კოენტრაუმ “სპორტინგში” სამედიცინო შემოწმება გაიარა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, ფაბიო კოენტრაუ პორტუგალიაში იმყოფება, სადაც მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და სულ მალე მოაწერს ხელს კონტრაქტს “სპორტინგთან”.

როგორც ცნობილი ხდება, ლისაბონური კლუბი 29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის არენდით აყვანას აპირებს – “სპორტინგი” კოენტრაუს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოენტრაუს, რომელმაც 2015/16 წლების სეზონი “მონაკოში” გაატარა, “რიუ ავესა” და “ბენფიკას” რიგებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

კოენტრაუ “რეალს” დატოვებს

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, “რეალის” მარცხენა მცველს გუნდის შეცვლა სურს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ფაბიო კოენტრაუ “სამეფო კლუბში” სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის და ისეთ გუნდში სურს წასვლა, სადაც გარანტირებული ექნება სასტარტო თერთმეტეულში განწესება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ უკანახაზელს მილანის “ინტერი” ეპატიჟება.

კასილასისა და კოენტრაუს რეაქცია კეილორ ნავასის უხეშ შეცდომაზე (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” მცველმა ფაბიო კოენტრაუმ საკუთარი გუნდის კიპერ კეილორ ნავასს დასცინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იკერ კასილასის გვერდით იჯდა. მატჩის 74-ე წუთზე კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც “რეალის” კარში გოლი გავიდა. აღნიშნულ მომენტს რეაქციის გარეშე შეჰყურებდა კასილასი, ხოლო კოენტრაუმ კეილორ ნავასს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

 

კრიშტიანუ რონალდუმ კოენტრაუ მოიშორა [Video]

როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, კრიშტიანუ რონალდუ განაწყენებული დარჩა იმის გამო, რომ გოლი ვერ გაიტანა.

როდესაც მატჩი დამთავრდა, თანამემამულე ფაბიო კოენტრაუ მასთან მივიდა და გასაუბრება სცადა, თუმცა ამაოდ. რონალდუმ მას ხელი ჩამოაღებინა და გასახდელისკენ მარტო გაეშურა.

კოენტრაუს “მანჩესტერში” უნდა

მადრიდის “რეალის” მცველმა, ფაბიო კოენტრაუმ გუნდს მიანიშნა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა სურს.

“სამეფო გუნდის” პორტუგალიელ მცველს გუნდში სათამაშო დრო აღარ ეძლევა, ამიტომაც კრიშტიანუ რონალდუს თანამემამულე წინააღმდეგი არაა, ახალ კლუბში გადაბარგების.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კოენტრაუს შეძენის “მანჩესტერ იუნაიტედია”. პორტუგალიური პრესა იტყობინება, რომ ფაბიოსთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე კარგი ვარიანტი “მანკუნიანელებში” გადასვლა იქნება.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ “მანჩესტერში” თამაშზე უარს არ ვიტყოდი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში სასიამოვნოა. იმედი მაქვს, “რეალში” შანსი კვლავ მომეცემა, ყველაფერი სწრაფად არ ხდება, საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად დავამტკიცებ,”-განაცხადა კოენტრაუმ.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” 27 წლის მცველმა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.

მილანს კოენტრაუ სურს

“რეალის” მცველმა” ფაბიო კოენტრაუმ შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. Tuttosport ცნობით, “მილანის” 26 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით გადაბირებით დაინტერესდა და ტრანსფერის განხორციელებას იანვარში აპირებს.

პორტუგალიელი “სამეფო კლუბის: ძირითად შემადეგნლობაში ვეღარ ხვდება. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში კოენტრაუმ მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კოენტრაუ “რეალში” 2011 წელს “ბენფიკადან” გადავიდა და მადრიდულ კლუბთან ერთად ჩემპიონატის, თასის, სუპერთასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

ანჩელოტიმ კოენტრაუ სხვა კლუბში არ გაუშვა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელობას ფაბიუ კოენტრაუს დატოვება სთხოვა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მას ორი მარცხენა მცველი სჭირდება, ამიტომაც პორტუგალიელის დატოვება მინიმუმ სეზონის ბოლომდე სურს.

აღნიშნულ პოზიციაზე ძირითად ფეხბურთელად „ბლანკოსში“ მარსელო ითვლება. ამის მიუხედავად, ანჩელოტი მას სწორედ კოენტრუს შემცვლელად იყენებს.

სათქმელია ისიც, რომ აღნიშნულ პოზიციაზე თამაში ნაჩოსა და ალვარო არბელოასაც შეუძლიათ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კოენტრაუს იჯარით აყვანაზე ფიქრობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალთან“ სეზონის ბოლომდე ფაბიო კენტრაუს იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს.

როგორც ცნობილია, „წითელ ეშმაკებს“ პორტუგალიელი მოთამაშის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ფეხბურთელის წარმომადგენლის თქმით, მისი კლიენტი მანჩესტერულ კლუბში გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

ცნობისთვის, „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს კოენტრაუს დამატება ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულს სურდა, თუმცა მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

არდა თურანმა კოენტრაუს შორტი ჩახადა

როგორც იცით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ატლეტიკოს” უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, არდა თურანმა “რეალის” მოთამაშეს, ფაბიო კოენტრაუს შორტი ჩახადა.