ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

კარიკატურა: ჟოზე მოურინიომ ფრანკ დე ბური ენით მოახრჩო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფრანკ დე ბური პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელია.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

“კრისტალ პალასის” ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში

“კრისტალ პალასი” მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება. “არწივების” პრობლემებს ვერც ფრანკ დე ბურის დათხოვნამ და მის ნაცვლად გუნდში როი ჰოჯსონის მოყვანამ უშველა.

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ექს-თავკაცმა “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამაართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0-1).

შედეგად პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ “პალასს” ხუთი წაგება უგროვდება ისე, რომ ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. ასეთი სტარტი ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 129-წლიანი არსებობის მანძილზე არცერთ გუნდს არ ჰქონია.

სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე მყოფი “კრისტალ პალასი” მომდევნო ტურში “მანჩესტერ სიტის” ეწვევა, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსისთვის” ეცდება ქულების წართმევას.

დე ბური: “ჩემი მომავალი ახლა სხვა ადამიანების ხელშია”

“ბარნლისთან” მინიმალური ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ, “კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ოთხიდან ოთხი წაგება აქვს, პრესასთან ისაუბრა.

“მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რისი კონტროლიც შემიძლია. ასე რომ, ახლა მთლიანად ჩემს ფეხბურთელებსა და მომავალ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.

დავრჩები თუ არა “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე? ახლა ეს სხვა ადამიანების გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო გუნდისათვის.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ არა თამაშით. ვფიქრობ, ეს დასაწყისია და სწორ გზას ვადგავართ,” – აცხადებს “აიაქსის” ყოფილი თავკაცი.

“კრისტალ პალასის” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები დე ბურს უნდობლობას უცხადებენ

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის ლონდონური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Times-იც ადასტურებს.

როგორც იცით, “პალასი” ახალ სეზონს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება. დე ბურმა სამიდან სამივე მატჩი წააგო, ფეხბურთელები კი მის ტაქტიკურ თეორიებს უნდობლობას უცხადებენ.

ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ არც კლუბის ხელმძღვანელები არიან განწყობილნი დიდი სიმპათიებით. დე ბურის შესაძლო შემცვლელებად კი დუგი ფრიდმანს მოისაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსის” ყოფილმა თავკაცმა “არწივები” წელს ჩაიბარა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დე ბური: “ლივერპულში” მუშაობის შანსი მქონდა, მაგრამ უარი განვაცხადე”

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური აღიარებს, რომ “აიაქსში” მუშაობისას მას მერსესაიდის “ლივერპული” დაუკავშირდა და გუნდის თავკაცის პოსტი შესთავაზა.

“ლივერპულიდან” დამიკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს, მაგრამ წიანდადებას მაშინვე უარით ვუპასუხე, რადგანაც მზად არ ვიყავი.

ძალიან მესიამოვნა ჩემით ასეთი კლუბი რომ იყო დაინტერესებული, მაგრამ ორი წამიც კი არ მიფიქრია ამაზე. “აიაქსში” თავს ბედნიერად ვგრძნობდი და არ მინდოდა კონტრაქტი გამეწყვიტა.

იოჰან კრუიფის ასისტენტისგანაც მივიღე გზავნილი, “კამპ ნოუზე” მეპატიჟებოდნენ, მაგრამ არც ამისთვის ვიყავი მზად,” – აცხადებს დე ბური.

დე ბური: “ფანები გვარდიოლას შეიყვარებენ”

“კრისტალ პალასის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა თავის კოლეგაზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა ინგლისურ პრემიერ ლიგაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში “მანჩესტერ სიტი” უკეთ ითამაშებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მათ სათავეში მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი უდგათ. მას ყველაფერის შეცვლა შეუძლია, გუნდის ათამაშებაც.

მომავალ სეზონში სტადიონზე მისული ფანები რაღაც განსაკუთრებულს დაინახავენ, შეიძლება ყოველთვის ვერ მოიგონ, მაგრამ ფეხბურთელები მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებენ და გულშემატკივრებს ათქმევინებენ – “ვაუ, კიდევ მინდა ამის ნახვა!”.

ხალხი ათწლეული ისაუბრებს პეპის “ბარსელონაზე”. მჯერა, რომ მას “სიტიშიც” შეუძლია ასეთი რამის გაკეთება, რის გამოც ფანები მას აუცილებლად შეიყვარებენ,” – აცხადებს ფრანკ დე ბური.

ოფიციალურად: ფრანკ დე ბურმა “კრისტალ პალასი” ჩაიბარა

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “აიაქსის” ყოფილი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის ამბავს.

