“ასტონ ვილამ” პეპე რეინა ინათხოვრა

ესპანელი მეკარე ხოსე რეინა მიმდინარე სეზონს ბირმინგემის “ასტონ ვილაში” ჩაამთავრებს.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისური გუნდის კიპერი ტომ ჰიტონი დაიმთვრა და საჭირო გახდა მისი ჩანაცვლება. “ასტონ ვილამ” პეპე რეინა “მილანისგან” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

37 წლის მეკარემ იტალიის სერია А-ს წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. “ასტინ ვილას” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილი უკავია.

“ნაპოლიში” კლაუდიო ბრავოს პეპე რეინას შემცვლელად განიხილავენ

“მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯმა, კლაუდიო ბრავომ, შესაძლოა, კარიერა “ნაპოლის” რიგებში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას ბრიტანულ ცნობებზე დაყრდნობით Radio Crc ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიურ კლუბში ჩილელ მეკარეს ხოსე რეინას შემცვლელის მთავარ ვარიანტად განიხილავენ. როგორც იცით, პეპე რეინა “როსონერის” რიგებში აპირებს გადაბარგებას.

გეტყვით იმასაც, რომ ბრავოს “მილანში” გადასვლის მთავარი განმაპირობელი ფაქტორი მისი მაღალი ხელფასი უნდა გახდეს.

მეკარეებმა მუნდიალის ბურთი დაიწუნეს: “მინიმუმ 35 გოლი გავა შორეული დარტყმებით”

მსოფლიო ჩემპიონატი უკვე კარს მოგვადგა და მზადებაც დასასრულს უახლოვდება. ბოლო ამხანაგურ შემთხვევებში მუნდიალის ბურთიც გამოსცადეს, თუმცაღა შედეგები არც ისე სახარბიელო მიიღეს.

დე ხეამ ახალი ბურთი (Telstar 2018) გერმანიასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკრიტიკა: “ძალიან უჩვეულო ბურთია. ნამდვილად შეეძლოთ უკეთესის გაკეთება”.

დე ხეას მხარი პეპე რეინამაც აუბა: “დაგენიძლავებით, რომ შორი დისტანციიდან მინიმუმ 35 გოლი მაინც გავა რუსეთში გასამართ მუნდიალზე.

ამ ბურთის დამუშავება წარმოუდგენლად რთულია – უჩვეულო მასალით არის დაფარული და მისი დამორჩილება მეკარეებს ძალიან გაუჭირდებათ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.”

ბურთი ტერ შტეგენმაც შეაფასა: “შეეძლოთ, უკეთესის გაკეთებაც. ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რომ ახალ პირობებს შევეგუოთ – რადგანაც სხვა გზა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია.”

რეინა “ნაპოლის” ტიფოზებს დაემშვიდობა

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლისა” და ბერგამოს “ატალანტას” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ მასპინძელთა მეკარე პეპე რეინა გუნდის ტიფოზებს დაემშვიდობა. ცრემლმორეულმა ესპანელმა კიპერმა ქომაგების მიმართ მადლიერება გამოხატა, რის შემდეგაც მოედნის გარშემო საპატიო წრე დაარტყა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპე რეინა კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს. “სქაი იტალიას” ცნობით, პარიზულმა კლუბმა ესპანელი მეკარის სანაცვლოდ “ნაპოლის” შვიდი მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 3,5 მილიონ ევროს ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ პეპე რეინა “ნაპოლის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან ამ პერიოდის განმავლობაში 138 მატჩი ჩაატარა, ამდენივე გოლი გაუშვა, ხოლო 47 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

პეპე რეინა ესპანეთის ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

ცუდი ინფორმაცია ვრცელდება ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის.

გუნდის რიგით მეორე მეკარე, პეპე რეინა ტრავმირებულია. 34 წლის ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიში ორშაბათს ჩაატარა. იგი მომდევნო დღეს მოედანზე აღარ გამოჩენილა. როგორც გამოვკლევებმა აჩვენა, რეინას ბარძაყის ტრავმა აქვს. შესაბამისად, იგი როგორც ისრაელთან ოფიციალურ მატჩს, ასევე საფრანგეთთან ამხანაგურ დაპირისპირებას გამოტოვებს. მის მაგივრად მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ “ატლეტიკის” ახალგაზრდა მეკარეს, კეპას უხმო.

ირკვევა, რომ პეპეს ტრავმა ძალიან სერიოზული არაა. შესაბამისად, იგი “სერია ა”-ს შეხვედრაში, რომელსაც “ნაპოლი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარებს, აუცილებლად იქნება.

