ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარეობს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ესწრება.
პელე “ენფილდის” სპეციალური სტუმარია. ბრაზილიელი მერსისაიდული გუნდის პარტნიორმა – სარესტორნო ქსელმა Subway-მ დაპატიჟა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მატჩის 72-ე წუთი და ანგარიშია 1:2, “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ. “ლივერპული” მინდორზე ათი კაცის შემადგენლობით არის, მოედნიდან სტივენ ჯერარდი გააძევეს.