რის გამო გააფრთხილეს ნეიმარი პერუსთან გამართულ მატჩში (ვიდეო)

15 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:1) ნეიმარმა ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ მან მსაჯის მიერ მინდორზე წასმული სპეციალური სპრეი ხელით გაფანტა.

ვილიანის ფინტი პერუს ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

15 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:1) ვილიანმა მეტოქე შესანიშნავი ფინტით მოატყუა.

ნეიმარის ფინტები პერუს ნაკრებთან გამართულ მატჩში (ვიდეო)

15 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ნეიმარმა შესანიშნავი ფინტები გააკეთა.

პერუში ფეხბურთელმა მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა (ვიდეო)

19 მაისს, პერუს ჩემპიონატში “ლეონ დე უანუკომ” საკუთარ მოედანზე “ხუან აურიჩი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის 42-ე წუთზე, სტუმართა ფეხბურთელმა იოაჰან სოტილმა ძალიან უხეშად იმოქმედა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

პერუში, მეკარემ მსაჯს ზურგში ფეხი ჩაარტყა (ვიდეო)

პერუს ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში გაბრაზებულმა მეკარემ ჯავრი მთავარ არბიტრზე იყარა.

პერუს ჩემპიონატში მსაჯმა ხუთ წუთში ხუთი წითელი ბარათი აჩვენა (ვიდეო)

პერუს პრიმერადივიზიონის ეგიდით “ალიანსა ლიმასა” და “რეალ გარსილასოს” შორის გამართულ მატჩში (0:1) არბიტრმა რამონ ბლანკომ ხუთ წუთში ხუთი წითელი ბარათი აჩვენა. არბიტრმა შეხვედრის მიწურულს მოედნიდან მასპინძელთა ოთხი ფეხბურთელი და მათი გუნდის მთავარი მწვრთნელი გააძევა.

მატჩის შემდეგ 36 წლის მსაჯმა მოედანი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მეშვეობით დატოვა. არბიტრი მისივე უსაფრთხოების მიზნით სახლამდე პოლიციის ესკორტმა მიაცილა.

პროფესიონალ მსაჯთა ასოციაციამ რამონ ბლანკოს მუშაობა დადებითად შეაფასა.

 

შესანიშნავი კომბინაცია და 8 წამში გატანილი გოლი (ვიდეო)

პერუს თასის შეხვედრაში “უნივერსიტარიომ” “ალიანცა ატლეტიკოს” უმასპინძლა და 3:0 სძლია. შეხვედრაში კი ანგარიში მე-8 წამზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაიხსნა.

პერუელმა ფეხბურთელმა კუთხურიდან ჩაახვია (ვიდეო)

11 თებერვალს პერუს ჩემპიონატში, “სპორტინგ კრისტალმა” საკუთარ მოედანზე “სიენსინაო” მიიღო და მეტოქეკარლოს ლობატონის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მეკარე, რომელსაც თანაგუნდელი არ უნდა ენდოს (ვიდეო)

პერუსა და არგენტინის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში პერუელმა მეკარემ კურიოზული შეცდომა დაუშვა.

პერუში, ცარიელ კართან მყფომა ფეხბურთელმა ბურთს ფეხი ააცილა

27 ოქტომბერს, პერუს ჩემპიონატში “უნივერსიტარიოსა” და “ინტი გასს” შორის გამართულ მატჩში ასეთი რამ მოხდა…

იხილეთ 0:10-დან:

პერუში ხუთი ფეხბურთელის ერთდროულად “დაშავების” შემდეგ არბიტრმა მატჩი შეწყვიტა

გასაოცარი და ამასთანავე, აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა პერუს თასის ეგიდით “ბოლივარსა” და “ლა ბოკანას” შორის გამართულ მატჩში.

ადგლობრივი პრესის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში “ბოლივარის” ერთბაშად ხუთმა (!) ფეხბურთელმა უწყინარ სიტუაციაში ერთდროულად მიიღო ტრავმა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ გუნდს მატჩის შეწყვეტა სურდათ, რომელსაც ანგარიშით 1:4 აგებდა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე “ბოლივარის” ხუთი მოთამაშე მოედანზე წამოწვა, აქაოდა, ტრავმა მივიღეთო, შედეგად კიდევ ერთ გოლ გაუშვეს. მთავარ არბიტრს ამ მომენტამდე “ბოლივარის” ორი ფეხბურთელი უკვე ჰყავდა მოედნიდან გაძევებული, კიდევ ხუთი მოთამაშის “დაზიანების” შედეგად გუნდი მინდორზე ოთხი კაცითღა რჩებოდა. ფეხბურთის წესების მიხედვით, ერთი გუნდიდან მოედანზე მინიმუმ შვიდი ფეხბურთელი უნდა იყოს. შესაბამისად, მსაჯი იძულებული გახდა, 15 წუთით ადრე შეხვედრა შეეწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ მატჩი არ განახლდება. შესაბამისი კომისია მომხდარ ფაქტზე იმსჯელებს და სავარაუდოდ, “ბოლივარს” მკაცრ სანქციასაც გამოუტანს. სხვათა შორის, ამ გუნდისთვის ასეთი სანქციელი პირველი არ არის: “ბაგუა გრანდესთან” ანგარიშით 0:6 აგებდნენ და “ბოლივარის” მოთამაშეებმა მაშინაც მატჩის მიტოვება გადაწყვიტეს.

პერუში მატჩი ძროხების გამო შეწყდა

პერუს თასის გათამაშებაში ერთ-ერთი მატჩი იმიტომ შეჩერდა, რომ მოედანზე ძროხები შეიჭრნენ.