„Football-Italia“: „რომა“ ტოტის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„რომა“ 39 წლის კაპიტან ფრანჩესკო ტოტის შემდეგი სეზონისთვის კონტრაქტს შესთავაზებს, წერს „Football-Italia. როგორც წყარო იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა ამაზე ბოლო მატჩების შემდეგ დაფიქრდა. გამოცემის ინფორმაციით, „იმპერატორს“ ერთწლიან შეთანხმებას იმ პირობით შესთავაზებენ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის კლუბის სტრუქტურაში მუშაობას გააგრძელებს.

აქამდე იტალიური პრესა ტოტისა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის შორის კონფლიქტის შესახებ წერდა.

ბერლუსკონიმ ფრანჩესკო ტოტისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერების შანსებზე ისაუბრა

იტალიური “მილანის” პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი თვლის, რომ მილანურ კლუბს “პარის სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნია.

“შეუძლებელია იბრაჰიმოვიჩის უკან, “მილანში” დაბრუნება. მას ჩინური და არაბული ქვეყნები ისეთ წინადადებებს სთავაზობენ, რომლებთანაც ახლოსაც ვერ მივალთ.” – განაცხადა ბერლუსკონიმ Tele Radio Stereo-სთან საუბრისას.

“მილანს” “რომას” ლეგენდარული ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის გადაბირებასაც უწინასწარმეტყველებენ, რომელსაც “მგლების” ახალ თავკაცთან, სპალეტისთან პრობლემები აქვს.

“ასევე მიუწვდომელია ფრანჩესკო ტოტიც. ასეთი ლეგენდების ყიდვა ასე უბრალოდ არ შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ტოტი “რომასთან” არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს.”

ტოტი:”ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ “რეალში” არ ვითამაშე”

ფრანჩესკო ტოტი ნანობს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. იტალიელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი გულშემატკივარი მას ძალიან თბილად მიეგება.

“სანტიაგო ბერნაბეუ” გასაოცარი სტადიონია. ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის, რომ “რეალში” არ ვითამაშე. ძალიან ემოციური დახვედრა მომიწყვეს, საოცრად თბილი ატმოსფერო იყო შექმნილი. ეს კარგა ხანს მემახსოვრება.”

როგორც იცით, რომაელთა ამჟამინდელი ბოსი, ლუჩიანო სპალეტი მისი ასპარეზობით უკმაყოფილოა, რის გამოც ტოტის ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

“მართალია გასულ კვირეებში ბევრი რამ გამოვტოვე, თუმცა ახლა მინდა, რომ მხოლოდ ამ დიდებული მომენტით დავტკბე. მომავალი გვიჩვენებს იმას, თუ რა მოხდება.” – განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

ტოტი: „მეტ პატივისცემას მოვითხოვ“

„რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი თავისი სათამაშო დროის რაოდენობით უკმაყოფილიოა.

„დღემდე თავს კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფ მოთამაშედ ვგრძნობ, თამაში ძალიან მინდა. ტრავმები წარსულშია და ის, რომ იშვიათად ვთამაშობ, მწვრთნნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. ასეთ მდგომარეობაში დარჩენა არ შემიძლია. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა გუდლასაწყვეტია. შესანიშნავად მესის, რომ ასაკის გამო ნაკლებს უნდა ვთამაშობდე, მაგრამ კარიერის ასე დასრულება არ მაწყობს. იმისთვის, რაც „რომასთვის“ გავაკეთე, მეტ პატივისცემას მოვითხოვ.

სპალეტისთან ურთიერთობა? ერთმანეთს „დილა მშვიდობისას“ და „საღამო მშვიდობისას“ ვეუბნებით, მეტი არაფერი. პრესაში ის ჩემზე კარგს ამბობს, მაგრამ პირადად მისგან მსგავსი არაფერი გამიგონია. როგორც მწვრთნელს, მას პატივს ვცემ. ვფიქრობ, სპალეტის ჩვენი გუნდის თავკაცად დასარჩენად ყველაფერი საჭირო გააჩნია.

კონტრაქტი ივნისში მეწურება. კლუბის პრეზიდენტისგან სიახლეებს ველი, რათა მდგომარეობა შევაფასო“, – ციტირებს „იმპერატორს“ „Football-Italia“.

