კრიშტიანო რონალდუ
ფრედი გუარინი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
იაია ტურე
გარეტ ბეილი
უესლი სნეიდერი
არიენ რობენი
ჰალკი
პოლ პოგბა
ანდრეა პირლო
კრიშტიანო რონალდუ
ფრედი გუარინი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
იაია ტურე
გარეტ ბეილი
უესლი სნეიდერი
არიენ რობენი
ჰალკი
პოლ პოგბა
ანდრეა პირლო
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისაგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
მეკარე – იკერ კასილასი
მარჯვენა მცველი – ბრანისლავ ივანოვიჩი
ცენტრალური მცველი – ჯონ ტერი
ცენტრალური მცველი – ტიაგო სილვა
მარცხენა მცველი – ფილიპ ლამი
ცენტრალური ნახევარმცველი – ანდრეა პირლო
ცენტრალური ნახევარმცველი – იაია ტურე
ცენტრალური ნახევარმცველი – ჩაბი ალონსო
მარცხენა თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდუ
მარჯვენა თავდამსხმელი – არიენ რობენი
თავდამსხმელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ ის თანაგუნდელ ანდრეა პირლოს არ უნდა შეადარონ, რადგან მისგან განსხვავებული მოთამაშეა.
“ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგან ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ანდრეა. ვფიქრობ, ბოლო დროს, ჩემი სტილი უფრო დაიხვეწა და ვცდილობ, ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო”, – ამბობს მარკიზიო.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომლებმაც თავისი თამაშითა და თვისებებით იმდენი მოახერხეს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებისგან უარყოფით ემოციებს არ იღებენ.
სანტი კასორლა
ანდრეა პირლო
ანდრეს ინიესტა
დავიდ დე ხეა
ფილიპ კოუტინიო
ბრანისლავ ივანოვიჩი
ისკო
ფილიპ ლამი
დავიდ სილვა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მატჩი ისე მოვიგოთ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატში დორტმუნდელები სასურველ პოზიციას ვერ იკავებენ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. ახლა მთლიანად მათ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ”, – ამბობს პირლო.
20 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში, “იუვენტუსსა” და “ატალანტას” შორის გამართულ მატჩში ანდრეა პირლომ მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
28 იანვარს, იტალიის თასზე, “პარმასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:1) ანდრეა პირლომ რამდენიმე მეტოქე მარტივად ჩამოიტოვა.
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცმველმა ანდრეა პირლომ ბრიტანული Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
პირლომ, რომელსაც ევროტურნირებზე სულ 130 მატჩი აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა. იტალიელმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის აწევა “მილანის” მაისურით, 2003 და 2007 წლებში მოახერხა.
მეკარე
ჯანლუიჯი ბუფონი
პირლო: “დიდი ხანია, ბუფონი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მას შეუძლია ისეთი სეივი გააკეთოს, როგორსაც სხვა ვერ შეძლებს. ასევე, ჯიჯიმ იცის, რა უნდა უკარნახოს თავისი გუნდის მცველებს, ამ დროს კი დაცვის ხაზი დამაჯერებელია.”
დაცვა
ფილიპ ლამი
პირლო: “ლამი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც შეცდომას არასოდეს უშვებს. ის “ბაიერნისთვისაც” და გერმანიის ნაკრებისთვისაც საიმედოა.”
პაოლო მალდინი
პირლო: “ძალიან ჭკვიანი მცველი, რომელსაც თამაშის წაკითხვა ყველაზე კარგად შეუძლია. როცა ის შენს გვერდით თამაშობს, მშვიდად ხარ. ვფიქრობ, მალდინი იტალიისა და “მილანის” ნამდვილი ლეგენდაა.”
ფაბიო კანავარო
პირლო: “ფაბიო ნამდვილი ლიდერია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.”
კაფუ
პირლო: “კაფუ ერთ-ერთი პირველი მარჯვენა მცველი იყო, რომელიც შეტევაში კარგად ერთვებოდა. შეტევაში კარგი თამაშის გარდა, ის დაცვაშიც საიმედო იყო.”
ნახევარდაცვა
პოლ სქოულზი
პირლო: “შესანიშნავი ნახევარმცველი. ის მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობს, ის მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ბევრს ფიქრობს. შეგიძლიათ, ნახოთ მისი ნებისმიერი პასი, მოძრაობა ან მიღებული გადაწყვეტილება, სქოულზი ძალიან ჭკვიანია.”
ჯენარო გატუზო
პირლო: “რინო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისათვის კოშმარივით იყო. ვარჯიშზეც, ის ისე თამაშობდა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყოს. ვფიქრობ, გატუზოს მსგავსი მოთამაშე ყველა გუნდს ჭირდება.”
ჩავი
პირლო: “კიდევ ერთი ჭკვიანი ნახევარმცველი. ის სირბილისთვის ბევრ დროს არ ხარჯავს, თუმცა რამდენიმე მოძრაობით, პასით ან დარტყმით მთელი თამაშის კონტროლი შეუძლია.”
თავდასხმა
კაკა
პირლო: “მახსოვს, როგორ გვეწყინა, როცა კაკამ “მილანი” დატოვა. ორი-სამი წლის განმავლობაში, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.”
ლიონელ მესი
პირლო: “მან უკვე ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს. ზედმეტ საუბარს არ ვაპირებ, ყველამ იცის, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”
ფილიპო ინძაგი
პირლო: “თამაშის მიმდინარეობისას, უმეტესად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. პიპომ იცოდა, სად გავუკეთებდი მას პასს, ხოლო მე ვიცოდი, სად იქნებოდა ის. მთავარი იყო, მისთვის შანსი მიგეცა, ის კი ამ შანსს იყენებდა.”