ტორესი: „ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს“

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით დაკმაყოფილებას არ აპირებს და ტურნირის მოგებას ისახავს მიზნად.

„ზოგჯერ, როდესაც „ბაიერნის“ დონის სუპერგუნდების წინააღმდეგ თამაშობთ, ისე ვერ გამოდიხართ, როგორც გეგმავთ. მიუნხენელები ძალიან სწრაფად თამაშობდნენ, ისინი მატჩის პირველ ტაიმს აკონტროლებდნენ და ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია შევცვალეთ, კონტრშეტევებში წავედით და სწრაფ პრესინგს მივმართეთ. შედეგად, გატანა მოვახერხეთ.

ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს. იმის მიღწევა შეგვიძლია, რისთვისაც „ატლეტიკოს“ არც ერთ ფეხბურთს მიუღწევია. მნიშვნელობა აქვს აქვს, ფინალში ვის შევხვდებით. ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ“, – ციტირებს ტორესს BBC.

სიმეონე: „უახლოეს დღეებში ტორესის მომავალი გაირკვევა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბი თავდამსმხელ ფერნანდო ტორესის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

„ტორესმა „ბარსელონასთან“ ძალიან აკრგად ითამაშა. შემდეგ მატჩს ის კვლავ სასტარტოში დაიწყებს.

დარჩება თუა რა ის კლუბში მომავალი სეზონისთვის? უახლოეს დღეებში კლუბი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს“, – ციტირებს არგენტინელს Goal.com-ი.

ტორესი გამოჯანმრთელდა

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მუხლის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ორშაბათს თანაგუნდელებთან ერთად შეუზღუდავად ივარჯიშა. მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ტორესი პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის განაცხადშიც შეიყვანა.

ამჟამად „ატლეტიკოს“ ლაზარეთში სტეფან სავიჩ და ტიაგო მენდეში რჩებიან.

ფერნანდო ტორესი “ბარსელონაში”?

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი, რომელიც ამ დრომდე “მილანის” საკუთრებაა, შესაძლოა, “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

“ასის” ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამა წლის 30 ივნისს ეწურება, სარეზერვო ფორვარდობა სურს. ტორესის მიმართ ინტერესს MLS-ის იაპონიის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბებიც იჩენენ.

ფერნანდო ტორესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

 

შევჩენკო, როგორც აბრამოვიჩის გაფუჭებული – მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ცუდი ტრანსფერები

Fanebi.com წარმოგიდგნთ ფეხბურთელებს, რომელთაც თავიანთში გადახდილი “ზღაპრული ფასის” მიუხედავად, მინიმუმის ჩვენებაც ვერ შეძლეს.

სტატიაში გარდაუალად მოხვდა ანხელ დი მარია, რომელიც გასულ სეზონში შეუერთდა “მანჩესტერს” და უკვე კლუბს ტოვებს. ინგლისელებს არგენტინელში 60 მილიონის გადახდა მოუწიათ, ახლა კი 15 მილიონიან წაგებაში არიან. აღსანიშნავია, რომ სიაში ერთ-ერთი ფეხბურთელი ოქროს ბურთს ფლობს.

კაკა(“რეალი”, 2009 წელი)

შეძენილი: “მილანიდან” 56 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 56 მილიონი ფუნტი

მადრიდში “მილანის” ბრაზილიელ ვარსკვლავზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თუმცა, კაკას ტრანსფერს მალევე კრიშტიანუ რონალდუს გადმოყვანა მოჰყვა და იმ დროს 27 წლის შემტევის კონტრაქტი “სამეფო გრანდმა” ვეღარ გააუქმა. 120 მატჩში, ბრაზილიელმა მხოლოდ 29 გოლი გაიტანა და მადრიდისტების მოლოდინი ვერ გაამართლა.

ფერნანდო ტორესი(“ჩელსი”, 2011 წელი)

შეძენილი: “ლივერპულიდან” 50 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 50 მილიონი ფუნტი

“ჩელსისთვის” ფერნანდო ტორესის გადაბირება სავსებით გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან ესპანელი “ლივერპულში” ბრწყინავდა და არავის გაუკვირდებოდა, რომ პრემიერ ლიგაში ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდებოდა. ფერნანდომ, როგორც “არისტოკრატმა” მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიტანა ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გოლი, მაგრამ ის ავანსები, რომელიც ტორესზე იყო გაცემული, საერთოდ ვერ გაამართლა.

fernandotorres-chelseacropped

ანდრეი შევჩენკო(“ჩელსი”, 2006 წელი)

შეძენილი: “მილანიდან” 30.8 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “დინამოში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 30.8 მილიონი ფუნტი

