ლებეფი: “გრიზმანი ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს არ იმსახურებდა”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, ფრანკ ლებეფი თვლის, რომ ანტუან გრიზმანი ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არ იმსახურებდა და რომ უეფამ ამით დიდი შეცდომა დაუშვა.

“გრიზმანი ძალიან მომწონს, მაგრამ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა. ამ არჩევანს არ ვეთანხმები.” – განუცხადა ლებეფმა RMC-ს.

“კრიტიკულები უნდა ვიყოთ. მან თავის გამოჩენა მხოლოდ მეოთხედფინალების შემდეგ შეძლო. ფინალში ორი შანსი მიიღო, თუმცაღა მათი გამოყენება ვერ მოახერხა.

მაგრამ უეფა ყოველთვის ასე მუშაობს. ისინი ყოველთვის იმ ფეხბურთელს ასახელებენ საუკეთესოდ, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

პირადად ჩემთვის, გამოსარჩევი იყო პეპე, ისევე როგორც გარეთ ბეილი, რომელმაც უელსს გზა გაუკაფა. ამ ტურნირზე რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებმაც შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა.

პეპე დიდებულ ფორმაში იყო ტურნირი დასაწყისიდან ბოლომდე. გრიზმანი კი მეორე მატჩში ჩამოაქვეითეს.”

პეპე: “ყველაფერი მოედანზე დავტოვეთ, სხვაგვარად ვერც მოვიგებდით”

პორტუგალიისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კეპლერ პეპემ ევრო 2016-ის ფინალში მოპოვებული დიდებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ბევრი ვიწვალეთ, ძალიან ინტენსიური მატჩი იყო. მედგრად ვიბრძოდით. ძალიან ბევრი უნდა გვემუშავა და უფრო მოკრძალებულები უნდა ვყოფილიყავით მოედანზე, სხვაგვარად ვერ მოვიგებდით. ყველაფერი მოედანზე დავტოვეთ, ეს ერთადერთი გზა იყო გამარჯვებისაკენ.

ჩვენ პორტუგალიას წარმოვადგენდით, ლამაზ ქვეყანას, ემიგრანტების ქვეყანას და ჩვენ თითოეული მათგანის სახელით ვიბრძოლეთ.

ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით, როცა ჩვენი ლიდერი დავკარგეთ. დავკარგეთ ლიდერი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. მაგრამ ჩვენ მებრძოლები ვართ, ვთქვით, რომ მოგება შეგვეძლო, გავედით და მოვიგეთ კიდეც.”

ფინალის დასრულების შემდეგ პეპეს პირღებინება ჰქონდა (ფოტო)

დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიამ საფრანგეთი ედერის გოლის წყალობით 1-0 დაამარცხა.

ინციდენტს ჰქონდა ადგილი შეხვედრის დასრულების შემდეგ. “სელესაოს” ერთ-ერთ ლიდერს, კლეპერ პეპეს მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ პირღებინება ჰქონდა.

pepe

ალვარო არბელოა: “აი რა ხდება, როდესაც საუკეთესო ცხრიანს სახლში ტოვებ”

როგორც იცით, ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის ფინალური მატჩი, რომელშიც ყველასათვის გასაკვირად გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებმა მოიპოვა.

აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა ალვარო არბელოა, რომელიც თვლის, რომ დიდიე დეშამმა და ზოგადად საფრანგეთმა დიდი შეცდომა დაუშვა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ქარიმ ბენზემას სახლში დატოვებით.

“აი რა ხდება, როდესაც საუკეთესო ცხრიანს სახლში ტოვებთ …”

ოთარ კაკაბაძე:”საფრანგეთი პორტუგალიასთან ფავორიტია”

“ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ Fanebi.Com-თან კომენტარი “ხიმნასტიკის” ქართველმა ლეგიონერმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

“ორივე გუნდმა ძალიან დიდი ბრძოლები გადაიტანა აქამდე მოსასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ფავორიტი მაინც “საფრანგეთია”. ეს ნაკრები პორტუგალიას ბევრ ასპექტში ჯობს. თანაც, ისინი მასპინძლები არიან. ვთვლი, რომ სწორედ ფრანგები იმსახურებენ გამარჯვებას. ფინალის სტატუსიდან გამომდინარე, ძალინა დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ქართველმა მარჯვენა მცველმა.

 

გიორგი ჭანტურია:”საფრანგეთს პორტუგალიაზე ბევრად უკეთესი ნაკრები ჰყავს”

Fanebi.Com-ი უკავშირდება ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს და მათ “ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ სთხოვს თავიანთი აზრის დაფიქსირებას. ამჯერად, ჩვენი საიტის რესპოდენტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურიაა, რომელიც საინტერესოდ საუბრობს ნახსენებ დაპირისპირებაზე.

“პირდაპირ ვიტყვი, საფრანგეთს პორტუგალიაზე ბევრად უკეთესი ნაკრები ჰყავს და მინდა, რომ  ტურნირის დასკვნითი მატჩი სწორედ მათ მოიგონ. მასპინძლების ლიდერი, ანტუან გრიზმანი ამას ნამდვილად იმსახურებს.”

