ლიონელ მესი: ”ერთ დღესაც სამშობლოში დავბრუნდები”

ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მეხუთედ მოიპოვა. ”ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლაში თანაგუნდელ ნეიმარსა და მადრიდის ”რეალის” შემტევ კრიშტიანო რონალდუს აჯობა. დაჯილდოვების დასრულების შემდეგ სამხრეთ ამერიკელმა ინტერვიუ FIFA.COM-ს მისცა.

– თქვენ პრიზის მიღებისას სცენაზე ძალიან ემოციური იყავით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?

– რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოქროს ბურთს ხუთჯერ მოვიპოვებდი. 2009 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ეს ჯილდო პირველად მოვიპოვე, როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მე ვუყვარვარ, როგორც არგენტინაში, ისე მთელს მსოფლიოში. ეს წარმატება ასევე მათი დიდი დამსახურებაა.

– დაახლოებით 12 თვის უკან იყო ხმები იმის შესახებ, რომ ”ბარსელონას” დატოვებდით და კარიერიას ინგლისში განაგრძობდით. რა შეგიძლიათ, თქვათ ამის შესახებ. 
– ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. მე სიმშვიდე შევინარჩუნე,  წყნარად დავფიქრდი და მივხვდი, რომ სადაც ვიყავი, იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. საბედნიეროდ, ის წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდა.

– ნეიმარმა თქვა, რომ თქვენ მისი იდეალი ხართ, რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ნეიმარმა ”ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ ეს ბევრჯერ თქვა. ჩვენ მეგობრები ვართ და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– რა შეგიძლიათ თქვათ ლუის სუარესის შესახებ, არის თუ არა ურუგვაელი საუკეთესო გოლეადორი, რომლის გვერდითაც გითამაშიათ? 
– ”ბარსელონაში” ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, ასე რომ, ამის თქმა ძალიან ძნელია. სუარესი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

– 2015 წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში თქვენ ”რივერ პლეიტის” წინააღმდეგ ითამაშეთ, რას ნიშნავს თქვენთვის მოედანზე არგენტინული გუნდის წინააღმდეგ გამოსვლა? 
– ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ტრიბუნებზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რაც ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა. ვიცი, მათთვის ეს შეხვედრა რასაც ნიშნავდა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ და სასურველ მიზანს მივაღწიეთ.

– როდესაც ფეხბურთის მიმართ არგენტინელი ხალხის დიდ სიყვარულს ხედავთ, გიჩნდებათ თუ არა სურვილი სამშობლოში დაბრუნების? 
– დიახ. როდესაც ბავშვი ვიყავი ჩემი ოცნება არგენტინის ჩემპიონატში თამაში იყო. სამწუხაროდ, სამშობლო ძალიან ადრე დავტოვე და კარიერაში ევროპაში გავაგრძელე. ჩემი მიზანია, ერთ დღესაც უკან დავბრუნდე. თუ როდის მოხდება ეს, მხოლოდ ღმერთმა იცის.

პელემ, მესიმ ჩემი სიტყვები დაადასტურაო

„ფეხბურთის მეფე“ პელემ 2015 წლის „ოქროს ბურთის“ შედეგი შეაფასა.

„როგორც ბრაზილიელს, მიხარია, რომ ვენდეპ პირამ წლის საუკეთესო გოლისთვის პუშკაშის პრემია მიიღო. ამით ის საერთაშორისო არენაზე ბრაზილიას სახელს უმაღლებს.

გარდა ამისა, მსურს ლიონელ მესის „ოქროს ბურთის“ მეხუთედ მოგება მივულოცო. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს“, – განაცხადა პელემ

“ოქროს ბურთის” ცერემონიის წამყვანთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ფიფას “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გაუძღვებიან. ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი ჩრდილოირლანდიელი მსახიობი ჯეიმს ნესბიტი იქნება, რომელმაც ტრილოგია “ჰობიტში” გნომ ბოფურის როლი შეასრულა.

Bofur

 

მას მეწყვილეობას ინგლისელი ჟურნალისტი კეიტ აბდო გაუწევს, რომელიც “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას შარშანაც უძღვებოდა.

Kate Abdo

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილნი არიან “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი, აგრეთვე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

დუნგა თვლის, რომ ნეიმარს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ ნეიმარს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

„ხმა ნეიმარს მივეცი. მისი დრო დადგან, მიუიხედავად იმისა, რომ ყველა თითქმის ერთი დონის შემსრულებელია. გასულ წელს რონალდუ ფანტასტიკურად თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კი ის ასეთ დონეზე ვეღარ გამოდის. მესი კარგი იყო, მაგრამ შემდგომ ტრავმა მიიღო. ნეიმარი მინდოზე დაფრინავს. მან გუნდის ლიდერის როლი მოირგო. ვფიქრობ, მისი დრო დადგა“, – ციტირებს დუნგას „მარკა“.