“სტემფორდ ბრიჯზე” უკრაინელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით გადავიდა, თუმცა ანდრიუს ამან არ უშველა და 49 პრემიერ ლიგურ მატჩში მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა. შევჩენკოს თითო გოლი აბრამოვიჩს 3.4 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ენდი კეროლი(“ლივერპული”, 2011 წელი)

შეძენილი: “ნიუკასლიდან” 35 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ვესტ ჰემში”: 15.5 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 19.5 მილიონი ფუნტი

“ლივერპულის” კეროლში გადახდილი თანხა ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ცხადი იყო, რომ ინგლისელი ამდენი არ ღირდა და არც ტორესის შემცვლელი იყო, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ფერნანდოც მერსისაიდელებს ბოლო დღეს გაექცათ მოსისხლე გუნდში და “წითლები” იძულებულნი გახდნენ, “ნიუკასლის” მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

ანხელ დი მარია(“მანჩესტერი”, 2014 წელი)

შეძენილი: “რეალიდან” 59.7 მილიონი ფუნტი
გაიყიდა “პსჟ”-ში: 44.4 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 15.3 მილიონი ფუნტი

შემოდგომაზე ლუი ვან გაალსა და ანხელ დი მარიას შორის კონფლიქტი მოხდა. ზუსტად 1 წლის წინ, ჰოლანდიელმა არგენტინელში ზღაპრული თანხა გადაიხადა, თუმცა გასულ სეზონის მეორე წრე დი მარიამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. საინტერესოა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი, “მანჩესტერმა” ერთ სეზონში რეგრესისკენ გაუშვა.

di Maria

რობინიო(“მანჩესტერ სიტი”, 2008 წელი)

შეძენილი: მადრიდის “რეალიდან” 32.5 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: 15 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 17.5 მილიონი ფუნტი

ბრაზილიელი ვარსკვლავის “ქალაქელთა” რიგებში გაწევრიანება, ჯერ კიდევ შეიხების დიდი პროექტის დასაწყისი იყო, რომელსაც “ჩელსი” უნდა ჩაეძირა. რა თქმა უნდა, ტრანსფერში გადახდილმა ასტრონომურმა ფასმა ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედა და გაცემული ავანსები საერთოდ ვერ გაამართლა.

ემანუელ ადებაიორი(“მანჩესტერ სიტი”, 2009 წელი)

შეძენილი: “არსენალიდან” 25 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ტოტენჰემში”: 5 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 20 მილიონი ფუნტი

როდესაც ფერადკანიანი შემტევი “არსენალში” იყო, პუბლიკას ყველაფერი დაუმტკიცა. შემდეგ კი შემოვიდა მოდაში, რომ ტონგოელ ფორვარდში დიდი ფული უნდა გადახდილიყო. ადებაიორმა “ტოტენჰემში” გადასვლის შემდეგ, ძალიან მალე დაკარგა მწვრთნელის ნდობა და სათადარიგოთა სკამის ერთგული წევრი გახდა. 2012 წელს ემანუელმა “რეალში” იჯარის წესით თამაშიც მოახერხა.

ხუან სებასტიან ვერონი(“მანჩესტერი”, 2001 წელი)

შეძენილი: “ლაციოდან” 28,1 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ჩელსიში”: 15 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 13,1 მილიონი ფუნტი.

ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შემდეგ მისი ყველაზე დიდი შეცდომები აღიარა და ერთ-ერთი არგენტინელი გარემარბის დამატება იყო. “ოლდ-ტრაფორდზე” ვერონმა ორი სეზონი დაჰყო და ინგლისის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ მისი წვლილი ამ საქმეში ნამდვილად არ ყოფილა.

VERON

კარლოს ტევესი(“მანჩესტერ სიტი”, 2009 წელი)

შეძენილი: “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 25.5 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “იუვენტუსში: 12 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 13.5 მილიონი ფუნტი

“მანჩესტერ სიტის” ისტორიაში კარლოს ტევესი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შემდეგ კლუბს, ფანებსა და ფეხბურთელს შორის განხეთქილებას მოხდა და 13.5 მილიონ ფუნტის წაგების მიუხედავად, არგენტინელის “იუვენტუსში” გაშვება მოუწიათ.

2014/2015 წლის სეზონის 5 საუკეთესო სოლო-გოლი

Fanebi.Com შემოგთავაზებთ გასული სეზონის 5 საუკეთესო სოლო-გოლს.

