მილანური “ინტერის” ახალმა თავკაცმა, ფრანკ დე ბურმა იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტის, “იუვენტუსის” ძალები შეაფასა. “აიაქსის” ექს-მწვრთნელი თვლის, რომ “ბებერი ქალბატონი” გასულ წელთან შედარებით დიდად არ გაძლიერებულა.
“იუვენტუსს” დიდებული და ძალზედ გამოცდილი გუნდი ჰყავს. მათ გუნდში იგუაინი მოიყვანეს, მაგრამ ამავდროულად დაკარგეს პოლ პოგბა. დაცდა მოგვიწევს, რათა ვნახოთ, თუ რამდენად შეძლებენ ისინი პოგბას ჩანაცვლებას.
ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი “იუვენტუსი” იმაზე ძლიერი ნამდვილად არ არის, რაც წინა წელს იყო. დიახ, მათ დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით, თუ რამდენად შეძლებენ ისინი მათზე გაცემული ავანსების გამართლებას.
რაც შეეხება ჩემს “ინტერს”, მას ოთხი თვის შემდეგ იხილავთ. ეს ჩვეულებრივია. იანვრისთვის თავში ძალიან ბევრი მოსაზრება მექნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაძლიერო გუნდი.”