როგორც იცით, გასულ სეზონში “არწივებს” “დიდი სემი” წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ის მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური კი ოქტომბრის თვის შემდეგ უკლუბოდ იყო – მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი “ინტერის” მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “კრისტალ პალასში” მუშაობის შანსი მეძლევა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელმძღვანელთა და გულშემატკივართა იმედები არ გავაცრუო,” – აცხადებს დე ბური.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივნისი


“არსენალი” 135-მილიონიან მბაპეს კვლავ არ ეშვება

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ბოლოდროინდელი ჩავარდნების გადაფარვას კილიან მბაპეს სენსაციური ტრანსფერის საშუალებით აპირებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Telegraph ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეები” მბაპესთვის, რომელიც “რეალში” თამაშზე ოცნებობს და რომლისთვისაც “პსჟ” 135 მილიონ ევროს იხდის, ახალ წინადადებას ამზადებენ.


ხამესი “მანჩესტერ იუნაიტედს” ირჩევს

OK Diario-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ეპატიჟებიან.

თუმცა, წყაროს ცნობით, მადრიდელთა შემტევს კარიერის “ოლდ ტრაფორდზე” გაგრძელების ვარიანტი უფრო მოსწონს, სადაც მას ჟოზე მოურინიო ელის.


სანჩესის ტრანსფერის გავლენა

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსის სანჩესის მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემთხვევაში, კლუბს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

როგორც ცნობილი ხდება, პოლონელი თავდამსხმელი უკმაყოფილოა გერმანულ კლუბში არსებული სიტუაციით და მზადაა, “ბავარია” რომელიმე ინგლისურ კლუბში გაცვალოს.


დე ბური “კრისტალ პალასში”?

ფრანკ დე ბურს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინგლისური “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები იწვევენ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სემ ალარდაისის მუშაობით.

როგორც იცით, “აიაქსის” ყოფილმა თავკაცმა გასული სეზონი “ინტერში” გაატარა, თუმცა მისი სადებიუტო სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა.


“ჩელსი” ვან დეიკს უახლოვდება

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას Sky Italia-ც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის გადაბირებასაც “მანჩესტერ სიტიც” ცდილობდა, 60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

აგენტი: “იქნება თუ არა დე ბური ჰოლანდიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი?”

სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანი ბლინდი გაათავისუფლეს.  ჟურნალისტებმა ამ თანამდებობის დაკავების კანდიდატებად რამდენიმე სპეცილისტი დაასახელეს. მათ შორის არის ფრანკ დე ბური, რომელიც ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა.

ამ თემასთან დაკავშირებით დე ბურის აგენტმა ისაუბრა.

“ფრანკს უნდა, რომ ყოველ დღე მინდორზე იდგეს.  შესაბამისად, მას არცერთი ნაკრების მწვრთნელობა არ სურს. არა, დე ბური ნამდვილად არ იქნება ჰოლანდიის დამრიგებელი,” – განაცხადა გვიდო ალბერსმა.

 

დე ბური: “კონდოგბია ძალიან გავს პოლ პოგბას”

ჰოლანდიელმა ფრანკ დე ბურმა “ინტერის” ნახევარმცველი, ჯეფრი კონდოგბია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ახალწვეულს შეადარა და აღნიშნა, რომ კონდოგბიასაც შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, მსგავსად პოლისა.

“კონდოგბია ძალიან გავს პოგბას. ორივე მათგანი ერთ პოზიციაზე თამაშობს. მას ორთაბრძოლების მოგება და ყველაფრის მარტივად გაკეთება ევალება. მას ყველაფერი აქვს, რაც უმაღლესი დონის ფეხბურთელს მოეთხოვება.

ამასთანავე, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პროგრესირება კვლავ შეუძლია. მიუხედავად ასაკისა, ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და შესაძლებლობებიც საკმაოდ კარგი აქვს. ბევრს თუ იმუშავებს, ყველაფერი გამოუვა.” – განაცხადა “აიაქსის” ექს-თავკაცმა.

მორატი: “დე ბური “ინტერში” რაღაც ახალის აშენებას ცდილობს”

“ინტერის” ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი თვლის, რომ მილანური გრანდის ახალი მწვრთნელი რაღაც ახალის შექმნას ცდილობს.

“დე ბური “ინტერში” რაღაც ახალის აშენებას ცდილობს. ვფიქრობ, რომ ამას დრო დასჭირდება . ამაზე კომენტარის გაკეთება ჯერ ნამდვილად ადრეა.” – განაცხადა მან “პალერმოსთან” ქულების გაყოფის შემდეგ (1-1).

“ვფიქრობ, რომ მას საკუთარი იდეოლოგიები და სტრატეგიები გააჩნია. რა თქმა უნდა, სწორი გზის საპოვნელად ტესტების ჩატარებაც მოუწევს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მწვრთნელს თავისი საქმის კეთებაში ხელი შევუწყოთ.” – განაცხადა “ნერაძურის” საპატიო პრეზიდენტმა , რომლის გუნდის შემდეგი მეტოქეც “პესკარა” იქნება.