1. ლეო მესის გოლი “ბილბაოს ატლეტიკთან”. არგენტინელს ყოველთვის სჩვევია ასეთი გენიალური მოძრაობების შემდეგ გოლის გატანა და არც ეს სეზონი დატოვა შედევრის გარეშე. 27 წლის ვარსკვლავის სოლო-გოლი გასული სეზონის საუკეთესოა.

leo

2. 31 წლის ვეტერანმა მისი თანამემამულის მსგავსად ნამდვილი შედევრი შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ კარლოსს მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა, საუკეთესო გოლებითურთ.

tevez

3. შეიძლება ითქვას, რომ ბერძენ მცველს “რომაში” საკმაოდ ნაყოფიერი სადებიუტი სეზონი ჰქონდა. მართალია, უტიტულო, თუმცა მან მოახერხა გუნდის სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მისი რომაული კარიერიდან კი იყო გოლი მილანის “ინტერის” კარში. 30 წლის ცენტრალურმა უკანახაზელმა გაიარა ნახევარი სტადიონი და უძლიერესი დარტყმით აიღო ჰანდანოვიჩის კარი.

Снимок

4. ფერნანდო ტორესს “ატლეტიკოში” განსაკუთრებულად დახვდნენ გუნდის გულშემატკივრები. “ვისენტე კალდერონზე” იანვარში “უძღები შვილის” დაბრუნება მოხდა. მართალია, ამ დროში მან ვერ გაიტანა ბევრი გოლი, მაგრამ საწყისს წუთებში დალაშქრა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” კარებები. ყველაზე ლამაზი გოლი კი “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამოუვიდა, რომელიც ბევრს ტორესის გოლს “მანჩესტერის” წინააღმდეგ გაგახსენებთ.

fernnado

5. ლუიშ ნანი სეზონის დაწყებამდე იჯარით პორტუგალიაში დაბრუნდა. იგი იქაურ გულშემატკივარს განსაკუთრებით უყვარს. 28 წლის შემტევი ბევრი ვერაფრით დაეხმარა მის მშობლიურ გუნდს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, “მარიბორის” წინააღმდეგ ნამდვილი შედევრი შექმნა.

nani

ტორესს კარიერის „ატლეტიკოში“ დასრულება სურს

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება მადრიდულ კლუბში სურს.

„ციკლისა და კარიერის დასრულებას აქ, „ატლეტიკოში“ ვისურვებდი. წარმატებული სერიის მჯერა. ჩემი გზა აქ დავიწყე და ვფიქრობ, რომ კარიერის დასასრულებლად ეს ჩინებული ადგილია“, – განაცხადა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ ელ ნინიო „ატლეტიკოში“ იანვარში დაბრუნდა.

განრისხებული ფერნანდო ტორესი მსაჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

2 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

შეხვედრის პირველ ნახევარში, მადრიდელთა თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილი იყო. ერთ ეპიზოდში, 31 წლის ფეხბურთელი ძალიან გაბრაზდა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

TOP 10: ფეხბურთელები რომლებმაც მიმდინარე სეზონში კარიერის გადარჩენა შეძლეს

მიმდინარე სეზონში რამდენიმე მოთამაშემ, რომლებსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და იმედები ვერ გაამართლეს, საკუთარი კარიერის რეანიმირება შეძლეს და კვლავ გაიბრწყინეს.

ფერნანდო ტორესი

“ჩელსიში” ტრანსფერის შემდეგ ესპანელს მხოლოდ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰქონდა – ჩემპიონთა ლიგაში გამაჯრვება. მთლიანობაში კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფორვარდი დაცინვის მთავარ ობიექტად იქცა. თუმცა, მშობლიურ “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდეგ ფერნანდომ ახალგაზრდობა გაიხსენა და გულშემატკივრების გულიც კვლავ მოიგო. შესაძლოა, ის ძველებურად შედეგიანი არ არის, მაგრამ გუნდისთვის სარგებელი ნამდვილად მოაქვს.

ფრანკო დი სანტო

პრემიერლიგაში დი სანტო არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მხოლოდ მუდმივი იჯარებით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. თუმცა, ბუნდესლიგაში ფრანკო შესანიშნავად ათამაშდა. “ვერდერი” მისი გუნდი აღმოჩნდა. არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 12 გოლის გატანა 20 შეხვედრაში მოახერხა.

ეშლი იანგი

მარადიულად პერსპექტიული ფეხბურთელი 29 წლის ასაკში გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებდა და მხოლოდ ცნობილი “დაივერი” სახელი მოიხვეჭა. ლუი ვან გაალი “მანჩესტერში” მოსვლის დროს მის გაყიდვასაც ფიქრობდა, თუმცა იმ პერიოდში იანგზე მოთხოვნა ფაქტობრივად არ იყო. ახლა კი ჰოლანდიელი სპეციალისტისტის იანგი ერთ-ერთ საჭირო მოთამაშედ იქცა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის “სიტისთან” დერბიში იყო.

