“ბეშიქთაშმა” ფელაინის მიმართ ინტერესი დაადასტურა

მარუან ფელაინიმ ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი “მანჩესტერ იუნაიტედში”. მას სათამაშო დრო, ასე თუ ისე, ეძლევა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში, მაინც ვერ ხვდება ხშირად.

აღნიშნული სიტუაციის გამოყენებას ეცდება თურქული “ბეშიქთაში”. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კლუბის სურვილია, რაც შეიძლება მალე, ბელგიელი ნახევარმცველი დაიმატოს. ამის შესახებ რამდენიმე ინგლისური გამოცემა, მათ შორის, Goal.Com-ი იუწყება. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენის გადახდას აპირებენ თურქები ფელაინიში.

შეგახსენებთ, რომ მარუანი 2013 წელს გადაბარგდა პრემიერ ლიგაში. ამ სეზონში მან შვიდი შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლიც გაიტანა.

მოურინიო: “გავუშვებ თუ არა ფელაინის “გალათასარაიში”?

მარუან ფელაინი უკვე წლებია “მანჩესტერ იუნაიტედშია” და მაინც ვერ ამართლებს ბოლომდე იმ იმედებს, რაც მისადმი გულშემატკივარს აქვს. სატრანსფერო პერიდოის დროს მას ხშირად უკავშირებენ ამა თუ იმ კლუბს. ერთ-ერთი ასეთი თურქული “გალათასარაია”. მისმა წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვეს, რომ ბელგიელი ძალიან ახლოს იყო მათ გუნდში გადასვლასთან.

დღეს “წითელმა ეშმაკებმა” ამხანაგურ შეხვედრაში “ვალერენგას” მოუგეს. ფელაინიმ ჰენრიც მხითარიანის პასით ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, კი მატჩი ანგარიშით, 3:0 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნახსენები შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს…

“მარუანი ჩვენთვი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შესაძლოა, მისი პოზიციის სხვა მოთამაშე დავიმატოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფელაინი დაგვტოვებს. ის ძალიან გვჭირდება. მეტსაც გეტყვით,  “გალათასარაიში” ჩემი წასვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე – ფელაინის,” – განაცხადა პორტუგალიელმა.

როგორი მომენტი ვერ გამოიყენა ფელაინიმ “რეალთან” შეხვედრაში? (ვიდეო)

დღეს აშშ-ში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მანჩესტერ უნაიტედი” დაუპირისპირდნენ. მატჩი საბოლოოდ, ჟოზე მოურინიოს შეგირდების გამარჯვებით დასრულდა. “წითელმა ეშმაკებმა” ძირითადი დრო “ბლანკოსთან” 1-1 ითამაშეს, თუმცა პენალტების სერიაში 2-1 იმარჯვეს.

მატჩის 84-ე წუთზე მარუან ფელაინიმ ასეთი შანსის რეალიზება ვერ მოახდინა.

იხილეთ ვიდეო

კარიკატურა: ჟოზე მოურინიოს შეგირდები მეექვსე ადგილს მოსწყდნენ (ფოტო)

“მანჩესტერ უნაიტედმა” პრემიერ ლიგის 29-ე ტურში “მიდლსბროს” დამარცხება (3-1) მოახერხა. მოურინიოს შეგირდებიდან ფელაინიმ, ლინგარდმა და ვალენსიამ გამოიჩნეს თავი. დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქენა, “წითელი ეშაკები” მეექსვე ადგილს მოსწყდნენ და ახლა მეხუთე პოზიციას იკავებენ.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ფელაინის დიდი შეცდომა (ფოტო)

4 დეკემბერს პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ევერტონს” დაუპირისპირდა. იბრაჰიმოვიჩმა “წითელი ეშმაკები” ეფექტური გოლით 42-ე წუთზე დააწინაურა. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ მოურინიოს შეგირდებს ეს მატჩი მინიმალური ანგარიშთ უნდა მოეგოთ, თუმცა 85-ე წუთზე ფელაინი შევიდა მოედანზე. მან შესვლიდან 4 წუთში უხეშად ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და “ევერტონს” პენალტის დარტყმის უფლება მისცა. საბოლოოდ, ლეიტონ ბეინსმა იგი გამოიყენა და შეხვედრაც, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

