2 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილასა” და “ნორვიჩს” შორის გამართულ მატჩში (4:1), კრისტიან ბენტეკემ მეტოქეს მაკრატელათი გაუტანა.
ჭდე: ნორვიჩი
იაია ტურეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნორვიჩ სიტისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართულ მატჩში (0:0) მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.
შემთხვევის მთავარი გმირი „ქალაქელთა“ კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე გახლავთ. „სქაი სპორტსის“ ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში მან „ნორვიჩის“ თავდამსხმელ რიკი ვან ვოლფსვინკელს დაარტყა. ამ უკანასკნელმა მთავარი არბიტრისგან შესაბამისი რეაქცია მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ჯონ მოსმა მომენტი ყურადრების გარეშე დატოვა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს.
თუ დადასტურდება, რომ ტურემ ნამდვილად დაარტყა ოპონენტს, მაშინ მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ბექა დოგრაშვილი
მსაჯმა ორ ფეხბურთელს ტრავმა მიაყენა (ვიდეო)
სახალისო ეპიზოდი მოხდა ინგლისის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. “ნორვიჩის” და “არსენალის” 21-წლამდელების დაპირისპირების დროს მთავარმა მსაჯმა ერთ წუთში ორი ფეხბურთელი წააქცია.
10 ყველაზე ცუდი ფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში, 10 ყველაზე ცუდი ფორმა გამოაქვეყნა.
10. “ნიუკასლი” (1997-98)
9. “ევერტონი” (2013-14)
8. “მანჩესტერ სიტი” (1994-96)
7. “ბლექბერნი” (1996-97)
6. “მანჩესტერ იუნაიტედი” (1996)
5. “ქოვენთრი” (1992-94)
4. “არსენალი” 1991-93
3. “ნორვიჩი” 1992-94
2. “ჩელსი” (1994-96)
1. “ნოტინგემი” (1995-96)
გარეტ ბერის ლამაზი გოლი “ნორვიჩის” კარში
დამატებით ტაიმში, 8 წუთში გატანილი 4 გოლი
გასულ დღეებში, ინგლისის ასოციაციის თასის ახალგაზრდულ გათამაშებაში, “პრესტონმა” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ პირველივე დამატებით ტაიმში, “ნორვიჩის” ფეხბურთელებმა 8 წუთში მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანეს.
ინგლისში “ნორვიჩის” ფეხბურთელს უნამუსოდ გატანილი გოლი გაუუქმეს
26 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩმა” საკუთარ მოედანზე “კარდიფი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.
ამ მატჩმა ყურადღება იმით მიიქცია, რომ “ნორვიჩის” ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ლეროი ფერს გატანილი გოლი გაუუქმეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ “ნორვიჩის” ერთ-ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო, ხოლო “კარდიფის” ფეხბურთელმა ბურთი აუტში გადააგდო. ამის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ “ნორვიჩის” წევრებს ბურთი მეტოქესთვის დაებრუნებინათ, მათ ის ცარიელ კარში შეაგდეს. თუმცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გოლი სწრაფადვე გააუქმა.
მატჩის შემდეგ, ლეროი ფერმა განაცხადა: “გოლის გატანა და მატჩის მოგება მინდოდა. ჰოლანდიაში ყველაფერი სხვაგვარადაა: თუ მეტოქე ბურთს აუტში გადააგდებს, შეგიძლია შენ თამაში ჩვეულებრივ განაგრძო. მომავალში, მეტოქეს ბურთს აუცილებლად დავუბრუნებ.”
დიტო ჭიჭინაძე
სუპერკურიოზი ინგლისის პრემიერ ლიგიდან
6 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში, “ნორვიჩსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან სასაცილო რამ მოხდა.
ნორვიჩი 2-2 ევერტონი
პრემიერლიგის სადებიუტო ტურში პირველი ქულა მოიპოვა ექსპერტების მიერ ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიჩნეულმა “ნორვიჩმა”, რომელიც სახლში ლივერპულის “ევერტონს” მასპინძლობდა. შეხვედრაში ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, საბოლოოდ, ლოგიკური ფრე, 2-2. Continue reading “ნორვიჩი 2-2 ევერტონი”