თორნიკე ოქრიაშვილი “კრასნოდარის” ევროპის ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა

ევროპის ლიგა ხვალ აიღებს სტარტს.

საგულისხმოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსულმა “კრასნოდარმა”, რომელიც ზემოთ ნახსენებ ტურნირზე გამოვა, ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი გაიფორმა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების სპორტსმენი რუსული გუნდის იმ განაცხადში ვერ მოხვდა, რომლითაც “კრასნოდარი” ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. ეს ინფორმაცია უეფას ოფიციალურ საიტზე დასტურდება.

რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ქომაგებთან ერთად იქნებიან

დღეს საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ავტსრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს…

ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი. აღსანიშნავია ერთი რამ: ჩვენი საამაყო სპორტსმენები არა რიგითი გულშემატკივრების როლში მოგვევლინებიან, არამედ ისინი “ქართული სპორტის ქომაგების” რიგებში იქნებიან და იქედან უგულშემატკივრებენ თავიანთ ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები დაპირისპირება დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

ოქრიაშვილმა მარსელის “ოლიმპიკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

გუშინ Fanebi.Com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკში” გადადიოდა. სულ მალე ეს ტრანსფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა.

როგორც გაირკვა, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმების დროს გულზე აღმოუჩინეს პრობლემები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ტრანსფერი ნახსენები მიზეზით ჩაიშალა.

ქართველი მოთამაშე ბელგიაში 20-დღიანი მკურნალობის კურსს გაივლის. ცნობილია, რომ იგი 5 სექტემბერს ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ოქრიაშვილი: “ასეთი დონის ჩემპიონატში ასეთი მსაჯობა არ უნდა იყოს”

18 იანვარს, თურქული “ესქიშეჰირის” რიგებში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩეს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 23 წლის შემტევი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.

შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, მთავარმა არბიტრმა მასპინძლებს ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, “ესქიშეჰირის” მწვრთნელები და ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებებით უკამყოფილოები იყვნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი თორნიკე ორქიაშვილმაც გააკეთა:

“არბიტრის გადაწყვეტილებებმა ანგარიშზე გავლენა იქონია. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში ასეთი მსაჯობა არ უნდა იყოს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მატჩის დასრულების შემდეგ, ვოლკან დემირელი მოვიდა და თქვა, რომ საჯარიმოში თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა ეს არ დააფიქსირა. წინ კიდევ 16 მატჩია”, – ციტირებს ოქრიაშვილის სიტყვებს acunn.com-ი.

თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს “გენკის” ვარჯიშზე არ გამოცხადდა

ბელგიური “გენკის” ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადდა. შემტევმა ნახევარმცველმა კლუბში წერილი გაგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მას გრიპი აქვს.

თუმცა, როგორც გამოცემა HLN წერს, ოქრიაშვილს გრიპი არ აქვს და ის ვარჯიშზე იმიტომ არ მივიდა, რომ უთამაშებლობით უკმაყოფილოა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გენკის” სპორტული დირექტორი დიმიტრი დე კონტე ოქრიაშვილსა და მის აგენტს შეხვდება. ბელგიური ვებ-გვერდების ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი მალე კლუბს დატოვებს.

რა დაწერა გერმანელმა გულშემატკივარმა ყაზაიშვილსა და ოქრიაშვილზე

11 ოქტომბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საქართველო მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

კახა ცხადაძის გუნდის თამაში ბევრს მოეწონა, მათ შორის იყო გერმანელი ნიკო კლემენსი, რომელმაც სოციალურ ქსელ Facebook-ში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდის ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში ასეთი რამ დაწერა:

“პატივისცემა საქართველოს! თქვენმა გუნდმა კარგად ითამაშა. გერმანული პასპორტები ოქრიაშვილსა და ყაზაიშვილს.”

cats

კახა ცხადაძემ ოქრიაშვილის ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” შოტლანდია ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის 71-ე წუთზე კახა ცხადაძემ თორნიკე ოქრიაშვილი გიორგი მერებაშვილით შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ოქრიაშვილი ამ ყოველივეთი უკმაყოფილი დარჩა. ქართველმა შემტევი ცვლილების შემდეგ პირდაპირ გასახდელში გაემართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კახა ცხადაძეს კომენტარის გაკეთება ამ ინციდენტზეც სთხოვეს.

“ყოველთვის მიხარია, როცა ფეხბურთელს თამაშის ამბიცია გააჩნია. ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ”, – განაცხადა ცხადაძემ.

ცუდი მომენტი მატჩიდან რატო მცვლი შენი დედის მ***ლი მოვ***ნ შე ნაბო***რო რატო მცვლის ეს გამზრდელ მოტ****ლი?ყ**ო შენ !!! ძალიან ცუდიააა (ალეკო)

Posted by უმაღლესი ლიგა on Friday, 4 September 2015

მაკლიში: “ოქრიაშვილს მოურინიოს მსგავსი ადამიანი სჭირდება”

შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “რეინჯერსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა ბელგიური “გენკისა” და საქართველო ნაკრების ფეხბურთელზე, თორნიკე ოქრიაშვლზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მაკლიში გასული სეზონის განმავლობაში “გენკს” წვრთნიდა და ცხადია, ის ოქრიაშვილს იცნობს.

“თორნიკეს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. ოქრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებს გაუტანა.

თორნიკე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და იმ შემთხვევაში, თუ ის დისციპლინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, მას წინ დიდი მომავალი აქვს. ყველანი ვხედავთ, როგორ განავითარა ჟოზე მოურინიომ ედენ აზარი, ამრიგად, იმისათვის, რომ ოქრიაშვილი დიდი ფეხბურთელი გახდეს, მას მოურინიოს მსგავსი ადამიანი სჭირდება”, – ციტირებს მაკლიშის სიტყვებს Daily Record-ი.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე შოტლანდიას უმასპინძლებს, მატჩის თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი “გენტის” კარში, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

31 ივლისს, ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში, “გენტმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

პირველ ტაიმში, ოქრიაშვილმა მასპინძელთა კარში გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იხილეთ 2:10-დან:

რა გაუკეთა ოქრიაშვილმა მეტოქეს (ვიდეო)

ბელგიურმა “გენკმა” ქვედალიგელ “გეელთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის მცველი მშვენივრად მოატყუა.

სეზონის საუკეთესო გოლების ასეულში სამი ქართველი ფეხბურთელის გოლი მოხვდა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გასული სეზონის განმავლობაში გატანილი 100 საუკეთესო გოლია ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ ასეულში ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის გოლები მოხვდა.

საქართველო – უკრაინა 1:2

ლინცში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს 2:1 სძლია.

საქართველო 1-2 უკრაინა

გოლები: კრავეცი 57′ (0:1); კონოპლიანკა 67′ (0:2); ვაწაძე 81′ (1:2)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (ალადაშვილი 71′), კაშია (სალუქვაძე 46′), დვალი, ამისულაშვილი(კ), ნავალოვსკი, ყაზაიშვილი (ვაწაძე 71′), კობახიძე, ოქრიაშვილი (ყენია 46′), ანანიძე, ცხადაძე (ჭანტურია 46′)

უკრაინა: ბოიკო, მორიზიუკი (ტიმოშუკი 46′), ხაჩერიდი, სტეფანენკო (რიბალკა 46′), გუსევი (შევჩუკი 46′), კონოპლიანკა (ოლინიკი 76′), სელეზნევი (კრავეცი 46′), როტანი, გარმაში (სიდორჩუკი 46′), რაკიცკი, კსონზი.