რეინას იგუაინის “იუვეში” გადასვლამ ფიგუს ტრანსფერი მოაგონა

“ნაპოლიდან” ტურინის “იუვენტუსში” გონსალო იგუაინის გადასვლამ პეპე რეინას 2000 წელს განხორციელებული ტრანსფერი მოაგონა, როდესაც ლუიშ ფიგუმ “ბარსელონა” მადრიდის “რეალზე” გაცვალა.

“ნაპოლის” ტიფოზებმა იგუაინის ტრანსფერი რთულად მიიღეს. ეს შეგვიძლია ფიგუს “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლას შევადაროთ”, – ციტირებს რეინას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (36 გოლი) “ნაპოლიდან” ტურინის “იუვენტუსში” 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს თანხა ორ ტოლ ნაწილად გაიყოფა და კლუბი უახლოესი ორი სეზონის განმავლობაში დაფარავს.

რეინამ სეზონში კარის მშრალად შენახვის მხვრივ დე ხეას რეკორდი გააუმჯობესა

„ნაპოლის“ მეკარე პეპე რეინა მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელი მშრალი სერიის რეკორდსმენი გახდა.

„ინტერთან“ მე-14 ტურის მატჩში, რომელიც ნეაპოლიტანელებმა 2:1 მოიგეს, ესპანელმა გოლი 67-ე წუთზე გაუშვა. აქედან გამომდინარე, ნეაპოლიტანელთა მეკარეს 534 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

წინა ხუთ შეხვედრაში რეინამ კარი მშრალად შეინახა.

აქამდე სეზონის ზოგადი რეკორდი, ამ მაჩვენებლით, დავიდ დე ხეას ეკუთვნოდა, რომელსაც 500 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მეკარემ იტალიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაუშვა.

ოფიციალურად: რეინა “ნაპოლიში” დაბრუნდა

ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, პეპე რეინა ნეაპოლში ბრუნდება.

32 წლის მეკარემ “რეკორდმეისტერებთან” კონტრაქტი თავად გაწყვიტა. ესპანელმა ამ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.

პეპემ “ნაპოლისთან” სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “ლივერპულის” კარის ყოფილი დარაჯის “სან-პაოლოზე” დაბრუნების ფინანსური დეტალები უცნობია.

რეინამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

“ბაიერნის” მეკარე პეპე რეინამ “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდის ცნობით ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ რამდენიმე ფორმალობის მოგვარების შემდეგ გამოაცხადებენ.

მოსალონდელია, რომ 32 წლის კიპერი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რეინა “ნაპოლის” ღირსებას 2013/14 წლების სეზონში იცავდა. გასული სეზონი კი “ბაიერნში” გაატარა, თუმცა ნოიერთან კონკურენცია წააგო და მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.

რეინა “ნაპოლიში” გადადის

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე პეპე რეინა “ნაპოლისთან” გააფორმებს კონტრაქტს.

“სქაი იტალიას” თანახმად, ესპანელი კიპერი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნეაპოლში სამშაბათს ჩავა, რის შემდეგაც ის კლუბთან სამწლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ პეპე რეინა 2013/14 წლების სეზონში “ნაპოლიში” განათხოვრების წესით თამაშობდა.

ესპანელმა მეკარემ “ბაიერნის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მიუნხენიდან აბარგება გადაწყვიტა.

 

რეინამ მისი კარიერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” კიპერმა პეპე რეინამ კარიერიდან საუკეთესო მწვრთნელი ამოარჩია. ასეთად ესპანელმა მეკარემ რაფაელ ბენიტესი მოიხსენია, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალს” ხელმძღვანელობს. ბენიტესი რეინას “ლივერპულსა” და “ნაპოლიში” ხელმძღვანელობდა.

“ბენიტესი ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. “ლივერპულში” კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მქონდა. იმ დროს ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვეძლო. სამწუხაროდ, ინგლისის ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ.

მომდევნო სეზონს რაც შეეხება, ჯერჯერობით “ბაიერნის” მეკარე ვარ და იმედი მაქვს, მეტი სათამაშო დრო მომეცემა”, – ციტირებს რეინას სიტყვებს “მარკა”.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტესმა “რეალში” შეიძლება სწორედ რეინა მიიყვანოს.

 

რეინა შეიძლება, “ნაპოლიში” დაბრუნდეს

ესპანელი მეკარე გუნდის შეცვლასთან ახლოსაა.

32 წლის მეკარე “ნაპოლისთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ გამოცდილი კარის დარაჯი გასულ სეზონში სწორედ იტალიაში ასპარეზობდა.

მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში “ბაიერნისა” და ნეაპოლიტანური გუნდის წარმომადგენლებს შორის იქნება შეხვედრა, სადაც რეინას ტრანსფერი განიხილება.