ტოტიმ შესაძლოა, ზაფხულში კარიერა დაასრულოს

“რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის მეუღლემ, ილარი ბლაზიმ ღიად მიანიშნა იმაზე, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა წელს შესაძლოა, კარიერა დაასრულოს.

“მოვიდა დრო. ფრანჩესკო წელს 40 წლის გახდება. იგი ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, მაგრამ ვფიქრობ, მას რაღაც ახალი სურს. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: იგი ფეხბურთში დარჩება”, – ილარი ბლაზის კომენტარი ჟურნალ “ოჯი”-ში გამოქვეყნდა.

 

ტოტი ბრუნდება

“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მალე განაახლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს და იტალიის სერია A-ს უახლოეს მატჩებში თამაშიც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო. “რომას” ლიდერს მას შემდეგ არ უთამაშია.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ფრანჩესკო ტოტიმ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემაც გააკეთა.

 

ტოტი კარიერის დასრულების შემდეგ „რომაში“ იმუშავებს

როგორც Football-Italia იტყობინება „რომას“ 39 წლის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მომავალში „ჯალოროსის“ სტრუქტურაში იმუშავებს. ამის შესახებ რომაული კლუბის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

მართალია, ჯერ უცნობია, თუ კონკრეტულად რა პოზიციაზე იმუშავებს ტოტი.

დიდი ალბათობით, „იმპერატორი“ კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს.

“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

ტოტი უახლოეს მატჩს გამოტოვებს

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდის კაპიტანი ფრანჩეკსო ტოტი გენუის სამპდორიასთან იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტურის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც ცნობილია, „იმპერატორს“ ხელის ტკივილი აწუხებს. ამავდროულად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.

ამჟამად ჩესკოს მოედანზე დაბრუნების პერიოდი უცნობია.

ტოტი “რეალიდან” კასილასის წასვლის შესახებ

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ მადრიდის “რეალიდან” იკერ კასილასის წასვლის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროა, რომ კასილასი წავიდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ის დიდებული პიროვნებაა. იკერი კლუბის სიმბოლოა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Goal.com-ი.

დღეს “რომა” “რეალს” ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში ამხანაგურად გაეჯიბრება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

“რეალის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ასეთი შეხვედრები ყოველთვის პრესტიჟის საქმეა. დიდებულ გამოცდილებას მივიღებთ”, – დაამატა იტალიელმა ფეხბურთელმა.

 

რუდი გარსია: “ტოტი ყველასთვის მისაბაძი ადამიანია”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდის კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ტოტი თანაგუნდელებისთვის მაგალითია არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

“ყოველთვის ვთვლიდი, რომ დიდი ფეხბურთელები დიდი ადამიანები არიან. ისინი მოკრძალებულები, უბრალოები არიან და ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, გუნდს ემსახურონ. მოხარული ვარ, რომ აქ დამხვდა კაპიტანი, რომელიც ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ტოტის მოქმედებები მოედანზე და მოედნის ფარგლებს გარეთ ყველასთვის მისაბაძია”, – რუდი გარსიას სიტყვებს საფეხბურთო პორტალი forzaitalianfootball.com აქვეყნებს.

 

ფრანჩესკო ტოტი: “ჩვენ თანამედროვე კოლიზეუმი გვექნება” (ფოტო)

“რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის კლუბის ახალი სტადიონის პროექტი ძალიან მოსწონს.

ახალი არენა სამ წელიწადში უნდა აშენდეს და 52-დან 60 ათასამდე ადამიანს დაიტევს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს.

“რომას” ახალი სტადიონი ექნება, რომელიც მთელ მსოფლიოში წარგვადგენს. ჩვენს კლუბს დიდი ისტორია აქვს და დაიმსახურა ასეთი არენა. ეს ჩვენი თანამედროვე კოლიზეუმი იქნება, სადაც გულშემატკივრებსა და სპორტის მოყვარულებს ჩვენი თამაშითა და სხვა სპორტული მოვლენებით ტკბობის საშუალება მიეცემათ. ეს სტადიონი “რომას” ახალი სახლი იქნება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს TMW.

Stadio della Roma