17 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებაზე მყოფმა დონეცკის “შახტარი” ბრაზილიურ “ფლუმინენსეს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 48-ე წუთზე, დონეცკელთა შემტევმა ფერეირამ გაიტანა, წონასწორობა კი 82-ე წუთზე მაგნომ აღადგინა.
ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე უკრაინული კლუბის სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ “ფლუმინენსეს” რიგებში კატალონიის “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, რონალდინიომ ითამაშა.