პერუ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად გამოეთიშა (ვიდეო)

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა “ცე” ჯგუფშიც, სადაც საფრანგეთის ნაკრები უდავო ფავორიტი გახლდათ. ორი წაგების შემდეგ იმედგაცრუებულამ პერუს ნაკრებმა ავსტრალიელები, რომლებთაც გარკვეული შანსი მაინც გააჩნდათ, დაამარცხა და ღირსეულად გამოეთიშა ასპარეზობას.

მატჩი ავსტრალიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში სამხრეთ ამერიკელები უფრო ზუსტები იყვნენ. ანგარიში კარილომ მე-18 წუთზე გახსნა.

გაშვებული გოლის შედმეგ ავსტრალიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა პერუელ მცველებთან ვერაფერი გააწყეს. გოლი კი საკუთარ კარში მიიღეს – 50-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გერერომ დააფიქსირა.

ასე რომ, “ცე” ჯგუფში პერუ სამი ქული მესამე ადგილზე გავიდა, ავსტრალია კი ერთი ქულით – მეოთხეზე.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (3 ტური)
პერუ – ავსტრალია 2:0 (1:0)
გოლები: კარილო 18′, გერერო 50′

ფარფანმა პერუს ნაკრებთან ერთად ვარჯიშისას გონება დაკარგა

პერუს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, ჯეფერსონ ფარფანმა, ვარჯიშისას დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გონება დაკარგა. ეს უკანასკნელი მაშინვე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

როგორც ცნობილი ხდება, ვარჯიშისას 33 წლის ფარფანი გუნდის მეკარე ჯერემი აგირეს შეეჯახა. სოლომონ კვირკველიას თანაგუნდელი “ხიმკი არენადან” მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Depor-ის ცნობით, ფარფანმა სერიოზულ დაზიანებას თავი აარიდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მიუხედავად ამისა, ის საავადმყოფოდან ჯერაც არ გაუწერია. ავსტრალიასთან მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საფრანგეთის ნაკრებმა პერუს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიოს 2018 წლის გათამაშებას ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები, რუსეთში წარმატებულ, თუმცა არც ისე დამაჯერებელ ასპარეზობას აგრძელებს. ავსტრალიის ნაკრების შემდეგ (2-1), ფრანგებმა პერუელები დაამარცხეს.

ფრანგებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნეს. უნდა აღინიშნოს, რომ “მამლების” აქტიურობას უპასუხოდ არც სამხრეთ ამერიკელები ტოვებდნენ.

ანგარიში პირველი ნახევრის 34-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. გატანილი გოლი შემდეგ პერუელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებდა. თუმცაღა, დიდიე დეშამის მცველებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს – 1:0.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (2 ტური)
საფრანგეთი – პერუ 1:0 (1:0)
გოლები: კილიან მბაპე 34′

დანიამ პერუ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩიც, სადაც ერთმანეთს პერუსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი მოსაგებად გამოვიდა მოედანზე და ბოლომდეც დაიხარჯა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ პერუს იღბალმა უმტყუვნა – გამარჯვება დანიას დარჩა (0:1).

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან კუევას, პერუელთა შემტევს, თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. 59-ე წუთზე კი პულსენმა შეძლო ევროპელთა დაპირისპირება.

პერუელებმა გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე, ბოლო წუთებში არაერთხელ შექმნეს ასპროცენტიანი მომენტებიც, მაგრამ ბოლო ფაზაში იღბალმა არ გაუმართლათ.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (I ტური)
პერუ – დანია 0:1 (0:0)
გოლები: პულსენი 59′

იტალიის ნაკრები შესაძლოა, მაინც მოხვდეს 2018 წლის მუნდიალზე

პერუში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურმა მოვლენებმა შესაძლოა, იტალიის ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედოს და “სკუადრა აძურამ” დიდი ტანჯვის შემდეგ, მაინც შეძლოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება.

პერუელ მაღალჩინოსნებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკოსებს პერუს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის უფლება მიეცეს, რაც ფიფას რეგულაციებს ეწინააღმდეგება.

სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, Libero ირწმუნება, რომ ამ მოვლენებმა შესაძლოა, პერუს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა გამოიწვიოს.

თუ პერუს მუნდიალზე თამაშის უფლებას არ მისცემენ, შესაძლოა, მისი ადგილი იტალიის, ჰონდურასის, საბერძნეთის, ირლანდიის, ან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა დაიკავოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პრინციპით შეირჩევა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის შემცვლელი.

