„ნაპოლის“ გოლკიპერმა პეპე რეინამ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„სეზონის შემდეგ „ლივერპულში“ უნდა დავბრუნდე. ამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და სეზონის ბოლოს გადაწყვეტილებას მივიღებ. არ ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ.
ამჟამად „ნაპოლიში“ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. აქ ბედნიერი ვარ. ეს სეზონი, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის, დადებითი იყო. იტალიური ფეხბურთი ინგლისურისგან განსხვავდება და ესპანურს ჰგავს. გარდა ამისა, იტალიაში უკეთესი კვებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან „ფიორენტინასთან“ თასის ფინალური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ესპანერმა კარის დარაჯმა.