ტოტი: „რომასთვის“ პრობლემა არასდროს ვიქნები

„რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მის კონტრაქტთან დაკავშირებულ თემას შეეხო.

„სიტუაციის ახსნას ვისურვებდი. კლუბის ხელმძღვანელობისთვის ან სამწვრთნელო შთაბისთვის ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არასდროს მითხოვია.

კლუბი და მფლობელები, ამ მხვრივ, ყოველთვის სწორად მოქმედებდნენ.

„რომასთვის“ პრობლემა არასდროს ვყოფილვარ და ასე მომავალშიც იქნება. მზად ვარ, გუნდს მხარს მოედანზე, სათადარიგოთა სკამიდან და ტრიბუნიდან დავუჭირო. მხარს ასევე ყველას დავუჭერ, ვინც ამ გუნდის მაისურით თამაშობს.

ამ კლუბთან ერთად ყოველთვის დიდი მიზნების მიღწევაზე ვოცნებობდი“, – დაწერა ტოტიმ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.

„რომას“ სპორტული დირექტორი: „ტოტი ყველაფერს თვითონ გვიკარნახებს“

„რომას“ სპორტული დირექტორი: „ტოტი ყველაფერს თვითონ გვიკარნახებს“

„რომას“ სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ფრანჩესკო ტოტისთან კონტრაქტთან დაკავშირებული ჭორების შესახებ ისაუბრა.

„სიტუაცია ნათელია. ტოტის კონტრაქტი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს და ჩვენ თავად ფრანჩესკოს გადაწყვეტილებას ველით. საკუთარ მომავალს მხოლოდ ის გვიკარნახებს“, – განაცხადა საბატინიმ.

ტოტიმ კარიერა, შესაძლოა, შემდეგ სეზონში დაასრულოს

ტოტიმ კარიერა, შესაძლოა, შემდეგ სეზონში დაასრულოს

იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „რომას“ ხელმძღვანელობა ვეტერან ფრანჩესკო ტოტისთვის ახალი კოტნრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.

„ჯალოროსისთან“ მოქმედი ხელშეკრულება ვეტერანს 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს. „რომას“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ ამ პერიოდამდე ჩესკო კარიერას დაასრულებს და კლუბში ადმინსიტრაციული საქმინობით დაკავდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე თავად ტოტიმ განაცხადა, რომ თამაში კიდევ სამი წლის განმავლობაში სურს.

ტოტი „ნაპოლისთან“ ვერ ითამაშებს

„რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, შესაძლოა, თავის გუნდს კვლავ ვერ დაეხმაროს.

ამჯერად „იმპერატორი“, დიდი ალბათობით, „ნაპოლისთან“ იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, „ჯალოროსის“ კაპიტანი ისევ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს. ცნობისთვის, რისკის თავიდან აცილებით მიზნით წინა თვეში რუდი გარსიამ ტოტი რამდენიმეჯერ დაასვენა კიდეც.

ტოტი „სამპდორიასთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, დიდი ალბათობით, გენუის „სამპდორიასთან“ იტალიის სერია ა-ს დღევანდელ მატჩს გამოტოვებს.

სავარაუდოდ, რუდი გარსია ვეტერანს დაასვენებს და თამაშის საშუალებას „ფიორენტინასთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მისცემს.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „რომას“ პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 35 წელს გადაცდა

Fanebi.com წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელთა ასაკმაც 35 წელს გადააჭარბა.

10. ველინგტონი – “მალაგას” 35 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქვს ნათამაშები. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის უცვლელი წევრია.

we

9. ივიცა ოლიჩი 35 წლისაა, მაგრამ “ვოლფსბურგის” თავდამსხმელს ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად დღემდე მიიჩნევენ.

ivi

8. ლუკა ტონისთვის ეს სეზონი ისეთი წარმატებული არაა, როგორც შარშან, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა 18 მატჩში მაინც შეძლო 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.

lu

7. რიკარდო კარვალიო 36 წლისაა, მაგრამ ის “მონაკოს” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა.