პერუს პოლიციამ მესის პლაკატებით შეფუთული 1 417 კილოგრამი კოკაინი ამოიღო

პერუს პოლიციის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის ცნობით, სამხრეთ ამერიკელებმა 1 417 კილოგრამის ოდენობის კოკაინი ამოიღეს, რომელიც მესის პლაკატებით იყო შეფუთული.

როგორც ცნობილი ხდება, პაკეტებზე არა მარტო მესის, არამედ “ბარსელონას” ლოგოს პლაკატებიც იყო დატანილი, რასაც თან ესპანეთის მეფის ბეჭედიც ერთვოდა.

ამოღებული საქონელი დაახლოებით 85 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა.

წყაროს ცნობით, დამნაშავეებს კოკაინი პერუდან ბელგიაში გადაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

პერუში, მსაჯმა ფეხბურთელს საგოლე გადაცემა ქუსლით გაუკეთა (ვიდეო)

26 ოქტომბერს, პერუს ჩემპიონატში, “სპორტინგ კრისტალმა” “ხუან აურიჩი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე ავილამ გაიტანა, რომელსაც ბურთი მსაჯის ფეხიდან მიუვიდა.

კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოვეს.

კოპა ამერიკისა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კოლუმბიის ნაკრების 22 წლის მცველი ჯეისონ მურილიო დასახელდა.

Claudio Bravo

ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო ჩილეს ნაკრების კარის დარაჯ კლაუდიო ბრავოს გადასცეს.

Peru

ფეარ პლეის პრიზი პერუს ნაკრებს გადაეცა.

Vargas - Guerrero

ტურნირის ბომბარდირები პერუს ნაკრების ფორვარდი პაოლო გერერო და ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ედუარდოი ვარგასი გახდნენ, რომლებმაც ექვს მატჩში 4-4 გოლი გაიტანეს.

 

ჩილე კოპა ამერიკას პირველი ფინალისტია

კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. სანტიაგოში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა პერუს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ პერუელები უკვე მე-20 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, წითელი ბარათი ზამბრანომ მიიღო. ანგარიში კი 42-ე წუთზე, ვარგასმა გახსნა. შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე წონასწორობა მედელის ავტოგოლის შემდეგ აღდგა, თუმცა სულ რაღაც 4 წუთში ჩილელები კვალვ ვარგასის გოლით დაწინაურდნენ და შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჩილე 2-1 პერუ

გოლები: ვარგასი 42′ (1:0); მედელი 60′ (1:1); ვარასი 64′ (2:1)

 

გერერომ პერუ ნახევარფინალში გაიყვანა

კოპა ამერიკას მეოთხედფინალურ შეხვედრაში პერუს ნაკრებმა ბოლივიას დამაჯერებლად სძლია.

პერუელებს გამარჯვება ხოსე პაულო გერერომ მოუტანა, რომელმაც ბოლივილთა კარი სამჯერ დალაშქრა, რასაც მეტოქემ მორენოს მიერ გატანილი პრესტიჟის გოლით უპასუხა.

ნახევარფინალში პერუ ტურნირის მასპინძელ ჩილეს შეხვდება.

ბოლივია 1-3 პერუ

გოლები: გერერო 20′ ; 23′ ; 74′ (0:3); მორენო 84′ (1:3)

კოლუმბია პერუს დაუზავდა

კოპა ამერიაზე ც ჯგუფის უკანასკნელ ტურში კოლუმბია და პერუ ერთმაენთს გადამწყვეტ შეხვედრაში შეხვდნენ. საბოლოოდ, ფრედ დასრულებული მატჩის შედეგად პლეიოფის საგზური ორივე გუნდმა მოიპოვა.

ამრიგად, მეოთხედფინალში პერუელები ბოლივიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო კოლუმბია ძალებს გათამასების ერთ-ერთი ფავორიტთან, არგენტინის ნაკრებთან მოსინჯავს.

კოლუმბია 0-0 პერუ

პერუმ ვენესუელას ვეტერანის გოლით სძლია

კოპა ამერიკას მორიგ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ერთი გოლი აღმოჩნდა საკმარისი. პერუსა და ვენესუელას დაპირისპირება პერუელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტი გოლი 72-ე წუთზე პერუელთა 36 წლის ფორვარდმა, კლაუდიო პიზარომ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ორი ტურის შემდეგ C ჯგუფში ოთხივე გუნდის აქტივში 3 ქულაა.

პერუ 1-0 ვენესუელა

გოლი: პიზარო 72′