯერსის გუნდმა დღეს მიჯრით მე-11 გამარჯვება ჩაიწერა.

„წითლებმა“ ანგარიში მე-4 წუთზე, რაჰიმ სტერლინგის შორეული ძლიერი დარტყმით გახსნეს. უკვე მე-11 წუთზე მერსისაიდელები ანგარიშით 2:0 იგებდნენ, გოლი სტერლინგის მახვილგონივრული პასით ლუის სუარესმა გაიტანა. საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ სტერლინგი დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო იყო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მეკარე სიმონ მინიოლეს შეცდომის შემდეგ გარი ჰუპერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 62-ე წუთზე სტერლინგმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. 77-ე წუთზე მასპინძელთა შოტლანდიელმა ნახევარმცველმა რობერტ სნოდგრასმა შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:3.

ამრიგად, „ლივერპულმა“ ლიდერობა გაიმყარა და სანატრელ ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მერსისაიდულმა გუნდმა მადევარ „ჩელსისთან“ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. „ლივერპულსა“ და ჟოზე მოურინიოს გუნდს შორის მატჩი 27 აპრილს, „ენფილდზე“ შედგება.

ინგლისის პრემიერლიგა
35-ე ტური
„ნორვიჩ სიტი“ — „ლივერპული“ 2:3 (0:2)
გოლები: ჰუპერი 54′, სნოდგრასი 77′ — სტერლინგი 4′, 62′, სუარესი 11′.
გაფრთხილებები: სნოდგრასი 29′, თარნერი 45′, ჰაუსონი 72′ — შკრტელი 65′, ფლანაგანი 79′.
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.

ბექა დოგრაშვილი

“ნორვიჩის” ფეხბურთელის ულამაზესი გოლი

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩში, ალექსანდრ ტეტეიმ მეტოქის კარი შორეული დარტყმით აიღო.

“ასტონ ვილას” ფეხბურთელის ნაომარი სხეული

2 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილასა” და “ნორვიჩს” შორის გამართულ მატჩში (4:1), ერთ-ერთ ეპიზოდში მომხდარი შეტაკების დროს, “ასტონ ვილას” ფეხბურთელმა ნათან ბეიქერმა ასეთი დაზიანება მიიღო:

VMan-P798385