ეს სიტუაცია ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

“უოტფორდი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”; 5 რამ, რაც ამ მატჩიდან ვისწავლეთ

გუშინ პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ერთმანეთს “უოტფორდი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორიტები, რა თქმა უნდა, “წითელი ეშმაკები” იყვნენ, რომლებსაც ამ მეტოქესთან 30 წელი არ ჰქონდათ წაგებული. ამას რომ თავი დავანებოთ, მოურინიოს შეგირდებმა წინა ტურში მანჩესტერული დერბი დათმეს და ახლა მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კლუბმა საშინელი თამაში აჩვენა და “უოტფორდთან”, ანგარიშით, 1-3 დამარცხდა.

ამ თამაშში ძალიან ბერვი რამ გამოიკვეთა. Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ხუთი მთავარი საკითხის განხილვას, რაც “უოტფორდისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებიდან ვისწავლეთ.

1. “იუნაიტედს” უკანა ხაზში დიდი პრობლემები აქვს.

ფოტო, რომელიც დე ხეას და კრის სმოლინგის შეუთანხმებელ მოქემდებას ასახავს. ამ მომენტში ორმა თანაგუნდელმა ერთმანეთს შეუშალა ხელი, რამაც “მანჩესტერის” კართან სიტუაცია ძალიან დაძაბა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სმოლინგის პირველი შეხვედრა იყო ამ სეზონში. შარშანდლისგან განსხვავებით, ინგლისელი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. ეს ჟოზე მოურინიოს დამატებით სადარდელს უჩენს: ვინდა დააყენოს დაცვის ცენტრში ბაილთან ერთად? ბლინდი? ჰოლანდიელი ნამდვილად არაა ცენტრალური მცველი და არ გააჩნია ყველა ის საჭირო და ძირითადი თვისება, რომელიც მეკარის წინ მოთამაშე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. კრისი კი, როგორც ვთქვით, ჯერ არაა ფორმაში.

ვნახოთ, როგორი დაცვით ითამაშებს სეუ ჟოზე მომდევნო შეხვედრებში.

2. “უოტფორდი” ახალ სეზონში განსხვავებული მიზნისთვის იბრძოლებს.

მეხუთე ტურის შეხვედრაში ნამდვილად გამოჩნდა, რომ “უოტფორდს” ბოლო პერდიოდის ყველაზე კარგი შემადგენლობა ახლა ჰყავს. ესაა ძალიან დაბალანსებული და შეკრული კოლექტივი, რომელსაც ბევრი თვისებით “ლესტერ სიტისაც” კი შევადარებთ.

პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ეტენ კაპუთი, რომელმაც გუშინ “წითელი ეშმაკების” კარის ბადე შეარხია და მისი გუნდი დააწინაურა. ფრანგი ნახევარმცველი “უოტფორდის” დირიჟორია, სწორედ ის იწყებს სახიფათო შეტევებს. მოკლედ, ახლა კაპუ ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშისგან, რომელიც  შარშან “ტოტენჰემში” იყო.

“უოტფორდის” დამრტყმელ ძალას წარმოადგენს დუეტი, რომელიც ტროი დინისა და ოდიონ იგალოსგან შედგება. ამ უკანასკნელმა გუშინ “მანჩესტერს” მეორე ლურსმანი ჭაარჭო 24-ე წუთზე. რაც შეეხება დინის, იგი 7 წელია ამ გუნდში თამაშობს და ყოველთვის პროდუქტიულია.

არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვის ბურჯი, პრიოდლი, რომელიც ნამდვილად საიმედო უკანახაზელია. ასევე, სუნიგა, რომელმაც გუშინ მატჩის მიწურულს გაიტანა, ბოლო ჭანჭიკი გამოაძრო მოურინიოს მანქანას და წერტილი დაუსვა ყველაფერს.

3. “მანჩესტერის” ეს ნახევარდაცვა არ მუშაობს!

