ლიორენტე: “იუვეში” დაბრუნება? ეს ჩემი ოცნებაა”

ესპანური “სევილიას” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ აღიარა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა ტურინის “იუვენტუსში”, რომელიც გასულ სეზონში დატოვა.

“იუვენტუსში” დაბრუნება? ამჟამად მხოლოდ სეზონის მაღალ დონეზე დასრულებაზე და “სევილიაზე” ვფიქრობ.” – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა Tuttosport-თან ინტერვიუში.

“თუმცა ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, ტურინში დაბრუნება ჩემი ოცნებაა.”

ესპანელმა ფორვარდმა “ბებერი ქალბატონის” მაისურით 66 მატჩში მონაწილეობის მიღება და 23 გოლის გატანა შესძლო.

ლიორენტე “მილანს” უახლოვდება

იტალიური პრესის ცნობით “იუვენტუსის” შემტევი ფერნანდო ლიორენტე, შესაძლოა, “მილანში” გადაბარგდეს.

მილანელებს შემტევის შეძენა მისმა აგენტებმა შესთავაზეს, რაზეც როსონერიმ მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს, რადგან მათთვის პრიორიტეტი სან სიროზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაა.

აღსანიშნავია, რომ ლიორენტეს კონტრაქტი “იუვენტუსთან” კიდევ ორი წლით აკავშირებს, მისი ხელფასი კი 4,5 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელის მიმართ ინტერესს “ლივერპული”, “ტოტენჰემი”, “ვოლფსბურგი” და “მონაკო” იჩენენ.

„ლივერპული“ ლიორენტეთი ინტერესდება

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელით ფერნანდო ლიორენტეთი ინტერესდება, რის შესახებაც ცნობას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ინგლისური კლუბი 30 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას გეგმავს.

სავარაუდოდ, ტურინული კოლუბიდან წასვლას თავად ესპანელით ფიქრობს, რადგან „იუვე“ ცოტა ხნის წინ  მარიო მანჯუკივიჩითა და პაულო დიბალათი გაძლიერდა.

ლიორენტეს “იუვენტუსიდან” წასვლის შანსი აქვს

ფერნანდო ლიორენტესადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს. დასრულებულ სეზონში 30 წლის ესპანელმა “იუვეს” ძირითადში ადგილი დაკარგა. სეზონის ბოლო მასიმილიანო ალეგრი უპირატესობას მორატა-ტევესის დუეტს ანიჭებდა.

ცნობილია, რომ ზაფხულში ტურინული კლუბის შემადგენლობაში პაულუ დიბალა გადავა. გარდა ამისა, კლუბი მარიო მანჯუკიჩის გადაბირებასთანაც ახლოსაა.

Sky Italia-ს ცნობით, ფერნანდოს შეძენა “ვოლფსბურგს”, “გლადბახს” და “მონაკოს” სურთ. “იუვენტუსისთვის” კი ლიორენტეში აღებული ნებისმიერი თანხა პლიუსი იქნება, რადგან ტურინელებმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმეს.

ლიორენტე: „იუვენტუსს“ „რეალის“ დამარცხება შეუძლია“

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ლიორენტემ მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის მოახლოებულ ორმატჩიან დაპირისპირებაზე საუბრა.

„რეალთან“ მატჩის გარდა, სხვა თემაზე კონცენტრაცია რთულია. ჩვენ იდეალურად უნდა ვითამაშოთ, რადგან მეტოქე შეცდომებს არ გვაპატიებს.

ვფიქრობ, „რეალისტვის“ პრობლემების შექმნა შეგვიძლია. გასული სეზონის ჯგუფირ ეტაპზე ამთთან კარგად ვითამაშეთ. მაშინ ტურინში უნდა მგოვეგო, მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლიორენტემ.

„ატლეტიკო“ ლიორენტეთი დაინტერესდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველით ფერნანდო ლიორენტეთი დაინტერესდა, რის შესახებაც „Sport mediaset“-ი წერს.

წყაროს თანახმად, 29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდელები 18 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იქნებიან.

მიმდინარე სეზონში ფერნანდომ იტალიის ჩემპიონატის ათ მატჩში ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ბიანკონერიში“ გადასვლამდე ლიორენტე ბილბაოს „ატლეტიკის“ ღირსებას იცავდა.

ლიორენტეს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა „იუვენტუსს“ გამარჯვება მოუტანა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში თავისი უპირატესობა უნდა გაემყარებინა, რისთვისაც ანტონიო კონტეს შეგირდებს „უდინეზე“ უნდა დაემარცხებინათ.

შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო – მასპინძლები მეტოქის კარს უტევდნენ. შორეული დისტანციიდან დე ჩელიემ რამდენიმე კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტუმართა მცველები ზუსტად თამაშობდნენ. იყო მომენტებიც, როდესაც თამაშში მეკარე ბრკიჩიც ერთვებოდა. „უდინეზეს“ კარის დარაჯმა კარლოს ტევესის დარტყმულის მოგერიება შეძლო. ტურინელები მეტოქის საჯარიმოში ხშირად კომბინირებდნენ, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში გვიდოლინის შეგირდები თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდნენ.

„იუვენტუსს“ გოლის გაშვებაც შეეძლო – ერთ ეპიზოდში შეცდომა ლეონარდო ბონუჩიმ დაუშვა, თუმცა ბუფონმა დი ნატალეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. თამაშის ნამდვილ გმირად ჯიჯი მეორე ნახევრის დასაწყისში იქცა, როდესაც კვლავ დი ნატალეს ურთულესი დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ უდინელები შორიდან ურტყამდნენ, თუმცა პრობლემა ბუფონისთვის არც ეს აღმოჩნდა.

რაც შეეხება ტურინელებს, ისინი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო სახიფათოდ მიდიოდნენ წინ. აქტიურობით ტევესი და ცვლილებაზე გამოსული ლიხშტაინერი გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ამ მატჩში თავისი გუნდისთვის 3 ქულის მოტანას ისინი უკვე ვერ შეძლებდნენ. ასეა თუ ისე, კომპენსირებულ დროში „ბებერმა ქალბატონმა“ გოლი მაინც გაიტანა – ლიხშტაინერის ჩაწოდებას ფერნანდო ლორენტეს თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა.

შედეგად, ბუფონის კარგი თამაშისა და ზემოხსენებული ზუსტი დარტყმის წყალობით, „იუვემ“ თავის აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 1:0
გოლი: ლიორენტე 90+1′

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი, პირლო (პოგბა 15′), მარკიზიო, დე ჩელიე (კვალიარელა 76′), ტევესი, ლიორენტე

„უდინეზე“: ბრკიჩი, ერტო, დანილო, დომიცი, სილვა, ლაცარი, ალანი, ფერნანდეში (ბადუ 61′), პერეირა (მაიკოსუელი 88′), ბასტა, დი ნატალე

გაფრთხილებები: ლიორენტე, კვალიარელა – ერტო

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 3 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება „უდინეზეს“, გვიდოლინის გუნდი ამჟამად 16 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში კონტეს გუნდი „ბოლონიას“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზე“ – „ნაპოლის“.

მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი კი ხვალ და ზეგ შედგება. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ მიიღებს, ხოლო ზეგ „ლაციო“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

ალექსანდრე მატევოსოვი