“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა 23-კაციანი სია

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე იმ 23 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ.

სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს — ექვსი ფეხბურთელი, მადრიდის “რეალიდან” და მიუნხენის “ბაიერნიდან” კი 5-5 მოთამაშეა შეყვანილი.

დეკემბრის დასაწყისში იმ სამი მოთამაშის ვინაობა დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა საბოლოო სიაში შევლენ.

სრული სია ამგვარად გამოიყურება:

სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”), გარეტ ბეილი (უელსი, “რეალი”), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, “რეალი”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”), კევინ დე ბრეინე (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, “პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), ტონი კროოსი (გერმანია, “რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, “ბაიერნი”), ხავიერ მასკერანო (არგენტინა, “ბარსელონა”), ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), ტომას მიულერი (გერმანია, “ბაიერნი”), მანუელ ნოიერი (გერმანია, “ბაიერნი”), ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”), პოლ პოგბა (საფრანგეთი, “იუვენტუსი”), ივან რაკიტიჩი (ხორვატია, “ბარსელონა”), არიენ რობენი (ჰოლანდია, “ბაიერნი”), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, “რეალი”), ალექსის სანჩესი (ჩილე, “არსენალი”), ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”), იაია ტურე (კოტ დივუარი, “მანჩესტერ სიტი”), არტურო ვიდალი (ჩილე, “ბაიერნი”).

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

ნეიმარი „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ფავორიტს მესის თვლის

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი თვლის, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი პრაქტიკულად „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

„მესი ფავორიტია. წელს „ოქროს ბურთი“მისთვის უკლვე გამზადებულია, ის მსოფლიოს მსაუკეთესო ფეხბურთელია. ლეომ ფეხბურთში თავისი მიღწევით ეს წარმატება დაიმსახურა.

იმედია, მესის გვერდით თამაშით მეც გავიზრდები. ის ჩემი იდეალია. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს „ოქროს ბურთი“ მეც მოვიგო. რა თქმა უნდა, საუკეთესოთა სამეულში მოხვედრა მსურს, ეს ჩინებული იქნებოდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა გაფართოებული სია

ევროპულმა გამოცემებმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა გაფართოებული სია გამოაქვეყნეს. სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” ჰყავთ — 7-7 ფეხბურთელი.

ოქტომბრის ბოლოს ფიფა სიას 23 კაცამდე შეამცირებს, დეკემბრის დასაწყისში კი იმ სამი მოთამაშის ვინაობა დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა საბოლოო სიაში შევლენ.

სრული სია ამგვარად გამოიყურება:

კლაუდიო ბრავო, ხავიერ მასკერანო, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ნეიმარი, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი (ყველა – “ბარსელონა”), ჯორჯო კიელინი, პოლ პოგბა, ალვარო მორატა (ყველა – “იუვენტუსი”), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”/”ბაიერნი”, ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”/”ნიუ იორკ სიტი”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”/”ბოკა ხუნიორსი”), რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი, დავიდ ალაბა, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი (ყველა – “ბაიერნი”), გარეტ ბეილი, კარიმ ბენზემა, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოსი, ხამეს როდრიგესი, კრიშტიანუ რონალდუ (ყველა – “რეალი”), ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხავიერ პასტორე (ყველა – “პსჟ”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ჰენ მინ სონი (“ტოტენჰემი”/”ლევერკუზენი”), ვილფრიდ ბონი, იაია ტურე, სერხიო აგუერო (ყველა – “მანჩესტერ სიტი”) , ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”/”მანჩესტერ სიტი”), კევინ დე ბრეინე (“ვოლფსბურგი”/”მანჩესტერ სიტი”), დიეგო კოსტა, ვილიანი, ტიბო კურტუა, ედენ აზარი (ყველა – “ჩელსი”), უეინ რუნი, დავიდ დე ხეა (ორივე – “მანჩესტერ იუნაიტედი”), მემფის დეპაი (პსვ/”მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ ოსპინა, ალექსის სანჩესი (ორივე – “არსენალი”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ანტუან გრიზმანი, ჯექსონ მარტინესი (“ატლეტიკო”), კარლოს ბაკა (“სევილია”/”მილანი”), ჯოვანი დოს სანტოსი (“ვილიარეალი”, “ლოს ანჯელეს გალაქსი”), ხოსე პაოლო გერერო (“ფლამენგო”/”კორინთიანსი”), ედუარდო ვარგასი (“ქპრ”/”ჰოფენჰაიმი”), გარი მედელი (“ინტერი”), ალექსანდრ ლაკაზეტი (“ლიონი”), ანდრეს გუარდადო (პსვ), კარლოს სანჩესი (“რივერ პლეიტი”), მასიმო ლუონგო (“სუინდონ თაუნი”), სინძი ოკაძაკი (“მაინცი”/”ლესტერი”), ანდრე აიუ (“მარსელი”/”სუონსი”), კრისტიან ატსუ (“ევერტონი”/”ბორნმუთი”).