ალექს სონგი

ერთ დროს “არსენალის” შეუცვლელი მოთამაშე “ბარსელონაში” უბრალოდ დაიკარგა და ზაფხულში იჯარის წესით ლონდონში დაბრუნდა, სადაც “ვესტ ჰემის” ფორმა მოირგო. ახალ გუნდში ის კვლავ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. შედეგად, სეზონის დასრულების შემდეგ სონგი კატალონიას დაუბრუნდება. თუმცა, ნათელია, რომ ინგლისში მას უკეთ გამოსდის.

მარუან ფელაინი

გასაკვირია, მაგრამ მარუანისთვის ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელის თავკაცობით პირველ მანჩესტერულ სეზონში ფელაინიმ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ვან გაალმა კი ნახევარმცველის შესაძლებლობები ოპტიმალურად გამოიყენა. რაც მთავარია ფელაინის გუნდისთვის სარგებელი და ქულები მოაქვს.

სტიუარტ დაუნინგი

“ლივერპულმა” დაუნინგში დაახლოებით 23 მილიონი გადაიხადა, რაც ახლა რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მიუხედავად ასეთი სოლიდური ტრანსფერისა ფეხბურთელი “წითლების” ძირითადის სტაბილური წევრადაც ვერ იქცა, რამაც მისი ლივერპულიდან წასლვა გარდაუვალი გახადა. მიმდინარე სეზონი დაუნინგისთვის ნამდვილად გამორჩეულია. 2012 წლის შემდეგ ფეხბურთელი ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

ფრანსის კოკლენი 

ფრანგმა საყრდენამ “არსენალის” ძირითადში მოსახვედრად ბევრი იბრძოლა, მაგრამ “მანჩესტერთან” 2:8-ს მსგავსი მატჩები მის შანსები უარყოფითად მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, კოკლენისთვის ნანატრი დრო დადგა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელი ძალიან დამაჯერებელია და მოედანზე რაციონალური თამაშით გამოირჩევა.

ლიუკ დე იონგი

ახალგაზრდა ჰოლანდიელზე ახალგაზრდულ წლებში დიდ იმედებს ამყარებდნენ და მას ახალ ნისტელროისაც კი ეძახდნენ, თუმცა გერმანიაში და ინგლისში ძალიან ცუდი სეზონნების შემდეგ ის ჰოლანდიას დაუბრუნდა, სადაც პსვ-ს ფორმა მოირგო და ერთ-ერთი გამორჩეულიც გახდა.

ჟერემი მენეზი

გასულ სეზონში პარიზში მენეზი ათასში ერთხელ თუ გაიბრწყინებდა, მაგრამ “მილანში” გადასვლსის შემდეგ ის გუნდის და ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე გახდა. მიმდინარე სეზონში სერია ა-ში გატანილი 16 გოლით ის ნამდვილი ლიდერია.

ბას დოსტი 

“ჰერენვენში” 2011/12 წლებში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ დოსტი “ვოლფსბურგი” გადავიდა, სადაც სათადარიგოთა სკამზე ადგილი მისთვის ყოველთვის გარანტირებული იყო. მაგრამ, მიმდინარე სეზონში მან ოთხნახევარ თვეში 15 გოლის გატანა შეძლო. გასაკვირი არ არის, რომ მარტის ბოლოს ის ჰოლანდიის ნაკრებში მიიწვიეს.

 

ტორესი: “სიმეონეს სახიათი “ატლეტიკოს” ამოძრავებს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდული დერბი გველის — “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ. “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ დიეგო სიმეონემ იცის, როგორ მოამზადოს გუნდი ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ.

“სიმეონეს როგორც ფეხბურთელის და მწვრთნელის ხასიათი გუნდს საბრძოლო განწყობაზე აყენებს. მან იცის, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც უნდა იცოდეს, რა შეუძლია. ჩვენმა გუნდმა უნდა იცოდეს ძლიერი და სუსტი მხარეები”, – ტორესის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მილორად მაჟიჩის ხელმძღვანელობით სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ტორესი: “ენფილდზე” დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება”

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” 29 მარტს საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მერსისაიდული გუნდის ყოფილი ფეხხბურთელები, მათ შორის მადრიდის “ატლეტიკოს” ამჟამინდელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესიც, რომელმაც აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რომ “ენფილდზე” დავბრუნდები, სადაც ძალიან კარგი დრო და ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. იქ დაბრუნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იქნება.

მეამაყება, რომ ჯერარდმა ამ საქველმოქმედო შეხვედრაში მიმიწვია. ძალზედ ემოციური დღე იქნება, ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდები: სტივის, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია, პეპე რეინას, ჩაბი ალონსოს.

გარდა ამისა, მოუთმენლად ველოდები თავდასხმის ხაზში ლუის სუარესთან ერთად
თამაშს”, – ტორესის სიტყვები “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

 

10 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი “ლივერპულის” ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა Football Daily-მ “ლივერპულის” ისტორიაში ათი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი დაასახელა.