“რაც შეეხება მატჩის სცენარს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს… ვფიქრობ, რომ დაძაბული შეხვედრა იქნება: თამაშის სადავეებს ფრანგები პირველივე წუთებიდან ჩაიგდებენ ხელში და პორტუგალია კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდება,” – განაცხადა “ურალის” 23 წლის შემტევმა.

გარი ლინეკერი პეპეს არ ეშვება: “ის გიგანტური *** არის”

გარი ლინეკერმა კიდევ ერთხელ იხმარა უცენზურო სიტყვები სოციალურ მედიაში და ამ სიტყვების ადრესატი კვლავ პორტუგალიისა და მადრიდის “რეალიც” ცენტრალური მცველი, კეპლერ პეპე იყო.

მას შემდეგ, რაც დადი ბოდვარსონი ჩვეულებრივ ორთაბრძოლაში პეპეს შეეჯახა, ის ძირს დაეცა და საპირისპირო შეტევა განახორციელა – განძრახ მიარტყა ფეხი ისლანდიელთა ფეხბურთელს.

მიუხედავად იმისა, რომ პეპე წითელ ბარათს გადაურჩა, მან თავიდან ვერ აიცილა გარი ლინეკერის ლანძღვა: “პეპე გიგანტური *** არის.” – ვკითხულობთ მის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინგლისელმა პორტუგალიელი მსგავსი სიტყვით აღწერა, აქამდე ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს მოხდა, როცა პეპემ მარტივად რომ ვთქვა: ისიმულიანტა.

ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე?

გაინტერესებთ, ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე? გთავაზობთ რეიტინგს ..

10. პეპე | პორტუგალია | 11 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

9. ჟერარ პიკე | ესპანეთი | 18.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

8. სერხიო რამოსი | ესპანეთი | 20.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შევედეთი | 24.5 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

6. უეინ რუნი | ინგლისი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

5. იკერ კასილასი | ესპანეთი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

4. ანდრეს ინიესტა | ესპანეთი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

3. გარეთ ბეილი | უელსი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

2. მესუტ იოზილი | გერმანია | 30.3 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

1. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | 112 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

პეპე “მილანურ ცრემლებზე”: “რატომღაც მეგონა, რომ წავაგებდით”

მადრიდის “რეალის” ვეტერანმა მცველმა, კეპლერ პეპემ ესპანურ მედიასთან ჩემპიონთა ლიგის მოგებასთნ დაკავშირებულ ემოციებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “რეალმა” მილანში “ატლეტიკო” დაამარცხა (პენალტების სერიაში, 5:3) და ჩემპიონთა ლიგა მეთერთმეტეჯერ მოიგო.

“რთულია ამის ახსნა. ტირილი დავიწყე მაშინ, როდესაც ლუკას ვასკესმა სრულიად მშვიდად მოახერხა პენალტის გატანა უდიდესი რწმენის ხარჯზე.

ემოციებს ავყევი, რამეთუ რატომღაც ვგრძნობდი, რომ უნდა წაგვეგო. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა სერხიო (რამოსმა) გვითხრა, რომ პენალტების სერიაში ჩვენი ფანების წინ ვიდგებოდით.

მხოლოდ მაშინ ვტიროდი, როცა ჩვენი ჯერი იყო. ამას უბრალოდ ვერ ვხსნი, ჩემს ცოლთანაც ვისაუბრე ამაზე, მაგრამ მაინც არ მესმის. მოედანზე პირველად ვიტირე. “

პეპე: „ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი ჩავარდნა არ იქნება“

„რეალის“ მცველმა პეპემ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელიც 28 მაისს შედგება.

„ფინალში ფავორიტები არაა. ორივე გუნდი კარგადაა მომზადებული. დიდი სამუშაო შევასრულეთ, მეტოქე ძლიერია, თუმცა ჩვენი პლიუსები გვაქვს. კარიერაში ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, მაგრამ მასში მარცხი ჩავარდნა არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძლიერ გუნდად ვრჩებით, რომელსაც თავისი სტილიდ ა ხასიათი აქვს. ჩვენ „რეალის“ ისტორიას ვქმნით. ჩემთვის ფინალში თამაში პატივია“, – ციტირებს პეპეს „A Bola“.

პეპე: “დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო მწვრთნელი გახდება”

მადრიდის “რეალის” მცველს, კეპლერ პეპეს ეჭვი არ ეპარება, რომ მომავალში ზინედინ ზიდანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდება.

“ამ დროის მანძილზე ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ განვავითარეთ. პირველი არის გუნდური მუშაობა, მეორე კი ის რაც მოედნის გარეთ ხდება.

ზიდანი თვითონაც იყო ფეხბურთელი, ამიტომაც მან იცის რა უნდათ ფეხბურთელებს და რას ფიქრობენ ისინი. ბოლო მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია.

ზიდანი ჩვენი კლუბისთვის მითიური ფეხბურთელია. ჩვენ მას უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ და დროთა განმავლობაში ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ჩამოყალიბდება. ამაში ეჭვი არ მეპარება.” – განაცხადა მან.

პეპე, სავარაუდოდ, უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

როგორც მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი მცველ პეპეს კვლავ ტრავმა აწუხებს.

დღეს ფეხბურთელმა მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ამჟამად 32 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების პერიოდი არ სახელდება.