პოლ პოგბამ კარვახალსა და კასორლას თავბრუ დაახვია

საფრნაგეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში პოლ პოგმამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არაერთხელ მოატყუა.

პოგბა: “სკუდეტოს მოგება შეგვიძლია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ახალ სეზონში სკუდეტოს მოგების კარგი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა, რომლის შემცვლელიც მასიმილიანო ალეგრი გახდა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას ცუდი შედეგი მოყვება.

“რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება გვინდა. ვიცით, რომ ეს ადვილი ამოცანა არაა, მაგრამ გვყავს მშვენიერი მწვრთნელი. ყველანი მონდომებულები ვართ და ვეცდებით, გულშემატკივრები ისევ გავახაროთ”, – ამბობს პოგბა.

პოგბა: “მომავალი არ მაინტერესებს”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა აცხადებს, რომ ის პრესაში გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და ახლა მხოლოდ “იუვენტუსზე” ფიქრობს.

“მომავალი არ მაინტერესებს. მე აწმყოთი ვცხოვრობ. “იუვენტუსში” ვრჩები და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო. შეხვედრა კლუბის ხელმძღვანებლობასთან ტრანსფერთან დაკავშირებით? მე არავისთან არ დამიგეგმავს შეხვედრა”, – ამბობს პოგბა.

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

Bleacher Report-მა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ათი ყველაზე ცუდი ვარცხნილობა დაასახელა.

10. ასამოა გიანი

1

9. კაილ ბეკერმანი

2

8. ნესტორ პიტანა

3

7. გილერმო ოჩოა

4

6. კრიშტიანო რონალდუ

5

5. ნანი

6

4. პოლ პოგბა

7

3. დანი ალვეში

8

2. გაბრიელ პალეტა

9

1. როდრიგო პალასიო

10

რა უქნა ჯონ ობი მიკელმა პოლ პოგბას?

30 ივნისს, ნიგერიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ჯონ ობი მიკელმა პოლ პოგბას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

პოგბას და ვალბუენას ტექნიკის დემონსტრირება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზეა გადაღებული.



ფრანგების იოლი სტარტი

დიდიე დეშამის გუნდმა ჰონდურასელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს.

ჰონდურასთან მატჩი ფრანგებისთვის იოლი გასეირნება არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უდნა, ფეხბურთელების კლასში ლე ბლეს უპირატესობა თვალსაჩინოა. თმცა, ამავე დროს ლუის სუარესის გუნდის ინგლისთან ნათამაშები ფრე გარკვეული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა ფრანგებს.

ჰონდურასელებმა კარგად დაიწყეს. კარიბელები ყველა ბურთისთვის იბრძნოდნენ და რაც ყველაზე სასიამოვნოა, მათი ბრძოლა საზღვრებს არ სცილდებოდა და უხეშობაზე არ გადასულა.

თუმცა, უვკე მეათე წუთისთვის ფრანგებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. თავიდან ვალიადარესის კართან სახიფათო მომენტები მხოლოდ სტანდარტულებიდან იქმნებოდა, რომლებსაც კარგად ვალბუენა ასრულებდა. ორჯერ ჰონდურასელები ძელმა იხსნა. დაძაბულობა პიკს, რაც პოგბას და პალასიოსის მცირე ინციდენტში გადაიზარდა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა, თუმცა ამ ფეხბურთელების ურთიერთობა ამ შეხვედრაში ამით არ დასრულებულა. ტაიმის ბოლო წუთზე პოგბა საჯარიმოში იმავე პალასიომ წააქცია. არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი, ჰონდურასელს კი მეორედ უჩევნა ყვითელი ბარათი, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.

ამ ეპიზოდმა ჰონდურასელები გატეხა. ბენზემამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ინტრიგა ფაქტობრივად მინიმუმამდე დაიყვანა.

მეორე ნახევარში ფრანგების დომინირები აშკარა იყო, რაც კიდევ ორ გოლში გადაიზარდა – 3:0.

 

 

პოგბა: “მუნდიალზე თამაში კარგია, მაგრამ მოგება უკეთესია”

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში კარგია, მაგრამ ამ ტურნირის მოგება უკეთესია.

“ჩემი ოცნება უკვე ახდა. ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში კარგია, მაგრამ ამ ტურნირის მოგება უკეთესია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ თასის მოპოვებას შევძლებთ”, – ამბობს პოგბა.

პოგბა ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე პოლ პოგბა.

პოგბას მშვენიერი ფინტი ნორვეგიის ნაკრებთან მატჩში

27 მაისს, საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, პოლ პოგბამ მშვენიერი მოძრაობა გააკეთა.

პოგბა: “მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის მინდოდა”

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ბავშვობიდან სურდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა გასულ წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

“რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ბავშვობიდან მსურდა, ეს ჩემი ოცნება იყო. იმედი მაქვს, რომ მუნდიალზე კარგად ვიასპარეზებთ და მის მოგებასაც მოვახერხებთ”, – ამბობს პოგბა.

“რეალი” პოგბას გამო სამ ფეხბურთელს გაყიდის?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენის სურვილი უფრო და უფრო ემატება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანებლები მზად არიან, პოგბას გამო, გუნდიდან ფაბიო კოენტრაო, ალვარო მორატა და ანხელ დი მარია გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პოგბათი დიდი ხანია დაინტერესებულია. გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი კი, 21 წლის ფრანგი ფეხბურთელით მართლაც აღფრთოვანებულია, რაც მან არაერთხელ დაადასტურა.