ca

6. “ლაციოს” 35 წლის კაპიტანი, სტეფანო მაური მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია. მან 13 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

mu

5. “მონპელიეს” 37 წლის ცენტრალური მცველი ვიტორინო ილტონი ევროპაში სტატისტიკურად საუკეთესოა. 10 მატჩში მან 2-ჯერ შეძლო გოლის გატანა.

mo

4. ანტონიო დი ნატალეს კარიერის დასრულება ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ მან ეს ვერ გაბედა, რადგან ტოტო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ის 38 წლისაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 8 გოლის გატანა მაინც შეძლო.

tot

3. “მანჩესტერ სიტის” 36 წლის ნახევარმცველი, ფრენკ ლამპარდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს.

frt

2. ანდრეა პირლო ვეტერანი ფეხბურთელის ხარჯზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ის მაყურებელს გენიალური ჯარიმებით ანებივრებს.

p

1. მსოფლიო ფეხბურთის 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი – ფრანჩესკო ტოტი.

to

ტოტი “ფიორენტინასთან” ვერ ითამაშებს?

“რომას” კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი, შესაძლოა, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარობს.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრას რომაელები ფლორენციაში, ადგილობრივ “ფიორენტინასთან” ჩაატარებს.

იტალიური პრესის ცნობით ტოტიმ ბარძაყის მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც საკუთარი გუნდის საღამოს ვარჯიში გამოტოვა. ამ ეტაპზე რომაელთა კაპიტანი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლება.

ტოტი “კალიარისთან” ითამაშებს

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ტრავმა მოიშუშა და “კალიარისთან” გასამართ შეხვედრაში საკუთარ გუნდს დაეხმარება. თუმცა, რაომელების დანაკლისი მაინც საკმაოდ დიდია. გუნდს ვერ დაეხმარებიან იტურბე, იბარბო, დე როსი, სტროოტმანი, დუმბია, ჟერვინიო, მანოლასი და ფლორენცი.

“იუვენტუსის” გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ლიდერებს შორის სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა. ამიტომ, “რომას” ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს.

ტოტი: “მთელი კვირა ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. “მგელთაგან” ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, ერთ-ერთი გატანილი ბურთი კი “სელფის” გადაღებით აღნიშნა.

შეხვედრის შემდეგ ტოტიმ ორიგინალური აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ორი გოლი მივიღეთ. ანგარიშის გათანაბრება რთული საქმე იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და დავამტკიცეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია.

მთელი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”. ახლა “სელფის” გადაღება მოდაში შემოვიდა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერც მე გავუშვებდი. ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც შესაძლოა, აღარც კი განმეორდეს. ჩემივე ტელეფონით გადავიღე. გვიდო ნანის (“რომას” მწვრთნელი) ვთხოვე, თუ გავიტანდი, ჩემთვის ტელეფონი მოეცა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football italia.

 

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

ტოტიმ “ლაციოს” კარში გატანილი გოლი “სელფით” აღნიშნა

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში ფრანჩესკო ტოტიმ მეტოქის კარში გატანილი მეორე გოლი “სელფით” აღნიშნა.

 

ფრანჩესკო ტოტის შვილმა “რომას” “ლაციოსთან” უკაპიტნა

იტალიური “რომას” კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა თავის პირველ რომაულ დერბიში მიიღო მონაწილეობა. კრისტიან ტოტიმ “ჯალოროსის” ახალგაზრდულ გუნდს “ლაციოსთან” გამართულ მატჩში უკაპიტნა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა, 9 წლის ტოტიმ კი ერთი გოლის გატანა მოახერხა.

160921-3

CRISTIAN TOTTI IN AZIONE NEL DERBY DI OGGI DELLA CATEGORIA PULCINI (tedeschi)

CRISTIAN TOTTI IN AZIONE NEL DERBY DI OGGI DELLA CATEGORIA PULCINI (tedeschi)

7122014_cristian05

CRISTIAN TOTTI IN AZIONE NEL DERBY DI OGGI DELLA CATEGORIA PULCINI (tedeschi)

CRISTIAN TOTTI IN AZIONE NEL DERBY DI OGGI DELLA CATEGORIA PULCINI (tedeschi)