2016 წელს ხუანფრანის გაცუდებული თერთმეტმეტრიანი გახდა იმის მიზეზი, რომ მადრიდის “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩეპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერია წააგო. გავიდა ორი წელი და “როხიბლანკო”, ამჯერად, ევროპა ლიგის ფინალშია, სადაც მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელ მარჯვენა მცველს ჰკითხეს, დაარტყამს თუ არა ის პენალტს, ფინალში.
“მწვრთნელი თუ მეტყვის, რომ მეც უნდა მივიღო მონაწილეობა თერთმეტმეტრიანების სერიაში, ამას გავაკეთებ. “ატლეტიკოში” რაც ვთამაშობ, სულ ორჯერ დავარტყი პენალტი. პირველი მათგანი იყო “პსვ”-სთან შეხვედრა, რომელიც ის გამოვიყენე. ხოლო, მეორე “რეალთან” ფინალში, რომელიც ძელს მოვარტყი და სამწუხაროდ, მან ბურთი კარისკენ არ აისხლიტა. თუმცა, ახლა არანაირი შიში არ მაქვს და თუ საჭირო იყო, კიდევ ერთხელ შევასრულებ ამ დარტყმას,” – ამბობს ხუანფრანი.