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

“ოქროს ბურთის” ცერემონიალის თარიღი ცნობილია

ფიფამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალის თარიღი გამოაცხადა. ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

ამ დღეს პრიზები გადაეცემათ წლის საუკეთესო მამაკაც და ქალ ფეხბურთელებსა და მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში მომუშავე საუკეთესო მწვრთნელებს. გარდა ამისა, გამოვლინდება წლის ყველაზე ლამაზი გოლი, რომლის გამტანსაც ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში “ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო.

 

რონალდუ „ოქროს ბუცის“ მოგებასთან ახლოსაა

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 2015 წლის „ოქროს ბუცის“ მოგებასთან ახლოსაა.

ამ მომენტისთვის პორტუგალიელი უახლოეს მდევარ ლიონელ მესის 8 ქულით უსწრებს. პირველ ადგილზე გასასვლელად მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში მინიმუმ 4 გოლი იმ პირობით უნდა გაიტანოს, რომ კრიშტიანუ მეტოქის კარს ვერ აიღებს.

მესამე ადგილზე კი „მანჩესტერ სიტის“ შემტევი სერხიო აგუეროა.

ამჟამად ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რონალდუ („რეალი“), 90 ქულა (45 გოლი, კოეფიციენტი – 2)
2. მესი („ბარსელონა“) 82 (41, 2)
3. აგუერო („მანჩესტერ სიტი“) 50 (25, 2)
4. სორიანო („ზალცბურგი“) 45 (30, 1.5)
5. ნეიმარი („ბარსელონა“) 44 (22, 2)
6. გრიზმანი („ატლეტიკო“) 44 (22, 2)
7. მარტინესი („პორტუ“) 42 (21, 2)
8. ზაჰავი (თელ-ავივის „მაკაბი“) 42 (28, 1.5)
9. ლაკაზეტი („ლიონი“) 40.5 (27, 1.5)
10. კეინი („ტოტენჰემი“) 40 (20, 2)
ტევესი („იუვენტუსი“) 40 (20, 2)
ბაკა („სევილია“) 40 (20, 2)

ოზილი: “შეიძლება, ოქროს ბურთი მოვიგო”

“არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მესუთ ოზილი თვლის, რომ მას ოქროს ბურთის მოგების ძალა შესწევს.

“თუ გავაგრძელებ პროგრესს და ჯანმრთელობის პრობლემები ხელს არ შემიშლის, ოქროს ბურთის მოგება შემიძლია. ეს სავსებით შესაძლებელია. ვარ მსოფლიო ჩემპიონი, ვთამაშობ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდში. ჩემი ზრდა ტრავმებმა შეაჩერეს. თავს ფიზიკურად ძალიან ძლიერად ვგრძნობ,”-განუცხადა ოზილმა BILD-ს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, გერმანელმა ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი, ხოლო ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

ოქროს აიფონი – რონალდოს ახალი საკომუნიკაციო საშუალება +ფოტო

კომპანია Golden Concept-მა მადრიდის “რეალის” სუპერ-ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს “ოქროს ბურთის” მოგების შემდეგ სპეციალური ტელეფონი გადასცა.

აღნიშნულმა კომპანიამ სოციალურ ქსელ instagram-ში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია Iphone 6, რომელიც სპეციალურად კრიშტიანო რონალდოსთვის დაამზადეს.

ეს საჩუქარი ფეხბურთელს “ოქროს ბურთის” მოგების შემდეგ გადაეცა.

ტელეფონის სავარაუდო ღირებულება – 1000 ევრო.

айфон(3)

ზიდანი: „ნოიერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშის ზინედინ ზიდანის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი „ოქროს ბურთს“ მიიღებდა, თუ მის კონკურენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ არ იქნებოდა.

„მესმის, რომ გერმანელების აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ ნოიერს უნდა მოეგო. კამათი იმაზე, იმსახურებს თუ არა იგი რონალდუზე უფრო მეტად ამ ტიტულს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და ესპანეთშიც იყო. ვფიქრობ, მანუელმა „ოქროს ბურთი“ ნამდვილად დაიმსახურა, რადგან იგი ფანტასტიკური მოთამაშეა და მან მეკარეთა თამაშის ახალი სტანდარტი დაამყარა.

ამავდროულად, რონალდუ სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია. სინამდვილეში, ნოიერს იმედიც კი არ ჰქონდა, რადგან მისი კონკურენტი კრიშტიანუ იყო“, – ციტირებს ზიდანს გერმანული პრესა.