შეხვედრის შემდეგ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა და თქვა, რომ დავალებულ საქმეს იგი ნამდვილად ვერ უმკლავდება. ფრანგს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მან 5 შეხვედრაში, რომელიც “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩაატარა, ვერცერთი გოლი გაიტანა და ვერცერთი ასისტი მიიწერა ანგარიშზე. იგი ძალიან გვაგონებს იმ ფელაინის, რომელიც “ევერტონში” გუნდის ლიდერი იყო, შემდეგ “მანჩესტერში” გადავიდა და პირველ სეზონში მოედნის ცენტრში ხესავით იდგა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ბელგიელი 32.4 მილიონ ევროდ იყიდეს ინგლისელებმა. პოგბაში კი 3-ჯერ (და კიდევ უფრო მეტი) თანხაა გადახდილი. მას დროზე ესაჭიროება გონს მოსვლა.

რუნი? გუნდის ლიდერი? არაფერი ეტყობა, საერთოდ! გუნდის ლიდერმა მაშინ უნდა ივარგოს, როცა კოლექტივს ძალიან უჭირს წარმატების მიღწევა. მან ინდივიდუალური ოსტატობოს ხარჯზე უნდა შექმნას რაღაც და ამით დაეხმაროს თანაგუდნელებს. მაგრამ, რუნი ამ ყველაფრისგან გუშინ ძალიან შორს იყო. მას ბევრჯერ ჰქონდა ბურთი, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა.

მოკლედ, ტრიო: რუნი, ფელაინი, პოგბა – არ მუშაობს!

4. ლუის ვან გაალის გავლენა ისევ იგრძნობა!

ერთი თვის წინ ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერის” ფეხბურთელებზე თქვა: “მათ ტვინებში არის ისეთი რაღაცებიც, რაც ავტომატურად მუშაობს და რისი შეცვლაც ძალიან რთულია.” მისი ნათქვამი წაგებულ შევხედრებში ახდა.

ბოლო სამ წარუმატებელ მატჩში ნამდვილად იგრძნობა, რომ ზოგი ფეხბურთელი ისევ ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდის სტილში თამაშობს. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მთლიანად კოლექტივზე.

5. “მანჩესტერი” რასაც არ უნდა აკეთებდეს, რეშფორდს მუდამ სარგებელი მოაქვს

გუშინ მარკუსმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ესაა თავხედი, აგრესიული და სწრაფი ახალგაზრდა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაც საინტერესოს შექმნას. იგი არ ერიდება ავტორიტეტებს და ნებისმიერი გუნდის კარის აღებაზეა დაგეშილი.

რეშფორდის ერთ-ერთი კარგი თვისება ისაა, რომ, რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს “მანჩესტერი”, ინგლისელი მაინც მოწოდების სიმაღლეზეა და ცდილობს ინდივიდუალურად გააკეთოს სასარგებლო რამ.

იგი ძალიან განსხვავდება ანტონი მარსიალისგან, რომელიც მარკუსზე გამოცდილი, თუმცა, უსარგებლოა.

პრემიერ ლიგა: მეხუთე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის მეხუთე ტური, სადაც ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართა.

Goal.Com-ი გვთავაზობს ამ ტურის ყველაზე ცუდ გუნდს.

პოგბამ რემსისა და ფელაინის მიბაძა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ საკუთარ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან ქერად შეიღება თმები.

აქვე გეტყვით, რომ ზუსტად  იგივე ფერის თმა აარონ რემსისა და მარუან ფელაინის აქვთ…

რის გამო მიიღო მარუან ფელაინიმ წითელი ბარათი “ჰალ სიტისთან” მატჩში (ვიდეო)

24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის 77-ე წუთზე, მანჩესტერელთა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ უხეშობისათვის წითელი ბარათი მიიღო.

გაბრაზებული ჯეკ უილშირი ფელაინის წინააღმდეგ (ვიდეო)

22 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში ჯეკ უილშირსა და მარუან ფელაინის შორის სიტუაცია დაიძაბა.

ფელაინიმ სერხიო აგუეროს დააფურთხა? (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

ფელაინიმ მილნერი შესანიშნავი ფინტით მოატყუა (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, მარუან ფელაინიმ ჯეიმს მილნერს მშვენიერი ფინტი გაუკეთა.